"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" დაძაბულ მატჩში ბოლო წუთებში სძლია

AutoSharing Option
27 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 მოუგო.

წაგებული პირველი ტაიმის (5:17) შემდეგ "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რიგი შეცვლები განახორციელა. ჩვენმა გუნდმა აქტიურად შეუტია, თუმცა საჯარიმოთი სტუმრებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს.

ამ მძიმე ვითარებაში თამაშის შემოტრიალება თითქოს შეუძლებლად მოჩანდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო.

67-ე წუთზე მოდებაძემ ლელო გაიტანა, გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ და 10:20.

ამის შემდეგ გულშემატკივართა მხარდაჭერით შემართულმა საქართველოს ნაკრებმა მიძალების შედეგად შვიდქულიანი ლელო დადო - 17:20.

77-ე წუთზე
კი სუთიაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოყენებულ იქნა, ჩვენი გუნდი მთელი მატჩის მანძილზე პირველად გაიჭრა წინ, ბოლოს მეტოქის გააფთრებული იერიში მოიგერია და 24:20 გაიმარჯვა.

აშკარაა, ასეთ სერიოზულ გუნდთან შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უფრო სასარგებლო იყო, რამეთუ ჰეიგს თავისი შეგირდების თამაშში წუნი დაანახა.

31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. მიხეილ მესხი. 8 000 მაყურებელი
საქართველო - საუზერნ კინგსი 24:20

საქართველო
ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა

alt"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა

altმილტინ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით 50%-ით უკეთ ვართ მზად

altდავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ

alt"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ

მკითხველის კომენტარები / 65 /
ყველას გილოცავთ, მაგრამ მადლობა ვის ვუთხრათ ამათ რომ შევხვდით და არა რუსებს: გაბუნიას, კობახიძეს, გახარიას თუ ვის? დდდ შუტკა
ბმბ
27 აგვისტო 2019 23:26
4
გავრილოვს
27 აგვისტო 2019 23:34
0
გილოცავთ ყველას გამარჯვებას. ბოლო ოცი წუთი კარგი იყო,უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე დავჯაბნეთ მეტოქე. აი სათამაშო კომპონენტებში მოსამატებელი გვაქვს.მეტოქ აქ უკეთ გამოუყურებოდა. მთლიანობაში პირველი მოსამზადებელი თამაშის კვალობაზე ცუდი არ იყო.
irakli81
27 აგვისტო 2019 22:15
0
მართალია რომ ეს გუნდი სამხრეთ აფრიკის PRO14-ის პროფესიონალური ლიგის ბოლოადგილოსანია?
კითხვა
28 აგვისტო 2019 00:29
2
სამხრეთ აფრიკის პრო 14 არ არსებობს. არსებობს პრო 14 ( ყოფილი კელტების ლიგა), რაც მოიცავს ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიის და უკვე სამხრეთ აფრიკულ გუნდებსაც. კინგსის გარდა კიდევ ერთი აფრიკული გუნდია ჩიტასი. კი, ბოლოზე გავიდა.
პასუხი
28 აგვისტო 2019 02:15
0
თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ ამ ტურნირის რომელიმე ლიდერს რომ ვეთამაშოთ, რა დონე იქნება? ნამდვილად უნდა ვიმუშაოთ მაგაზე. ძალიან დიდ გამოცდილებას მოგვცემს
:))))
28 აგვისტო 2019 13:15
0
ყველა გამოხმაურება
ზოგი ჭირი მარგებელიაო! კარგია, რომ რუსეთის მორაგბეთა ნაკრები არ ჩამოვიდა აქ გუშინდელ ტესტ მატჩში სათამაშოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიხილავდით იმ ნაკლოვანებებს,რომლებიც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხრას იაპონიაში მსოფლიო თასის დაწყებამდე!
....
28 აგვისტო 2019 06:21
0
არ არის ეს ის თამაში რაც ჩვენ ყელას გვინდა, აგერ ჩვენ და აგერ იაპონია. კარგი იქნება ვცდებოდე და საჯარო ბოდიში ჩემზე იქნება.
ბიჭების ჟინი, თავდადება და მეტოქის შეცდომები ნუ მოგვიშალოს ღმერთმა
28 აგვისტო 2019 09:47
0
მგონი პატივცემული ჰეიგი გვაბოლებს ბოლო 3 წელია - 50% უკეთ მომზადებული გუნდის ამას არაფერი ეტყობა (მინდომება, თავდადება და პატრიოტიზმი გვერდზე გადავდოთ - სუფთად სათამაშო კომპონენტებს ვგულისხმობ). ბოლო 2 წელი ძირითად ბირთვს გამოვკვეთო ამბობდა, მაგრამ ახლაც არ არის ჩამოყალიბებული, 6 ერში შესვლაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანა გაცილებით სხვა დონეს უნდა თამაშობდეს. მოკლედ დიდი იმედი მაქვს ვცდები და ჩემს სკეპტიკურ განწყობას გააქარწყლებენ იაპონიაში ღირსეული გამოსვლით.
???
28 აგვისტო 2019 03:12
14
სურვილი ერთია და მეორეა შესაძლებლობები. ნუ ვითხოვთ იმას რას არ შეგვიძლია გავაკეთოთ.. ნაკრები კიდევ კარგ დონეზეა და დარწმუნებული ვარ ეტაპობრივრად განვითარდება.. 20 წელი არ არის ბევრი დრო რომ 6 ერის გუნდებს გავუთანაბრდეთ.. მით უმეტეს იმ შემთხვევაში როდესაც 2 თამაში გვეძლევა მათთან სათამაშოდ.. 10 წლის წინ 2 მოედანიც არ გვქონდა.. მსოფლიოზე მესამეზე რომ გავიდეთ დიდი შედეგი იქნება!!
ზურა
28 აგვისტო 2019 14:16
1
იაპონიას რატო ედრებით ხალხნო?!უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვთ,საათივით აწყობილი სტრუქტურა.გარდა ამისა ნახეთ რამდენი ნატურალიზირებული მორაგბე ყავთ,იმათ ხარჯზე ძალიან წინ წავიდნენ.გინდათ ჩვენს ნაკრებში ნატურალიზაცია? გარანტიას გაძლევთ ჩვენც ძალიან წინ წავალთ მაგრამ გინდათ? დიდი ეჭვი მაქვს რომ არა...
guria
28 აგვისტო 2019 10:41
0
ვინ ედრება იაპონიას
28 აგვისტო 2019 11:57
0
da am gundit rato ar unda cavidet? am bichebs plius chilachava nariashvili bregvadze, axalgazrdebi gamoicada rom parto archevani gvqondes, me mgonia ro piriqit stimuli unda movcet bichebs da ara am gundit da im gundit msgavsi komentari chemi azrit arascoria...carmatebebi bichebs dzalian kargebi xart!
daviti
27 აგვისტო 2019 21:59
2
მოკლეთ ამ გლახუნას მემგონი, მხოლოდ ოლიგარქი აღელვებს, ხანდახან მგონია მიშა წერს ამ ფსევდონიმით:))) შე კაი კაცო რაგბში თუ უპერსპექტივობაა შენი ნათქვამიდან გამომდინარე აღარ ყოფილა საშველი, ვერც ახალ თაობას ამჩნევ, ვერც ბაზებს, ვერც სტადიონებს, ვერაფერს ხომ? ვერ ხედავრომ თითქმის ყველა ჩემპიონატზე გააგორეს ჩვენმა პატარებმა ექვსეულის გუნდები, ვერ ხედავთ წინსვლას ხო? მოკლედ არაფერი არ აინტერესებს ამ ადამიანს პოლიტიკის გარდა
დათო
28 აგვისტო 2019 16:27
3
უპერსპექტივობა არსად მითქვაბს მეგობარო და რატომ ... ეროვნული ჩემპიონატის ხარისხი მაღელვებს და მიზეზების ძებნა აუცილებელია, თან ურთიერთ დიალოგით და მსჯელობით!
გლახუნა
28 აგვისტო 2019 17:24
4
მე არ ვიცი რაგბი და არ მაინტერსებს ...მას ხედავ, რომ მერე ეს ბავშვები ევროპაში - საფრანგეთში მიდის კიდევ უფრო განვითარდებისათვის და ასე იქნება, სანამ ეროვნული ჩემპიონატების ხარისხსს ა რ ავწევთ!
გლახუნა
28 აგვისტო 2019 17:20
2
ყველა გამოხმაურება
საუზერ კინგს ბოლოს როდის ქონდა მოგებული თამაში საერთოთ იცის, მგონი 2018 წელს, რისი თქმა მინდა, უფრო ადვილათ უვალერიანოთ მოგება გვმართებდა,რომ ვილაპარაკოთ რამე წარმატებაზე. რეალობა უფრო ძნელია
eksperti
27 აგვისტო 2019 21:41
21
შეცდომაა -"ადვილათ უვალერიანოთ", სწორია - "ადვილად უვალერიანოდ". ხშირ-ხშირად გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები და მასტან ერთად "ქართული ღრამატიკაც".
ლევანი
27 აგვისტო 2019 23:32
2
იტალიას საერთოდ არ მოუგია თამაში, მაგრამ ვჯობივართ? რატომ არ მოუგია? ჩვენ რატომ მოგვიგია 10 თამაში და ა.შ? იმიტომ, რომ ჩვენ ვეთამაშებოდით ბელგიას და რუსეთს, იტალია კიდევ საფრანგეთს და ავსტრალიას. ასეა ჩიტაზიც. თანაც ჯერ დებიუტანტია.
gagi
28 აგვისტო 2019 02:20
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული