ბორჯღალოსნების კაპიტანი: ეს მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპაზე კრასნოდარში რუსეთის გუნდი 22:6 დაამარცხა. თამაშის წინ ბორჯღალოსნები მოედანზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ, რომელზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული.

ნამატჩევს საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარი ჩვენი გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენთვის ეს თამაში განსაკუთრებულია, არამარტო მორაგბეებისათვის, არამედ საქართველოსთვის. გულშემატკივარს დავპირდით, რომ ბოლომდე დავიხარჯებოდით და ღვთის წყალობით გავიმარჯვეთ.

მაისურები გვეცვა სიმბოლურად იმის დასტურად, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ამიტომ ეხატა საქართველოს რუკა. ჰიმნიც ემოციურად შევასრულეთ, ვინაიდან გამოხატავდა ჩვენს სულიერ მდგომარეობას. საქართველოსთვის ვიმღერეთ და მოვიგეთ. მადლობა იმათ,
ვინც ჩამოვიდა და გვიგულშემატკივრა. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

მატჩისწინა განცხადებები არაფერს არ ნიშნავს. იმედი მაქვს, რომ მუდამ გავიმარჯვებთ და მთელი საქართველო გამარჯვებებით ვივლით წინ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ყოჩაღ ბიჭებო სიამაყით ამევსო გულო ჰიმნის დროს თამაშისაც და თამაშის მერეც. ეგ თქვენი დამსახურებაა ქართველი ერის გახარებისთვის დიდი მადლობა. უფალმა დაგლოცოთ
გოგა
18 მარტი 2019 16:38
0
შესანიშნავი ინიციატივაა!!! ის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, საბედნიეროდ რუსების სულ ცოტა 90%-მა იცის. ის კი, რომ ყირიმი რუსეთია, სულ 98%-მა იცის... გონიერებით და დიპლომატიით საქართველო აუცილებლად გამთლიანდება!!!
tngh
18 მარტი 2019 12:39
0
ლო-მე-ბო!გაიხარეთ და სულ გამარჯვებულები მენახეთ.
კახა ქირია
18 მარტი 2019 12:05
0
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და მთელი საქართველო მადლობა ბიჭებო ამ ბედნიერებისთვის რასაც საქართველოსთვის აკეთებთ. ღმერთი ჩვენკენ.
roma bejanidze
18 მარტი 2019 11:26
0
გაიხარეთ ბიჭებო, ქართველთა გახარებისთვის.
გიზოგ
18 მარტი 2019 10:55
0
გაიხარეთ ლომებო
მამუკა
18 მარტი 2019 10:40
0
ჩემი ლოცვა-ვედრება შეისმინა ღმერთმა. სულ გამარჯვებულებს გევლოთ. მადლობა თქვენ ბიჭებო ამ სიხარულის ცრემლებისთვის, რომ წაგეგოთ რუსეთთან ამას ვერ გადავიტანდი.
ნინა
18 მარტი 2019 09:30
0
დედაჩემი 83 წლისაა და განსაკუთრებულად ელოდა ამ მატჩს, 3:3 რომ გახდა წამლები დალია. ხატთან მივიდა და ილოცა. პირველი ტაიმის მიწურულს ლელო რომ დავდეთ გახალისდა. მეორე ტაიმში მთლად დაფრინავდა გახარებული. სულ გლოცავდათ. გაიხარეთ ბიჭებო, თქვენ მას სიცოცხლე გაუხანგრძლივეთ.
g55
18 მარტი 2019 02:07
0
ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოთ
გიო
18 მარტი 2019 23:54
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!
გლახუნა
17 მარტი 2019 22:44
0
დიდი მადლობა ლომებო, გენაცვალეთ ასე პირნათლად რომ ასრულებთ ჩვენს თხოვნას და თქვენს ვალს სამშობლოს წინაშე. თქვენ რაც შეგიძლიათ ეს რუსების დამარცხება მინდორზე ყველაგან და ყოველთვის.
Geo_Dinamo
17 მარტი 2019 21:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული