გოჩა სვანიძე: ეს ცხვირაპრეხილი რეტროგრადების თავებში მომწიფდა - ამის უფლებას არავის არ მივცემთ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ იმაზე გააკეთა განცხადება, რომ 12-გუნდიანი ელიტური ტურნირის ჩატარებას გეგმავენ და მასში "ბორჯღალოსნებისთვის" ადგილი უახლოესი 10 წლის განმავლობაში არ იქნება.

"რაგბის ყველა მოყვარული არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით შესძრა გასულ კვირაში გავრცელებულმა ინფორმაციამ. ეს პროექტი შეუძლებელია ვინმესთვის მისაღები იყოს, გარდა ცხვირაპრეხილი რეტროგრადი ჩინოვნიკებისა, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ვერ ხედავენ. მსოფლიო რაგბის გარკვეული ჩინოვნიკების თავებში მომწიფებული ეს აზრი აბსოლუტურად მიუღებელია ყველასთვის.

ჯერ კიდევ 2016 წელს მსოფლიო რაგბმა იმსჯელა რაგბის განვითარების ერთ-ერთ ვერსიაზე და გარანტია მოგვცა,
რომ 2020 წლიდან გვექნებოდა საშუალება პირველი ეშელონის გუნდებთან ყოველწლიურად 2 მატჩის ჩავატაროთ და ერთ-ერთი აუცილებლად საქართველოში გაიმართებოდა. ეს იმ მომენტისთვის ჩვენ კარგად არ მოგვეჩვენა, მეტს ვითხოვთ, მიგვაჩნია, რომ ინტეგრაციისთვის უფრო სწრაფი ტემპია საჭირო, მაგრამ რაც ეხლა გაცხადდა, ამასთან შედარებით საერთოდ სამოთხეა.

ეს ყოვლად მიუღებელია. მინდა დაგამშვიდოთ. ამის შესახებ ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, ოფიციალური და არაოფიციალური წყაროებიდან, კულისებიდან. ჩვენ ცვლილებებს მივესალმებით, მაგრამ არა ასეთს, რომელმაც განვითარება შეიძლება ჩაკეტოს და სიბნელეში წავიდეს. პირველივე წუთიდან, რაც ეს გაცხადდა, ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი ჩვენს კოლეგებთან, სხვა ქვეყნების რაგბის კავშირების ხელმძღვანელებთან, მსოფლიოსა და ევროპის რაგბის წამყვან სპეციალისტებთან. დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ. ამას ვიმედოვნებ შემოუერთდებიან რაგბის წამყვანი ქვეყნების პროგრესულად მოაზროვნე წარმომადგენლები.

ვიცით, რომ ძალიან ნერვიულობთ, ამაზე ვმუშაობთ, ჩვენ არა ვართ მსოფლიოს რაგბის რიგითი წევრი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილი. აქედან გამომდინარე, გამოვიყენებთ ოფიციალურ და არაოფიციალურ ყველა კავშირს, ყველა საშუალებას, რათა რაგბი განვითარდეს და არა გაჩერდეს და სტაგნაცია განიცადოს. რაგბის ფასეულობების ხელყოფის უფლებას არავის არ მივცემთ".

მკითხველის კომენტარები / 24 /
მე ბევრი რამის მომსწრე ვარ. ზუსტად ასე ჩაიკეტა ინგლისი (დიდი ბრიტანეთი) სხვა სამყაროსაგან ფეხბურთში და როცა გარეთ გამოიჭვრიტა, აღმოჩნდა, რომ უკვე მაჩანჩალა იყო!
zurab
23:58 04-03-2019
0
ყველა ხერხი უნდა იქნას გამოყენებული! ბოიკოტის სხვადასვა ფორმები! ცუდი იქნება, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატისაც კი!
ზურა
23:15 04-03-2019
2

სიახლეები პოპულარული