შემდეგ კვირაში ირლანდიის ქალაქ დუბლინში შეხვედრები გაიმართება, რომლებზეც დაანონსებული ყოველწლიური რაგბის გლობალური ტურნირის ბედი გადაწყდება.
მანამდე კი რაგბის ხელმძღვანელობა ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ტურნირის სტრუქტურისა და ფორმატის შესახებ ზოგად ინფორმაციას ავრცელებს.
პროექტის თანახმად, "მსოფლიო ლიგა" სამ კონფერენციად დაიყოფა და შეიქმნება - "ევროპული" და "დანარჩენი მსოფლიოს" 12-12-გუნდიანი კონფერენციები.
ჩვენთვის ინტერესს ევროპული კონფერენცია წარმოადგენს, სადაც გუნდები ორ დივიზიონად დაიყოფა.
პირველში დივიზიონში "ექვსი ერის" წარმომადგენლები, მეორეში კი საქართველო, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია და ბელგია მოხვდებიან.
თითოეული ქვეყანა ერთხელ შეხვდება თავისი კონფერენციის ყველა გუნდს. ეს მატჩი შინ იქნება თუ სტუმრად, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული ფორმატი გავარდნასა და აღზევებასაც ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად, მეორე დივიზიონის საუკეთესო ქვეყანა პლეი-ოფში პირველ დივიზიონში ბოლო ადგილზე გასულ ქვეყანას შეხვდება. ანალოგიურად, მეორე დივიზიონში ბოლო ადგილზე გასული ქვეყანა დივიზიონში დარჩენისთვის მესამე დივიზიონის საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდება.
ვრცელდება სხვა ზოგადი ინფორმაციაც, რომელიც, სავარაუდოდ, დუბლინში გასამართ შეხვედრაზე უნდა დამტკიცდეს.
- ერთა ჩემპიონატი (იგივე მსოფლიო ლიგა) პირველად 2022 წელს ჩატარდება
- "ექვსი ერი", "რაგბის ჩემპიონატი" და "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები" საკუთარ კალენდარს შეინარჩუნებენ
- თითოეული კონფერენციის ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალურ წყვილებს ჩამოაყალიბებს, მათში გამარჯვებულები კი გრანდ-ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ
- "მსოფლიო ლიგა" ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მსოფლიო ჩემპიონატის წინა და შემდეგ წლებში ჩატარდება. "ლომების" წელს ტურნირი შემოკლებულ ვარიანტში, გავარდნისა და აღზევების გარეშე, მსოფლიო ჩემპიონატის წელს კი საერთოდ არ გაიმართება
- სამაუწყებლო უფლებები კოლექტიურად გაიყიდება, რაც პოტენციურ მოგებას გაზრდის
- ტურნირის შედეგად მოხდება მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების კვალიფიკაციისა და განთესილი გუნდების განსაზღვრა
- 2027 წლისთვის მსოფლიო ჩემპიონატი მონაწილეების რიცხვის გაზრდა 24-მდე იგეგმება
რევოლუციურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს - მსოფლიო რაგბის პროექტი და ისტორიული შანსი საქართველოსთვის!
Stuff.co.nz: ქართული რაგბის ბოსი "მსოფლიო რაგბის" ახალი ტურნირის ფორმატის გამო "ახურავს"
"მსოფლიო რაგბი" უკან იხევს? - ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საგანგებო შეხვედრა დააანონსა
გოჩა სვანიძე: ეს ცხვირაპრეხილი რეტროგრადების თავებში მომწიფდა - ამის უფლებას არავის არ მივცემთ
ევროპული გუნდების მონაცემები ცალკე იანგარიშება და საუკეთესო გუნდი ასვლაზე ევროპის უმაღლესი დივიზიონის მაჩანჩალას დაეჯახება
ღრმად მჯერა,ჩვენი მორაგბეები დაუმტკიცებენ მთელ მსოფლიოს,რომ შეგვწევს ძალა ტოლსწორად დაუპირისპირდეთ პირველი ეშელონის გუნდებს! შეიძლება თავიდან ასე არ მოხდეს,მაგრამ ეჭვი არ მეპარება,რომ იტალიის ნაკრებზე უფრო მოკლე ხანში ქართული ჯიგრით დავამარცხებთ ელიტური სარაგბო ქვეყნების ნაკრებ გუნდებს!