"მსოფლიო ლიგა" - დეტალური ინფორმაცია, რომელიც ქართული რაგბის ქომაგებს აინტერესებთ [VIDEO ქართული გახმოვანებით]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შემდეგ კვირაში ირლანდიის ქალაქ დუბლინში შეხვედრები გაიმართება, რომლებზეც დაანონსებული ყოველწლიური რაგბის გლობალური ტურნირის ბედი გადაწყდება.

მანამდე კი რაგბის ხელმძღვანელობა ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ტურნირის სტრუქტურისა და ფორმატის შესახებ ზოგად ინფორმაციას ავრცელებს.

პროექტის თანახმად, "მსოფლიო ლიგა" სამ კონფერენციად დაიყოფა და შეიქმნება - "ევროპული" და "დანარჩენი მსოფლიოს" 12-12-გუნდიანი კონფერენციები.

ჩვენთვის ინტერესს ევროპული კონფერენცია წარმოადგენს, სადაც გუნდები ორ დივიზიონად დაიყოფა.

პირველში დივიზიონში "ექვსი ერის" წარმომადგენლები, მეორეში კი საქართველო, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია და ბელგია მოხვდებიან.

თითოეული ქვეყანა ერთხელ შეხვდება თავისი კონფერენციის ყველა გუნდს. ეს
მატჩი შინ იქნება თუ სტუმრად, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული ფორმატი გავარდნასა და აღზევებასაც ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, მეორე დივიზიონის საუკეთესო ქვეყანა პლეი-ოფში პირველ დივიზიონში ბოლო ადგილზე გასულ ქვეყანას შეხვდება. ანალოგიურად, მეორე დივიზიონში ბოლო ადგილზე გასული ქვეყანა დივიზიონში დარჩენისთვის მესამე დივიზიონის საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდება.

ვრცელდება სხვა ზოგადი ინფორმაციაც, რომელიც, სავარაუდოდ, დუბლინში გასამართ შეხვედრაზე უნდა დამტკიცდეს.

  • ერთა ჩემპიონატი (იგივე მსოფლიო ლიგა) პირველად 2022 წელს ჩატარდება
  • "ექვსი ერი", "რაგბის ჩემპიონატი" და "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები" საკუთარ კალენდარს შეინარჩუნებენ
  • თითოეული კონფერენციის ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალურ წყვილებს ჩამოაყალიბებს, მათში გამარჯვებულები კი გრანდ-ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ
  • "მსოფლიო ლიგა" ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მსოფლიო ჩემპიონატის წინა და შემდეგ წლებში ჩატარდება. "ლომების" წელს ტურნირი შემოკლებულ ვარიანტში, გავარდნისა და აღზევების გარეშე, მსოფლიო ჩემპიონატის წელს კი საერთოდ არ გაიმართება
  • სამაუწყებლო უფლებები კოლექტიურად გაიყიდება, რაც პოტენციურ მოგებას გაზრდის
  • ტურნირის შედეგად მოხდება მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების კვალიფიკაციისა და განთესილი გუნდების განსაზღვრა
  • 2027 წლისთვის მსოფლიო ჩემპიონატი მონაწილეების რიცხვის გაზრდა 24-მდე იგეგმება

altრევოლუციურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს - მსოფლიო რაგბის პროექტი და ისტორიული შანსი საქართველოსთვის!

altStuff.co.nz: ქართული რაგბის ბოსი "მსოფლიო რაგბის" ახალი ტურნირის ფორმატის გამო "ახურავს"

alt"მსოფლიო რაგბი" უკან იხევს? - ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საგანგებო შეხვედრა დააანონსა

altგოჩა სვანიძე: ეს ცხვირაპრეხილი რეტროგრადების თავებში მომწიფდა - ამის უფლებას არავის არ მივცემთ

მკითხველის კომენტარები / 29 /
პირველად რომ მოვუსმინე, გამიხარდა და ვიფიქრე, გვეშველა-თქო. მაგრამ, როგორც იტყვიან "ეშმაკი დეტალებში იმალება". ამისათვის, კარგად დაუკვირდით ბოლოში ავტორის წინადადებას ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს შესახებ! ანუ, რა გამოდის? ჯერ ერთი, ეს ე.წ. "მსოფლიო ლიგა" მსოფლიო თასის წლებში არ გაიმართება (კარგი, ეს ლოგიკურია, თუმცა მაგ წელიწადს ჩვენ რა ვქნათ, ისევ სუსტებთან ვიჭიდავოთ?) და მეორე, ყველაზე ცუდი: "ბრიტანელ-ირლანდიელი ლომები"-ს მიზეზით 1-2 დივიზიონებს შორის გავარდნა-აღზევება არ მოხდება იმ წლებში!!! ეს რომ მარტივად გავშიფროთ, იმას ნიშნავს, რომ ელიტაში აღზევების შანსი საშუალოდ 4 წელიწადში ერთხელ გვექნება და ეჭვი მაქვს, მაგ შანსსაც მოგვისპობენ! ანუ ფაქტიურად თითქმის იგივე მოდელია რაც თავიდან სურდათ, უბრალოდ მაშინ არ იყო შანსი, ახლა კი მინიმალურია. თფუ მაგათ სამართალს!!!
სიმართლე
07 მარტი 2019 16:54
6
ერთი შეხედვით კარგი ჩანს მაგრამ ბევრი წყალქვეშა ნაღმია დიდი შრომაა საჭირო მიზნის მისაღწევად
nnn
07 მარტი 2019 15:47
1
სულ არაფერს თითქოს სჯობს, მაგრამ თუ კარგად გავაანალიზებთ ჩვენთვის დიდი ვერაფერი შეღავათი იქნება, პირიქით უარესია თუ ზაფხულის და შემოდგომის ტესტები უქმდება. 6 ერი ისევ ისე რჩება და რა გამოდის, რომ იტალიასთან ერთ თაშზე იქნება დამოკიდებული შემდგომი ორი წელი რა გზით წავალთ?! უსამართლოდ გვექცევიან, ერთადერთი 6 ერის გაფართოვება იქნებოდა ჩვენი რაგბის მდგრადი განვითარების ფორმატი. ძალიან მინდა ვცდებოდე!
პაატა
07 მარტი 2019 15:28
5
მე მომეწონა მაგრა. წარმოიდგინე თუ იტალიას ვუგებთ 1 წელში დანარჩენ 5 გუნდს ხვდები 6 ერის და პლუს ზელანდიას აფრიკას ავსტრალიას არგენტინას და ალბათ იაპონია ფიჯის. 11 თამაში გრანდებთან. თუ ბოკო ადგილზე გახვალ კვკავ იგალიას შეხვდები და თუ მოიგე ისევ შემდეგ წელს 11 მატჩი. გადასარევია
Zure
07 მარტი 2019 15:58
3
იგივე არ არის ! სეზონში 11 თამაში გვექნება, 5 ჩვენ ლიგაში და 6 ზედაში - ანუ შევხვდებით: ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, უელსი, საფრანგეთი, იტალია.
Felisio
07 მარტი 2019 16:22
4
ყველა გამოხმაურება
არაა ცუდი ვარიანტი. იტალიის მოგებაც არაა ფანტასტიკის სფერო. პლეიოფის მოგებით უფრო ღირსეულად მიგვიღებენ 6 ერში. წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს!!!
912
07 მარტი 2019 15:50
2
ამ ლიგით - ეროვნული ნაკრებებით- რაგბი ფეხბურთს გადაასწრებს და ნომერ 1- ლი სპორტი შეიქმნება ავტორიტეტით და პოპულარობით(!) მერწმუნეთ ... სამყაროს უყვარს მამაცი, შეუპოვარი, ღირსეული ადამიანები- სპორტსემენები და არა ფულით ნაყიდი სპორტი და მით გაყიდული ადამიანები (ეროვნულ ნაკრებში ფულით ვერავინ შეიყვანს სპორტსმენს!!)
გლახუნა
10 მარტი 2019 19:20
8
წელიწადში ორი თამაში უნდა გვქონოდა გრანდთან. ამ მოდელით თუ ვერ ავღზევდით ორ წელიწადში ერთი თამაში გამოგვდის ექვსი ერის ერთ გუნდან. ასე არ გამოდის?
ირაკლი
08 მარტი 2019 10:22
2
თუ იტალიის ადგილს არ დავიკავებთ 5 თამაში გვექნება რუმინეთ/ესპანეთ/რუსეთ/ბელგია/გერმანიასთან და ექვსი თამაში ტონგა/სამოა/აშშ/ურუგვაი/ნამიბია/კანადასთან.

ევროპული გუნდების მონაცემები ცალკე იანგარიშება და საუკეთესო გუნდი ასვლაზე ევროპის უმაღლესი დივიზიონის მაჩანჩალას დაეჯახება
კარგად დაუკვირდით
07 მარტი 2019 21:05
1
არის,აღსრულდა ოცნება! ვულოცავ მთელ საქართველოს,პირველ რიგში ქართულ სარაგბო სამყაროს:ბატონ გოჩა სვანიძეს,ბატონ მილტონ ჰეიგს და ბორჯრალოსნებს!
ღრმად მჯერა,ჩვენი მორაგბეები დაუმტკიცებენ მთელ მსოფლიოს,რომ შეგვწევს ძალა ტოლსწორად დაუპირისპირდეთ პირველი ეშელონის გუნდებს! შეიძლება თავიდან ასე არ მოხდეს,მაგრამ ეჭვი არ მეპარება,რომ იტალიის ნაკრებზე უფრო მოკლე ხანში ქართული ჯიგრით დავამარცხებთ ელიტური სარაგბო ქვეყნების ნაკრებ გუნდებს!

გიოშა
08 მარტი 2019 02:56
4
რა ოცნებაზე ლაპარაკობ,გიოშა.თუ მე გავიგე ყველაფერი სხვანაირად?სიტყვიერ განმარტებას უყურეთ?მე ის აზრი გამოვიტანე,რომ ჩვენ მოგვიწევს მეორე ეშელონის გუნდებთან შეხვედრები ჯერ ევროპის ჩემპიონატის გუნდებთან,შემდეგ კი ტესტების ნაცვლად ოკეანიის და დანარჩენი მსოფლიოს მეორე ექვსეულთან.პირველი ათეულის გუნდებს მხოლოდ მსოფლიოს თასზე თუ შევხვდებით 4 წელიწადში ერთხელ და ასევე 4 წელიწადში ერთხელ,6 ერის ბოლო ადგილოსანს.ესეც იმ შემთხვევაში,თუ რაგბი ევროპას მოვიგებთ,ან მსოფლიოს თასზე გავალთ.როგორ გგონია,თუ ელიტარულ გუნდებთან თამაშის საშუალება არ გვექნება,ისე განვვითარდებით,რომ 6 ერის აუტსაიდერს დავამარცხებთ?ეს ხომ აუცილებლად გამოიწვევს ჩვენი და ასეცვე სხვა განვითარებადი ქვეყნების დონის დეგრადაციას.ჩემი აზრით,კიდევ უფრო მკაცრი პროტესტია გამოსაცხადებელი,ამ იდეის ავტორების გადადგომის მოთხოვნით და მსოფლიოს თასის ბოიკოტის ძალიან რეალური მუქარით.თუ ეს პროექტი გავიდა,დიდ რაგბიში ჩვენ აღარაფერი გვესაქმება,ვეღარასოდეს შევაღწევთ იქ.
სოსო
08 მარტი 2019 09:38
2
ბატონო სოსო სწორედ რომ აგვიხდა ოცნება ევროპის პირველი ეშელენის გუნდებთან თამაშის! კარგად მოისმინეთ და მიხვდებით.
გიოშა
08 მარტი 2019 12:30
1
მოგვცეს შანსი ასვლა ჩამოსვლის ოღონდ 4 წელიწადში ერთხელ ახლანდელ სიტუაციას ბევრად ჯობია ორი აზრი არ არსებობს მაგრამ მაგათი ჩათლახი ამბავი რომ ვიცი იტალის სპეციალურად აწევენ პირველ სამ წეკიწადს არ გაიყვანენ ბოლოზე გაინაწილებენ სხვა ქვეყნები სპეციალურად ძლიერს შეგვახვედრებენ დაიმახსოვრეთ ასე მოხდება
კახა
07 მარტი 2019 21:07
9
გამოდის რომ 6ერი შეინარჩუნებს ლიგას. ჩვენი ევროპის თასიც დარჩება. ეს ლიგა კი ჩაანაცვლებს ივნისი&ნოემბერის ტესტებს და ჩვენ ისევ ჩვენ ევროპის გუნდები გვტჩება მთელი წლის განმავლობაში. მერე თუ იტალიასთან წააგე ერთი გეიმი და ისევ აქ ჩავკვდებით.
ბეს
07 მარტი 2019 18:08
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული