საქართველოს ნაკრებმა ბელგიას 8 ლელო დაუდო და 46:6 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბელგიას 46:6 მოუგო.

ბელგიის ნაკრებს სახლში უკანასკნელი სამი შეხვედრა მოგებული ჰქონდა და წარმატებული სერიის გაგრძელებას გეგმავდა, "ბორჯღალოსანთა" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა კი ბრძანა, რომ ისევე უნდა ეთამაშათ, როგორც ინგლისში ივარჯიშეს და არამარტო უნდა მოეგოთ, არამედ ეს ლამაზი თამაშით მოეხერხებინათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში აშკარად დაჯაბნა მეტოქე, ოთხი ლელოც დადეს (გოგიჩაშვილმა, ნემსაძემ, ცუცქირიძემ და მოდებაძემ), მათიაშვილმა კი ოთხიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა. მასპინძლებმა ერთი საჯარიმო გაიტანეს და პირველი ტაიმი 3:22
დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბელგიელებმა საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირეს, რასაც ძნელაძის,  ცუცქირიძის, აფრასიძის და თხილაიშვილის ლელოები და აფრასიძის ოთხიდან ორი გამოყენებული გარდასახვა მოჰყვა.

"ბორჯღალოსნებმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს 46:6.

საქართველოს ნაკრები შემდეგ ტურში, 10 მარტს ქუთაისში გერმანიას უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს ყველაფერი კარგია მაგრამ სასწრაფოდ არი შესაქმნელი რაღაც რაც საშუალებას მოგვცემს ვითამაშოთ საერთო ტურნირი ფიჯისთან სამოასთან ტონგასთან აშშს თან თუნდაც კანადაც იყოს წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ცალი ხელით გვიჭირავს,
1
ეგეტი გუნდები არ უნდა ტამასჰობდნენ ცჰვენტან.
sdfffff
18:12 03-03-2019
1

სიახლეები პოპულარული