მილტონ ჰეიგი: ტექნიკურ წუნს ქარი ათჯერ ზრდიდა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევის შემდეგ, ნამატჩევს პრესკონფერეციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ისაუბრა.

- ძალიან რთულია ქარის მიმართულებით თამაში, როდესაც ბურთი ქარს მიაქვს და წინ გივარდება, ეს პირველ ტაიმში პრობლემებს ქმნიდა.

მეორე ტაიმში პირიქით იყო, ქარის წინააღმდეგ ვთამაშობდით და ბურთი უკან მოჰქონდა, რაც საჩვენოდ უნდა გამოგვეყენებინა. მე შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს საჩვენოდ უნდა გამოგვეყენებინა.

გამომდინარე ამინდიდან, ტექნიკურ წუნს ქარი ათჯერ ზრდიდა, რაც თვალსაჩინო იყო, როცა შევხედეთ, რომ რისი შეცვლა შეგვეძლო, რაც გარკვეულ შედეგს გამოიღებდა, შევცვალეთ და ამან
ტექნიკური წუნი შეამცირა.

ძალიან კმაყოფილები ვართ დებიუტანდებით, მათ თავიანთი მაქსიმუმი გამოავლინეს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო გრიგოლ ქერდიყოშვილი, რომელმაც თავისი შესაძლებლობები შესაბამისად გამოავლინა, ის ნოემბერშიც გვყავდა გამოძახებული, თუმცა მაშინ არ უთამაშია და ამის მიუხედავად, მას არასდროს დაუწუწუნია.

altესპანელთა თავკაცი: ქარმა თამაშზე გავლენა იქონია

alt "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს გადახალისებული შემადგენლობით 24:10 სძლიეს [VIDEO+PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 11 /
ბატონო მილტონ წამოიყვანეთ ზელანდიიდან მწვრთნელები დამხმარედ რომ ახალი კომბინაციები სისწრაფეების დამუშავებაში სისწრაფეებზე თუ მოვახერხებთ რამდენიმე კომბინაციის დამუშავებას რომ სირპრიზი მოვუმზადოთ მოწინააღმდეგეებს არაფერია მოსარიდებელი თუ დაიხმართ ვინმეს თქვენ არ გეტყობათ სიაახლეების დამატების სამწუხაროდ.
კახა
06:11 18-02-2019
2
არ გამოდის მთლად მეორე ნაკრების თამაში. უმატებენ ეს გუნდები და ნუ დავუკარგავთ დამსახურებას.ეს ჩვენთვისაც კარგია, მაგრამ მე ჩვენი თამაშის ხარისხი მაფიქრებს. ეს აუტები რა გახდა ასეთი? მოლშიც თუ არ გვჯობდნენ, არც არაფრით ჩამოგვრჩებოდნენ. აშკარად საკმაო სამუშაოა მსოფლიომდე, არადა დრო არ ითმენს. კარგი ბიჭები გვყავს ახალგაზრდები. კარგი იქნებოდა გიგაურიც და ქერდიყოშვილიც აქამდე მოეწვიათ. სითამამეც შეემატებოდათ და გამოცდილებასა შეიძენდნენ.
:))))
23:13 17-02-2019
1

სიახლეები პოპულარული