ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა

AutoSharing Option
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებული "მსოფლიო ლიგის" იდეის განხილვას დათანხმდა.

ქვეყნების სარაგბო კავშირებს კომერციულ დოკუმენტებზე წვდომა ექნებათ, რათა სიცოცხლისუნარიანი გეგმა შეადგინონ, რომელიც, ორგანიზატორების აზრით, 12 წელში 5 მილიარდი ფუნტის ღირებულების იქნება.

სამხრეთ ნახევარსფეროს მთავარი გაერთიანებები უკვე დათანხმდნენ ლიგის შექმნას, რომელიც 2022 წლიდან დაიწყება, ხოლო 6 ერის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დუბლინში, მსოფლიო რაგბის საბჭოს შეხვედრაზე 22 მაისს გახდება ცნობილი.

საფრანგეთი მხარს უჭერს გეგმას, თუმცა ექვსი ერის დანარჩენი ხუთი ქვეყანა გარკვეულ პირობებს ითხოვს, სულ მცირე, იმას, რომ ექვს ერში დაქვვეითების
სისტემა არ იყოს.

"საბჭოს ჰქონდა შეხვედრა და განვიხილეთ სხვადასხვა შესაძლებლობა, რომელიც მომავალ სტრუქტურასა და ჩემპიონობის წესს შეეხება", - ნათქვამია ექვსი ერის ოთხშაბათის განცხადებაში.

"ჩვენ განვაგრძობთ იმ განცხადებისას დეტალურ განხილვას, რომელიც მსოფლიო რაგბიმ გამოაქვეყნა აღნიშნულ ჩემპიონატთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე კომენტარები ამ ეტაპისთვის აღარ გაკეთდება. ჩვენ განვაგრძობთ სხვადასხვა საკითხის განხილვას".

მსოფლიო ლიგა - დეტალური ინფორმაცია, რომელიც ქართული რაგბის ქომაგებს აინტერესებთ [ქართული გახმოვანებით]
მკითხველის კომენტარები / 3 /
Bijo sad imarteba eg yriloba maisshi da davai mobilizeba sloganebi droshebi wizzearit wavidet da vanaxot ro eeee EEE.... Ragaca radikalurad raa cota mobilizeba da dafinanseba
Alex
10:33 20-04-2019
0
ამათმა სულ გააფრინეს?! რა გახდნენ ასეთი ამ 6 ერის შეფები რომ ჭკუაზე ვერავინ მოიყვანა?! გავარდნა-აღზევება თუ საერთოდ არ იქნება, რა აზრი აქვს ამ ტურნირს?! სასწრაფოდ სრული მობილიზაცია მაისში დაგეგმილ "მსოფლიო რაგბი"-ს შეკრებაზე!
ჩვენმა რაგბის კავშირმა იმას მაინც უნდა მიაღწიოს, რომ თავდაპირველი პროექტი გავიდეს (თუმცა არც ეგაა მთლად კარგი), რომლის ძალითაც გავარდნა-აღზევების სისტემა არ იმოქმედებს მხოლოდ მსოფლიოს თასისა და ბრიტანელი ლომების ტურნეების წლებში. ეგ თუ იქნა, 4 წელიწადში 1 შანსი მაინც გვექნება ბობოლებთან თამაშის, ხოლო თუ ეგეც არ იქნა, სირცხვილი მთელ სარაგბო სამყაროს! მაშინ მე პირადად პროტესტის ნიშნად, იმის მიუხედავად რომ ვარ რაგბის მხურვალე ქომაგი, აღარც რაგბზე ვარ წამსვლელი და აღარც ვუყურებ ამ ვაჟკაცურ თამაშს (რამდენადაც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის მტკივნეული)
patrioti
17:11 19-04-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული