ბორჯღალოსნები იაპონიაში პირველ მატჩს 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავენ. ქალაქ ტოიოტაში რეფერი ინგლისელი ლუკ პირსი იქნება, რომელიც 2017 წელს საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრას სჯიდა. ის 2014 წლის ნოემბერში ირლანდიასთან ტესტისას გვერდითი მსაჯი იყო.
უელსთან პირსს კიდეებიდან ახალ ზელანდიელი ბენ ოკიფი და ინგლისელი მეთიუ ქერლი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ასევე ინგლისელი როან კიტი იქნება.
29 სექტემბერს, კუმაგაიაში საქართველოსა და ურუგვაის შეხვედრას ასევე ინგლისელი უეინ ბარნსი
პოლ უილიამსი, 3 ოქტომბერს, საქართველოსა და ფიჯის შეხვედრაში უკვე ცენტრალური მსაჯი იქნება. მას კიდეებიდან სამხრეთ აფრიკელი ჯაკო ფეიფერი და ინგლისელი მეთიუ ქერლი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ინგლისელი გრეემ ჰიუსია. თამაში ოსაკაში ჩვენი დროით 09:15 საათზე დაიწყება.
ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს შიზუოკაში, ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ და რეფერი ფრანგი პასკალ გოზეა, რომელმაც 2014 წელს საქართველო-ტონგას ტესტ-მატჩი იმსაჯა. მას კიდეებიდან ასევე ფრანგი ჟერომი გარსეზი და იაპონელი სუჰეი კუბო დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი სამხრეთ აფრიკელი მარიუს იონკერია.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით