შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოფრინდა.
ეს თბილისში 6 ერის ნაკრების ჩამოსვლის პირველი შემთხვევა და ქართული რაგბისთვის ისტორიული მოვლენაა.
საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდების მატჩი "დინამო არენაზე" 31 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.
27 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ბორჯღალოსნების" "საუზერნ კინგსთან" შეხვედრას (24:20) მხოლოდ 8 000 გულშემატკივარი დაესწრო და იმედია, ამჯერად ანშლაგი იქნება.
გავავსოთ სტადიონი და ამაღლებული განწყობით გავაცილოთ ჩვენი გუნდი მსოფლიო თასზე.
საქმით და არამარტო სიტყვით დავუდგეთ საქართველოს ნაკრებს გვერდში!
გიორგი ცუცქირიძე მსოფლიო თასზე ვერ იასპარეზებს
"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" დაძაბულ მატჩში ბოლო წუთებში სძლია
ეს არ არის რუსეთის ნაკრები, რომ გარდასახვის დროს ყიჟინათი დავაბნიოთ მეტოქე.
სწორედ ამით განოირჩევა შოტლანდია რომ მათ სტადიონებზე გარდასახვის და ჰიმნის დროს ბუზის გაფრენის ხმა ისმის. წარმატებები ლომებო. ყველანი სტადიონზე და ვინც ვერ დავეტევით იქვე მიმდებარედ.
გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას და წარმატებებს გისურვებთ სკოტებთან სპარინგებში!
აუცილებლად მოვალთ დინამოზე და გიქომაგებთ!