გიორგი ნემსაძე: ...ზუსტად ამიტომ მინდა მივმართო გულშემატკივარს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასის წინ თბილისში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს - 27 აგვისტოს "საუზერნ კინგსთან" და 31 აგვისტოს შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან.

ამ შეხვედრების წინ კომენტარი "ბორჯღალოსანმა" გიორგი ნემსაძემ რაგბის კავშირთან გააკეთა:

"ასეთი შანსი ქართულ რაგბის არასოდეს არ ჰქონია. ჩვენ გვინდა 6 ერში თამაში. ან გახდეს 7 ერი, ან ჩავანაცვლოთ იტალია. ბევრი საუბარია. შეიძლება ცოტა ადრეა ან სხვა თემაა, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, ვთქვათ ხმამაღლა, თუ 6 ერში მიგვიღებთ, რა შეიძლება მოხდეს მოედანზე.

ზუსტად ამიტომ მინდა მივმართო გულშემატკივარს - უფრო მაგრად დაგვჭირდება
თქვენი თანადგომა და იმას, რასაც ვამბობ ხოლმე, 75-ე წუთზე, როდესაც დალეწილი ხარ და აღარაფერი არ გინდა, გინდა თამაში დამთავრდეს, ამ დროს გჭირდება მხარდაჭერა.

ვისურვებდი, შოტლანდიის მატჩზე ყოფილიყოს იმდენი ხალხი, რამდენიც არასოდეს არ ყოფილა ჩვენს თამაშზე".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველანი სტადიონზე! ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები!!!
mamuka09ze
11:30 08-08-2019
0
თუ არ გავავსეთ სტადიონი, გამოუსწორებლად გაუტანელი ხალხი ვყოფილვართ.
ირაკლი
11:42 08-08-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული