"14 წელია ნაკრებში ვთამაშობ და ქართული რაგბის სამყაროში ასეთი რამ არ მახსენდება"

AutoSharing Option
გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა, "სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, რაგ­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი განახორციელა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სტი­კე­რე­ბის ალ­ბო­მი მომ­ზად­და.

სტი­კე­რე­ბის ალ­ბო­მი სპეციალურად რაგ­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის შე­იქ­მნა, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც ფანებს არც ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი თუ მოვ­ლე­ნა არ გა­მორ­ჩე­ბათ.

ალ­ბომ­ში ნა­ხავთ: ინ­ტე­რაქ­ცი­ულ შე­სავ­სებ კა­ლენ­დარს, ია­პო­ნი­ის ქა­ლა­ქებ­სა და სტა­დი­ო­ნებს, "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის" ის­ტო­რი­ას, რაგ­ბის ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის სტი­კე­რებს.

აღნიშნული ჟურნალი დღეს, 23 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებმა პირველად ნახეს და აღსანიშნავია, რომ ყველას ძალიან მოეწონა.

Sportall.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და გუნდის ერთ-ერთმა "უხუცესმა" გიორგი
ნემსაძემ გააკეთეს.

მერაბ შარიქაძე: "პირველად ვნახე, მსგავსი რამ რაგბის შესახებ ვინმეს გაეკეთებინოს. მიმაჩნია, რომ რაგბის პოპულარიზაციის პროცესში, ამ საერთო საქმეს ძალიან გამოადგება. ვფიქრობ, ბავშვებისთვის, მოზრდილებისა და უფროსებისთვისაც კი ეს ძალიან სახალისო იქნება. ასეთი პროექტებით, რაგბი მომავალი თაობის ცნობიერს მიღმა სამყაროშიც გაიდგამს ფესვებს და ეს ძალიან სასიხარულოა.

ჩემს ბავშვობაში რომ ყოფილიყო მსგავსი ჟურნალი, აუცილებლად შევიძენდი და ვეცდებოდი, მთლიანად შემევსო".

Sportall.Ge

გიორგი ნემსაძე: "როცა ეს ჟურნალი დავინახე, მაშინვე ბავშვობა გამახსენდა. იყო დრო, როცა საღეჭი რეზინების სტიკერებს, მარკებს ვაგროვებდით, კოლექციები გვქონდა და ერთმანეთს ვუცვლიდით ხოლმე. ეს ყველაფერი ძალიან სახალისო იყო და დარწმუნებული ვარ, იგივე იქნება რაგბის ამ ჟურნალთან დაკავშირებით.

მგონია, რომ მხოლოდ ბავშვები არ დაიწყებენ მის შევსებას, უფრო მოზრდილი თაობის წარმომადგენლებისთვისაც არ იქნება ურიგო. ეს გულშემატკივრობის პროცესს უფრო მხიარულს გახდის, შეეჯიბრებიან ადამიანები ერთმანეთს და საერთო ჯამში, რაგბის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაში დაგვეხმარება.

14 წელია ნაკრებში ვთამაშობ და ქართული რაგბის სამყაროში ასეთი რამ არ მახსენდება. ცუდია, რომ ჩემს დროს არ იყო, თორემ აუცილებლად შევიძენდი. რაგბის თამაში რომ დავიწყე, 16 წლის ვიყავი და მახსოვს, ნაკრების მაშინდელი წევრები ჩემთვის მორაგბისა და ადამიანის იდეალები იყვნენ.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი წევრები ძალიან ვცდილობთ და იმედია, მომავალი თაობისთვის იდეალები თუ არა, მისაბაძი მაგალითები მაინც ვართ და დარწმუნებული ვარ, როგორც მე შევიძენდი და შევავსებდი ამ ჟურნალს, 15, 16 ან 17 წლის მორაგბე რომ ვყოფილიყავი, ისე მოიქცევიან ახალი თაობის წარმომადგენლები. თან ეს სახალისო შეჯიბრება იქნება, ვინ უფრო ადრე მოაგროვებს ყველა "ბორჯღალოსნის" სტიკერს.

მოზრდილობის დროს ჩემი იდეალები აქვსენტი გიორგაძე, ვასილ კაცაძე, ილია ზედგენიძე იყვნენ. სხვათა შორის, მათთან ერთად ნაკრებში თამაშიც მოვასწარი და აი, ახალგაზრდობის დროს მათი სტიკერების ჩემს ჟურნალში ჩაკვრა ძალიან სასიამოვნო იქნებოდა".

Sportall.Geალ­ბომ­ში ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის 156 სტი­კე­რია მო­ცე­მუ­ლი.

გარ­და იმი­სა, რომ რაგ­ბის 2019 წლის მსოფ­ლიო თასს მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდე­ბით და "ბორ­ჯღა­ლოს­ნებს" უგულ­შე­მატ­კი­ვებთ, სხვა­დას­ხვა პრი­ზის მო­გე­ბა­საც შეძ­ლებთ: სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რის მა­ი­სუ­რი, "ნი­კო­რას" პრო­დუქ­ტე­ბის კა­ლა­თა და გა­ზე­თ "ლე­ლოს" ერ­თთვი­ა­ნი გა­მო­წე­რა (30 ნო­მე­რი).

პრიზს მი­ი­ღებს ის, ვინც სტი­კე­რე­ბის სრულ კო­ლექ­ცი­ას შე­აგ­რო­ვებს.

თუკი რამ­დე­ნი­მე ერ­თნა­ი­რი სტი­კე­რი და­გიგ­როვ­დე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ მე­გობ­რებს გა­უც­ვა­ლოთ და სტი­კე­რე­ბის სრუ­ლი კო­ლექ­ცია შექ­მნათ.

სტი­კე­რე­ბის ალ­ბო­მის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში, პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­სა და სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში.

ალბომის ფასი 3 ლარია, ხოლო სტიკერების ერთი შეფუთვა სულ რაღაც 1 ლარი ღირს.

alt"რაგბის მსოფლიო თასი 2019" და პროექტი, რომელიც გულშემატკივრობას უფრო აზარტულს გახდის

altგიორგი ნემსაძე: ...ზუსტად ამიტომ მინდა მივმართო გულშემატკივარს

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ აკეთენ,რატომ არ აკეთებენო,გააკეთეს და დაიწყო კრიტიკა...
Maxo
10:20 24-08-2019
0
21 საუკუნეა და ინტერნეტი რა ჟურნალები და "ნაკლეიკები" დაიწყეთ
ზორბეგი
17:52 23-08-2019
65
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული