შოტლანდიელები: გადამწყვეტი როლი ქართველთა ლიდერმა თედო აბჟანდაძემ ითამაშა

AutoSharing Option
12 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდია 17:12 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ერთობ ობიექტური კომენტარი მეტოქე გუნდის კაპიტანმა კონორ ბოილმა გააკეთა:

"მატჩი კარგად ჩავატარეთ. განსაკუთრებით, პირველ 10 წუთს გამოვყოფ, მაგრამ უკანასკნელ 20 წუთში თამაშის სადავეები ხელიდან გავუშვით, მეტოქეს თამაშში დაბრუნების უფლება მივეცით და მათ საკუთრი შანსები უპირატესობის მისაღებად გამოიყენეს".

რაგბის კავშირის საიტი აღნიშნავს, რომ უპირატესობას "ლელოელები" ფლობდნენ, თავად კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას და მათმა გუნდმა კარგი დაცვით კიდევ კარგა ხანს გაუძლო, მაგრამ შესვენებაზე განხორციელებულმა
ცვლილებებმა შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა, რაშიც გადამწყვეტი როლი ქართველთა ლიდერმა თედო აბჟანდაძემ ითამაშა, რომელიც სულაც არ გახლავთ ქართველთა საიდუმლო იარაღი, რამეთუ პირველ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული და მოედანზე შესვლისთანავე გამოამჟღავნა თავისი ოსტატობა და სათამაშო ინტელექტი.

"სქოთები" აგრეთვე იოანე იაშაღაშვილის და ლუკა ნიორაძის ჩინებულ ასპარეზობას უსვამენ ხაზს.

altმადლობა თავდადებისა და კარგი ქართველობისთვის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
სამწუხაროდ, ამ თამაშს არაფერი გადაუწყვეტია ისე გამოვიდა და წინასწარ ზეიმს ნუ მივეცემით. წინ მთავარი თამაში გველის ფიჯისთან. წარმატებები ლომებს!
შაკო
13:01 13-06-2019
0
აქ გადაწყვეტა-არგადაწყვეტაზე არ არის საქმე. საქმე იმაშია, რომ ამ ბიჭებს ქართული ჯიგარი აქვთ და შოტლანდიას მოუგეს!!!!
გიგა
15:07 13-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული