შოტლანდიის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა - "დინამოზე" ანშლაგს ველით!

AutoSharing Option
შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოფრინდა.

ეს თბილისში 6 ერის ნაკრების ჩამოსვლის პირველი შემთხვევა და ქართული რაგბისთვის ისტორიული მოვლენაა.

საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდების მატჩი "დინამო არენაზე" 31 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.

27 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ბორჯღალოსნების" "საუზერნ კინგსთან" შეხვედრას (24:20) მხოლოდ 8 000 გულშემატკივარი დაესწრო და იმედია, ამჯერად ანშლაგი იქნება.

გავავსოთ სტადიონი და ამაღლებული განწყობით გავაცილოთ ჩვენი გუნდი მსოფლიო თასზე.

საქმით და არამარტო სიტყვით დავუდგეთ საქართველოს ნაკრებს გვერდში!



მკითხველის კომენტარები / 18 /
თუ გახსოვთ, 6 ერში ჩვენი დაბლოკვის მიზეზად ისიც დასახელდა, რომ ჩვენი ნაკრების თამაშებს ნაკლები მაყურებელი ეყოლებოდა, კომერც. თვალსაზრისით წამგებიანი იქნებოდა ა.შ. ასე რომ, ყველანი სტადიონზე!!! მე ბავშვებიც ჩამომყავს სოფლიდან და ყოველი შემთხვევისთვის ერთი ბილეთი სიდედრის სახელზეც შევიძინე...
მ. ტ.
29 აგვისტო 2019 12:37
0
არა მარტო უნდა გავავსოთ სტადიონი, არამედ სტადიონზე მოქცევის წესითაც უნდა გამოვირჩეთ.
ეს არ არის რუსეთის ნაკრები, რომ გარდასახვის დროს ყიჟინათი დავაბნიოთ მეტოქე.
სწორედ ამით განოირჩევა შოტლანდია რომ მათ სტადიონებზე გარდასახვის და ჰიმნის დროს ბუზის გაფრენის ხმა ისმის. წარმატებები ლომებო. ყველანი სტადიონზე და ვინც ვერ დავეტევით იქვე მიმდებარედ.
ირაკლი
29 აგვისტო 2019 12:56
0
მეც ასევე მგონია, რომ 15 15-ზე სკოთებს ვერ მოვუგებთ, ამიტომ 16 უნდა ვიყოთ!!! მე-16 კი მაყურებელი, რომელიც 80 წუთი გაამხნევებს ჩვენ ბიჭებს! აი მაშინ გვექნება შანსი! და მჯერა - მოვიგებთ!!!
alexandre
29 აგვისტო 2019 10:02
1
არასდროს მოსწრებია ქართულ რაგბს ასეთი რამ! აქ არაფერზე ფიქრი არაა საჭირო-უნდა მივიდეთ ყველანი დინამო არენაზე და გვერდზე დაუდგეთ ჩვენს ბიჭებს!
....
29 აგვისტო 2019 07:44
0
გვერდზე არა, გვერდში დავუდგეთ!
ალექსანდრე
29 აგვისტო 2019 12:43
0
მართალია, მე-16 ჩვენ უნდა ვიყოთ და მე-17 წმინდა გიორგი..... მართლა არ ვხუმრობ... თუ ჩვენ ეს თამაში, გადავსებული ტრიბუნების წინ, მოვიგეთ.... ეს იქნება არნახული, ისტორიული გამარჯვება.... და ალბათ, თვითონ შოტლანდიელებიც დაემატებიან მათ რიცხვს, ვინც ქართველების დამატებას მოითხოვს 6 ერზე და კიდევ, სხვებიც აღარ იუკადრისებენ ეროვნულის დონეზე თბილისში სტუმრობას.... ღმერთო, კეთილად გვისმინე....
გიორგი 48
29 აგვისტო 2019 14:11
0
არ ვიცი რა ანგარიშით დასრულდება შოტლანდიასთან მატჩი, მაგრამ რუსებთან თამშს რომ აფრიკელებთან თამაში ჯობდა ეგ ფაქტია.
გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას და წარმატებებს გისურვებთ სკოტებთან სპარინგებში!
აუცილებლად მოვალთ დინამოზე და გიქომაგებთ!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
29 აგვისტო 2019 11:07
0
ესენი ისე არ ჩამოვიდოდნენ რომ 90% ით მაინც გარანტირებული მოგება რომ არ ქონდეთ, ასე რომ ყველაფერი ამათი სცენარით მიდის და თუ რამე მოგება გინდათ უმძიმესი საომარი არი.
Sniper
29 აგვისტო 2019 01:32
35
თქვენ იმ დიდი ბრძენი კაცის, ვინ ბრძანდებით?!
ვინცხა
29 აგვისტო 2019 04:55
3
მოდი მეგობარო სტადიონზე და მაგ სიტყვებს დამიჯერე უკან წაიღებ . იქ ნახავ ნამდვილ ომს
tochinoshini
29 აგვისტო 2019 09:48
1
"საუზერნ კინგსთან" შეხვედრას მხოლოდ 8 000 გულშემატკივარი დაესწრო, მაგრამ ასეთი მხურვალე მხარდაჭერა ბევრჯერ სავსე სტადიონიდანაც არ მინახავს. თუ ეს გულშემატკივრობის გამოცოცხლების, გამოკეთების დასაწყისია, ძალიან მიხარია, ამას სპორტული შედეგების გაუმჯობესება აუცილებლად მოჰყვება. მადლობა ბორჯღალოსნებს ასეთი თავდადებული თამაშისთვის და დიდი მადლობა იმ თამაშზე დამსწრე გულშემატკივარს ასევე თავდადებული ქომაგობისთვის.
გიზოგ
29 აგვისტო 2019 09:54
0
ისტორიულ მოვლენას ისტორიული გამარჯვებით დავამშვენებთ. წარმატება ბიჭებს!
ლექსო
29 აგვისტო 2019 12:07
2
არც კინგზი იყო ადვილ ხელწამოსარტამი გუნდი მაგრამ კარგმა მომზადებამ თავისი ქნა.
მიშა
29 აგვისტო 2019 05:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული