"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" დაძაბულ მატჩში ბოლო წუთებში სძლია

AutoSharing Option
27 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 მოუგო.

წაგებული პირველი ტაიმის (5:17) შემდეგ "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რიგი შეცვლები განახორციელა. ჩვენმა გუნდმა აქტიურად შეუტია, თუმცა საჯარიმოთი სტუმრებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს.

ამ მძიმე ვითარებაში თამაშის შემოტრიალება თითქოს შეუძლებლად მოჩანდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო.

67-ე წუთზე მოდებაძემ ლელო გაიტანა, გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ და 10:20.

ამის შემდეგ გულშემატკივართა მხარდაჭერით შემართულმა საქართველოს ნაკრებმა მიძალების შედეგად შვიდქულიანი ლელო დადო - 17:20.

77-ე წუთზე
კი სუთიაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოყენებულ იქნა, ჩვენი გუნდი მთელი მატჩის მანძილზე პირველად გაიჭრა წინ, ბოლოს მეტოქის გააფთრებული იერიში მოიგერია და 24:20 გაიმარჯვა.

აშკარაა, ასეთ სერიოზულ გუნდთან შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უფრო სასარგებლო იყო, რამეთუ ჰეიგს თავისი შეგირდების თამაშში წუნი დაანახა.

31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. მიხეილ მესხი. 8 000 მაყურებელი
საქართველო - საუზერნ კინგსი 24:20

საქართველო
ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა

alt"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა

altმილტინ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით 50%-ით უკეთ ვართ მზად

altდავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ

alt"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ

მკითხველის კომენტარები / 65 /
შემოევლოთ ბიჭებს ჩვენი თავი მარა, ამ გუნდით მივდივართ მსოფლიოზე ამბიციებით??))
27 აგვისტო 2019 21:26
19
მსოფლიოზე სხვა შემართება და ბევრად უფრო მოტივირებული გუნდი იქნება.
zas.
28 აგვისტო 2019 11:55
0
არც მთლად ეგრეა საქმე. ეს არის მოსამზადებელი თამაში. ექცპერიმენტები ტარდება შემადგენლობია და სათამაშო სქემების მხრივაც. ამიტომ ძალიან მკაცრად ნუ განვსჯით.
Irakliy
27 აგვისტო 2019 22:37
0
ყველა გამოხმაურება
ეს იყო მართლაც ბრძოლა
ლაშა
27 აგვისტო 2019 21:25
0
არ ჯობდა ამას რუსეთთან თამაში? ხომ მოვიგებდით უფრო ადვილად, ნერვები არ დაგვაწყდებოდა. ამდენი მოთამაშე არ დაგვემტვრეოდა და ტოლობის ნიშანი არ დაისმებოდა გუნდსა და კლუბს (!) შორის.
andro
27 აგვისტო 2019 21:23
62
შენ წარმოიდგინე ჯობდა, თუნდაც ტრავმების ფასად. რუსებთან მოგებით მწარედ მოვტყუვდებოდით და მსოფლიოზე ფიჯის ვინ ჩივის, ურუგვაისთანაც მწარედ შევრცხვებოდით
: )))))))
27 აგვისტო 2019 22:08
0
Zogi klubi top nakrebze dzlieria. Da gundi dzlier gundtan vitardeba da igeb shens nakls 80-0 ro mougeb vigac bublik gunds eg ra pliusia? Aseti tamashi jobda asakrepi aqvt bichebs satamasho tonusi..tanac ramdenime lideri ar iyo sastavshi... ase rom 31shi gacilebit karg pormashi iqnebian bichebi da upro dzlier gunds gaviyvant moedanze
Roma
27 აგვისტო 2019 21:40
0
ყველა გამოხმაურება
კარგი იყო თილუმცა შოტლანდიასთან მეტად უნდა მოვინდომოთ
912
27 აგვისტო 2019 21:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული