ფოტო: rugby.ru

რუსეთ-საქართველოს მატჩის წინ, რომელიც 17 მარტს კრასნოდარში გაიმართება, რუსეთის რაგბის ფედერაცია საკუთარ გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების შესახებ უყვება. მეტოქის შესახებ მასალა "დათვების" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

"უკვე 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს ნაკრები რუსი მორაგბეებისთვის უნიკალურ გამღიზიანებლად რჩება. საქმე სახუმაროდ არ გვაქვს - ქართველებზე ერთადერთი გამარჯვება 26 წლის წინ, 1993 წლის მაისში მოვიპოვეთ, ერთადერთი ფრე კი 2002 წელს დაფიქსირდა.

რუსეთის ნაკრებში ახლა არიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე მორაგბეები, რომელთა დაბადების დღიდან ჩვენ საქართველოს ნაკრებთან არ მოგვიგია. "ბორჯღალოსნებმა" კი დიდი გზა გაიარეს, მსოფლიოს ოთხ თასზე მოხვდნენ (2003, 2007, 2011, 2015) და აშკარა პროგრესი განიცადეს. თუკი მსოფლიოს თასზე პირველად ქართველებმა ვერც ერთი თამაში ვერ მოიგეს, შემდეგ ორ თასზე უკვე თითო გამარჯვება მოიპოვეს, 2015 წელს კი ორი გამარჯვებით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და იაპონიის საგზურიც გაინაღდეს. ასე რომ, 17 მარტს კრასნოდარში ერთმანეთს იაპონიაში მიმავალი ორი გუნდი შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებმა შთამბეჭდავი ტესტ-მატჩები ჩაატარა ძლიერ მეტოქეებთან - ფლორენციაში იტალიასთან ღირსეულად დამარცხდა (17:28) და დამაჯერებლად სძლია შინ ტონგას (20:9). მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მილტონ ჰეიგის შეგირდები, ჩვეულებისამებრ, სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან: გამარჯვება სტუმრად რუმინეთთან (18:9), ესპანეთთან თბილისში (24:10) და ბელგიასთან ბრიუსელში (46:6). სერიოზული წინააღმდეგობა ქართველებს ვერც გერმანიის ნაკრებმა გაუწია, რასაც მატჩის ანგარიშიც (52:3) ადასტურებს. რაგბის სპეციალისტების აზრით, ამ შეხვედრაში ქართველებმა მეტოქის სისუსტე გამოიყენეს და სათამაშო ელემენტებზე იმუშავეს. რაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუ მანამდე "ბორჯღალოსნებმა" შეკრება ინგლისელებთან გაიარეს? ეს სულ სხვა დონეა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილიდან მომდინარეობს.

საქართველოს ნაკრების ძირითად ბირთვში ევროპული კლუბების წარმომადგენლები შედიან. ლეგიონერთა უმეტესობა ფრანგულ კლუბებში ასპარეზობს - ლევან ჩილაჩავა, გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე "მონპელიეს", ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი ჯავახია, ვანო ქარქაძე, მერაბ შარიქაძე - "ორილიაკის", გურამ გოგიჩაშვილი "რასინგ 92"-ის, გიორგი მელიქიძე "სტად ფრანსეს", ბექა გორგაძე "ბორდოს", ვასილ ლობჟანიძე "ბრაივის", შალვა სუთიაშვილი "ანგულემის", ბექა გიგაშვილი კი "გრენობლის" ღირსებას იცავენ.

არიან სხვა ქვეყნებში მოთამაშე მორაგბეებიც - ზურაბ ჟვანია ("უოსპსი", ინგლისი), ნოდარ ჭეიშვილი ("კორნიშ პირატსი", ინგლისი), გიორგი ნემსაძე ("ოსფრიზი", უელსი), დავით გიგაური ("ბუქარესტი", რუმინეთი).

თუმცა, საკმარისი მორაგბეა ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან: გიორგი თხილაიშვილი, მირიან მოდებაძე, გიორგი ბეგაძე, ზურაბ ძნელაძე, გიორგი კვესელაძე, ალექსანდრე თოდუა, სოსო მათიაშვილი, გიორგი აფციაური და ლაშა ხმალაძე.

ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ნაკრები რუსეთთან მატჩში მაქსიმალურად მოტივირებული და კონცენტრირებული იქნება. თუმცა, ჩვენს მორაგბეებს სხვა არაფერი დარჩენიათ - მსოფლიოს თასზე მოხვედრას დიდი ფასი ადევს, მაგრამ "ბორჯღალოსნებზე" გამარჯვება ნამდვილად შევა ისტორიაში", - წერს რუსეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალური საიტი.

მომზადებულია rugby.ru-ს მიხედვით

გლახუნა
გიორგი მამუკაშვილის წინადადება ფედერაციას - ნაკრებს მივაწოდოთ და მერე მათ გადაწყვიტონ (!) - თვალებში უნდა ჩათხარო ურუსებს, რომ გაიგონ რას აკეთებენ ქართველობის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ (!) - არსებული ხელისუფლება დუმს, თავისთვის ,,ფუსფუსებ-ს და ,,ოქროს სარაებს,,. იშენებს ,ანუ აბსოლუტურად ა რ ა - ადეკვატურია ყველაფერზე და სპორტის სამყარომ მაინც უნდა ამოიღოს ხმა (!) თუ უარი იქნება -მაინც მივიღებთ, ოღონდ თავდადებით იბრძოლეთ ბიჭებო(!)
bs
,,лелос"
versus
ბორჯღალოსნებს ყველა - ლელოს - სახელით მოიხსენებენ.
Megrel
გეთანხმები გიორგი,კარგი ინიციატივაა!
გოგა
გეთანხმები გიორგი.

მიუხედავად იმისა, რომ რაგბის ჯემტლმენები თამაშობენ, რუსეთს ეს არ ეხება. 2001 წელს რაც მაგათ იკადრეს ჩვენთან თამაშისას, ყველანაირ სპორტის ფარგლებს გასცდა. ამიტომ ამ თამაშისთვის ბიჭები ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებიან. ნამდვილად არ გვჭირდება მაგათი დაფასება. ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ სულ უნდა ეშინოდეთ
Eh
რუსი და დაფასება? თუ ეშინიათ მაშინ გაფასებენ, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია მათგან დაფასება!
გიორგი მამუკაშვილი
გამოვდივარ ინიციატივით, რომ მორაგბეებმა შავი სამკლაური გაიკეთონ და რუსების მიერ წამებით მოკლულ ირაკლი კვარაცხელიას მიაგონ პატივი და გამარჯვება!!!
mirosan
ვაი თქვენ დეეფურჩქნეთ სიკოიაააას... მაგაზე ნატვრაში ამოგხდებათ სული...
saqartvelos rigiti moqalaqe
კარგი სტატიაა! ერთი რამ მაინტერესებს, სიტყვა "ბორჯღალოსნები" როგორ ითარგმნება რუსულად და რა სიტყვაა ტექსტის ორიგინალში გამოყებული?!
me
მაგას თუ მსოფლიოზე მოხვედრა ქვია კი.
პაატა
რუმინეთსთან რუსებმა 3 გარდასახვა გააცუდეს და რუმინელების ერთი ლელო მაგარი საეჭვო იყო, მოკლედ რუმინეთზე კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენთან თავს მოიკლავენ მაგრამ მაინც ვერ მოგვიგებენ!!!!ეს 25 წლიანი ტრადიცია კიდევ დიდხანს უნდა გავაგრძელოთ!!!
tngh
ცოტათი აზრზე მოსულან... იმედია, 10.03.2019 წელს ჩვენი გამარჯვებათა უწყვეტი სერია გაგრძელდება!!!

აქ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც რუსეთთან არ უთამაშიათ და ისინი ორმაგად მოტივირებულები იქნებიან. კარგი იქნება, თუ რუსეთი ღირსეულ წინააღმდეგობას გაგვიწევს, მაგრამ არ უჩანს სამაგისო პირი
ალეკო
სასიამოვნოა როცა გაფასებენ
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ
მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა