"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" დაძაბულ მატჩში ბოლო წუთებში სძლია

AutoSharing Option
27 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 მოუგო.

წაგებული პირველი ტაიმის (5:17) შემდეგ "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რიგი შეცვლები განახორციელა. ჩვენმა გუნდმა აქტიურად შეუტია, თუმცა საჯარიმოთი სტუმრებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს.

ამ მძიმე ვითარებაში თამაშის შემოტრიალება თითქოს შეუძლებლად მოჩანდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო.

67-ე წუთზე მოდებაძემ ლელო გაიტანა, გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ და 10:20.

ამის შემდეგ გულშემატკივართა მხარდაჭერით შემართულმა საქართველოს ნაკრებმა მიძალების შედეგად შვიდქულიანი ლელო დადო - 17:20.

77-ე წუთზე
კი სუთიაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოყენებულ იქნა, ჩვენი გუნდი მთელი მატჩის მანძილზე პირველად გაიჭრა წინ, ბოლოს მეტოქის გააფთრებული იერიში მოიგერია და 24:20 გაიმარჯვა.

აშკარაა, ასეთ სერიოზულ გუნდთან შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უფრო სასარგებლო იყო, რამეთუ ჰეიგს თავისი შეგირდების თამაშში წუნი დაანახა.

31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. მიხეილ მესხი. 8 000 მაყურებელი
საქართველო - საუზერნ კინგსი 24:20

საქართველო
ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა

alt"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა

altმილტინ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით 50%-ით უკეთ ვართ მზად

altდავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ

alt"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ

მკითხველის კომენტარები / 65 /
ყველას გილოცავთ, მაგრამ მადლობა ვის ვუთხრათ ამათ რომ შევხვდით და არა რუსებს: გაბუნიას, კობახიძეს, გახარიას თუ ვის? დდდ შუტკა
ბმბ
27 აგვისტო 2019 23:26
4
გავრილოვს
27 აგვისტო 2019 23:34
0
გილოცავთ ყველას.გუნდი აბსოლუტურად შეცვლილია.შემდეგი ორი თამაში ამის დასტური იქნება. მილტონმა შეძლო და შექმნა თვისობრივად ახალი გუნდი.
გია
27 აგვისტო 2019 22:43
1
შემდეგი თამაშები აჩვენებს რეალურთან მიახლოვებული მდგომარეობას. მთავარია ტრავმების გარეშე იაპონიამდე
ზაზა
27 აგვისტო 2019 22:41
0
სანამ ვინმე რამეს დაწერს კარგად გაიაზროს რას წერს. რა თამაში გვქონდა, რა გეგმები გვაქ, რა სტრატეგია და მოლოდინები იყო ამ თამაშისგან. კლუბსა და ნაკრებს შორის ტოლობის ნიშნებააც შევეშვათ. პირველი თამაშის პირობებზე კარგი თამაში იყო. მოვიგეთ იმიტომ რომ კინგზი ფიზიკაში დავჩAგრეთ. ანუ ფიზიკური მომზადების გამო მოვიგეთ. სქოთებთან ნამდვილი სანაკრებო რაგბი იქნება. საკლუბო და სანაკრებო რაგბი ორი სხვადასხვა რამეა. მადლობა კინგზს ძალიან კარგი გაკვეთილისთვის. მე უფრო ბიჭების ჯამმრთელობის ამბები მადარდებს. ბუკა უფრო მსუბუქად იყო. იმედია ცუცქირიძე ჯანმრთელად იქნება მსოფლიოზე.
anz
27 აგვისტო 2019 22:21
4
გილოცავთ ყველას გამარჯვებას. ბოლო ოცი წუთი კარგი იყო,უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე დავჯაბნეთ მეტოქე. აი სათამაშო კომპონენტებში მოსამატებელი გვაქვს.მეტოქ აქ უკეთ გამოუყურებოდა. მთლიანობაში პირველი მოსამზადებელი თამაშის კვალობაზე ცუდი არ იყო.
irakli81
27 აგვისტო 2019 22:15
0
da am gundit rato ar unda cavidet? am bichebs plius chilachava nariashvili bregvadze, axalgazrdebi gamoicada rom parto archevani gvqondes, me mgonia ro piriqit stimuli unda movcet bichebs da ara am gundit da im gundit msgavsi komentari chemi azrit arascoria...carmatebebi bichebs dzalian kargebi xart!
daviti
27 აგვისტო 2019 21:59
2
საღოლ :)
ირაკლი
27 აგვისტო 2019 21:55
2
ნუ ადარებთ ამ სპორტს ფეხბურთს და მითუმეტეს ნუ ამბობთ რომ ბრძოლობენ. რაგბი თავად არის ეგეთი სპორტის სახეობა, გინდა არ გინდა შეჯახებაა და ბრძოლა. გამარჯვება კარგია, მაგრამ ეს საუზერნ კინგსი საფეხბურთო თვალსაზრისით რომ ავითოთ დაახლოებით ვისი რანგია იქნება ? დუდელანჟის თუ ჰელსინბორგის ?
DAVE
27 აგვისტო 2019 21:48
41
ანუ საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ფეინოორდს რო მოუგოს)))
ოდდსპორტალი
28 აგვისტო 2019 12:02
0
მინიმუმ ფეინოორდის დონის, ხოლო არარატ არმენიაზე ბევრად უკეთესი :)))
irakli81
27 აგვისტო 2019 23:50
1
საუზერ კინგს ბოლოს როდის ქონდა მოგებული თამაში საერთოთ იცის, მგონი 2018 წელს, რისი თქმა მინდა, უფრო ადვილათ უვალერიანოთ მოგება გვმართებდა,რომ ვილაპარაკოთ რამე წარმატებაზე. რეალობა უფრო ძნელია
eksperti
27 აგვისტო 2019 21:41
21
ღრმ.პატ.ლევანი,ხომ გაიგე რაც დაწერა...აქ ჩვენ რაგბზე ვწერთ.ქართულის ენის გრამატიკაზე სხვა საიტებზე შეგიძლია წერა.
....
28 აგვისტო 2019 12:22
0
იტალიას საერთოდ არ მოუგია თამაში, მაგრამ ვჯობივართ? რატომ არ მოუგია? ჩვენ რატომ მოგვიგია 10 თამაში და ა.შ? იმიტომ, რომ ჩვენ ვეთამაშებოდით ბელგიას და რუსეთს, იტალია კიდევ საფრანგეთს და ავსტრალიას. ასეა ჩიტაზიც. თანაც ჯერ დებიუტანტია.
gagi
28 აგვისტო 2019 02:20
0
ყველა გამოხმაურება
გენაცვალეთ ბიჭებო.აი სულიერი სიმტკიცე და სიძლიერე აი ქართული გენი.წაგებული თამაში შემოატრიალეს ამ ჯიგრებმა.საბურთალოს ფეხბურთელებო უყურეთ ამ თამაშს და ბევრს ისწავლით.პირველ რიგში სამშობლოსთვის ბრძოლას სიყვარულს და ერთმანეთის გვერდით დგომას.
დდდ
27 აგვისტო 2019 21:28
3
100 % -იანი ხარ ძმა !!!
ჭუმიკა
28 აგვისტო 2019 06:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული