"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს გადახალისებული შემადგენლობით 24:10 სძლიეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს 24:10 მოუგეს.

"ავჭალაზე" ჩატარებულ მატჩზე დიდი გავლენა ძლიერმა ქარმა მოახდინა. თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო, მე-8 წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, თუმცა ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და მე-14 წუთზე გორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა.

23-ე წუთზე მეტოქემ ლელო დადო, გარდასახვა - ვერა და ანგარიში 7:5 გახდა. 30-ე წუთზე ჩილაჩავამ ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გააცუდა და პირველი ტაიმი 12:5 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე დაწოლა გააძლიერა, მსაჯმა მოწინააღმდეგის ორი
მოთამაშე გააძევა, ლობჟანიძემ ლელო დადო, აბჟანდაძეს კი გარდასახვის რეალიზაცია ქარმა არ დაანება. შემდეგ ქერდიყოშვილმა დადო ლელო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და 24:5.

ბოლოს ესპანეთმა პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხა, გარდასახვისას ბურთი ხარიხას მოხვდა და საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით 24:10 გაიმარჯვა.

"ბორჯღალოსნები" 2 მარტს ბრიუსელში ბელგიას, 10 მარტს ქუთაისში გერმანიას და 17 მარტს კრასნოდარში რუსეთს შეხვდებიან.

Sportall.Ge

მატჩის შემდგომი კომენტარები:
მკითხველის კომენტარები / 21 /
Molsze gvaqvs samushao. Cucqiridze da gorgadze xerxemalia gundis
Frieden
18 თებერვალი 2019 13:19
0
როგორც საჭირო იყო ისე მოუგეთ დაგვჭირდება უკეთესი თამაში ვითამაშებთ.
samtredski
18 თებერვალი 2019 13:10
0
პირველი ლელო რომ გაიტანეს ესპანელები ცოტა გაყოყლოჩინდნენ, რა ეგონათ არ ვიცი... მარა ბიჭებმა მალევე მოუგრიხეს კისერი... გენაცვალეთ თქვენა
btc
18 თებერვალი 2019 10:45
0
გაგვიჭირდა მოგება, ხარვეზები აშკარად ჩანდა. ბევრი რამ დასახვეწია. მჯერა, ნაკრები დროზე გამოასწორებს თამაშს.
მერაბი
18 თებერვალი 2019 09:39
4
ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს!ამ დონეზე მოთამაშე ორ ძლიერ გუნდს მოვუგეთ!მატჩის მიწურულს ესპანელების მეორე ლელო ჩემის აზრით რევერანსი იყო ჩვენგან.
გიოშა
18 თებერვალი 2019 08:14
0
მილტონ ჰეიგს უდიდესი მადლობა მაგრამ სამწუხაროდ ფედერაცუიამ დააგვიანა შეცვლა მწვრთნელის მსოფლიოს ჩემპიონატამდე აღარააქვს აზრი შეცვლას ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენ ვაჟკაცებს და დასახული მიზანი შეასრულონ ოღონდ ჯგუფიდან გასვლის დასახვა არალეარული ჩანს და თუ სენსაციას გამოვაცხობთ ოქროს ასოებით ჩაეწერებიან არამარტო სპორტის კუთხით არამედ ისტორიაში შევლენ როგორც გმირები სამშობლოსადმი გაწეული თავდადებისთვის უფალი თქვენსკენ მსოფლიომდე მილტონზე სიტყვის მთქმელი არ ვარ.
კახა
18 თებერვალი 2019 06:05
1
ალბთ ახალი მწვრთნელის კანდიდატურასაც შემოგვთავაზებთ? ისეთს, რომ ულს-ავსტრალიას ბეჭებზე დადებს...

ძალიან კარგი ქნა ფედერაციამ რომ ჰეიგი ნარებს უძღვება
ზაზა
19 თებერვალი 2019 04:39
0
კრიტიკა საჭიროა,უფრო მეტიც-აუცილებელია.მარტო ქება-დიდებით წინ ვერ წავალთ.
გიოშა
18 თებერვალი 2019 10:02
0
მოვიგეთ, გილოცავთ, მაგრამ . . . კვლავ მაგრამ :( ვიძახოთ ახლა "შემადგენლობა ნახე", "საშინელი ამინდი იყო", აბა რა გინდა ახალგაზრდებისგან და ათასი მიზეზი - შემადგენლობაც ვნახე, ამინდიც და ძალიან კარგი თაობა რომ მოდის ისიც, მაგრამ ვერ ვხედავ მყარ გუნდს, შეთამაშებულს და დალაგებულს. ესპანეთმა რა შანსებიც მიეცა გამოიყენა, ჩვენ საკუთარი აუტები და შერკინებები რამდენჯერ წავაგეთ? თან ჩვენს ან მათ ჩატვლის მოედანთან მნიშვნელოვან ეპიზოდებში. ამას როდის ეშველება? ერთხელ გავჭერით ხაზი მხოლოდ, არადა როცა ტემპი ავწიეთ ოდნავ, თამაში წაგვივიდა უკეთესად. არ ჭირდება 6 ერში თამაში რომ აუტები დავხვეწოთ, შეტევაში მოცემული შანსები რომ გამოვიყენოთ და 9 ნომერმა რომ უფრო სწრაფად გამოიტანოს ბურთი. ვასკა სულ ანელებს თამაშს მერამდენე მატჩია და როგორც კი აფრასიძე (დღეს ბეგაძე) შემოდის სულ სხვა ტემპი გვაქვს. არ ვიცი რა - ხარისხი ძალიან არასახარბიელოა თამაშის. ასეთი თამაშით სხვა გუნდები გაგვაქრობენ მოედანზე, ამერიკაც კი რომ აღარაფერი ვთქვა ფიჯიზე და იაპონიაზე.
???
18 თებერვალი 2019 01:44
7
რა აუტის მოგება-წაგებაზეა საუბარი, როცა ბურთი ჰაერში 90%-იანი კუთხით იცვლიდა მიმართულებას.
გულშემატკივარი
18 თებერვალი 2019 15:15
1
ვრცელი ტრაქტატია! ტრადიციული თვითგვემით და დაგვით. გეგონება ესპანეთმა მოიგო და ჩვენ წავაეთ. ტქვენ ალბათ ახალ ზელანდიასაც გააკრიტიებთ , რამე რომ იყოს...შერკინებით დადეს ლელოები და ესპანეთმა გვაჯობა შერკინებაში?

თამაშის ხარისხი კი იყო ამინდის შესაბამისი - არ უყრე ბურტის ტრქეტორიებს? არ ნახე მაგაითად, აბჯანდაძის გარდასახვა, ბურთი ძელებთან, რომ მივიდა და ქარმა უკან წამოიღო?

მაგარი ლოგიკაა - ჩვენ ვუშვებდით შეცდომებს და ესპანელები არა, მაგრამ წააგეს... მდააა
კოტე
18 თებერვალი 2019 09:26
5
გიგაური და არა გორგაძე
gg
17 თებერვალი 2019 23:54
0
მადლიზა გვყავს ხალხო ახალგაზრდობა და არ ათამაშონ?
soso
17 თებერვალი 2019 22:33
1
საზოგადოერივზე ვუყურე და ვაი ამ ყურებას! გადაცემას რეჟისორი არ ჰყავს? მიკროფონები ხრიალბდა საშინლად.
zurab
17 თებერვალი 2019 20:21
14
ვფიქრობ უამინდობის ბრალი იყო ბატონო ზურაბ ძლიერი ქარის გამო მაუწყებლობაც არ იყო მთლად გამართული
T.k
18 თებერვალი 2019 01:40
0

სიახლეები პოპულარული