შოტლანდიელი მორაგბე: საქართველოსთან თამაშში თავს არ დავზოგავთ

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრების 10-მა ნომერმა ფინ რასელმა საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ BBC-სთან კომენტარი გააკეთა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"საქართველოსთან მატჩის დროს შოტლანდიის ნაკრების მოთამაშეებს არ გვანაღვლებს მსოფლიო ჩემპიონატის წინ ტრავმის მიღება. მე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ჩემი მსგავსი განწყობა აქვს ძალიან ბევრს.

შეუძლებელია თამაშში მონაწილეობა მიიღო და თან ფიქრობდე - "ამ ბიჭს თუ შევბოჭავ, რამე ხომ არ დამემართება?" ამ შემთხვევაში თავს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდებ, რადგან ეცდები, ფრთხილი იყო და კონტაქტებს თავი ა
არიდო.

ეს სპორტი კი კონტაქტების გარეშე არ არსებობს. შეიძლება ტრავმაც მიიღო. ასე ხდება და ამას ვერ შევცვლით."

"რასინგ მეტროში" მოთამაშე რასელმა, რომელსაც ქართველი თანაგუნდელები ჰყავს, კარგად იცის, თუ რა ელოდება შოტლანდიას საქართველოში, რადგან შარშან საკუთარ კლუბთან ერთად ამ ქვეყანაში 2 კვირა გაატარა. მორაგბე მაღალი ხარისხით მოთამაშე გუნდთან დაპირისპირებას ელოდება.

"ჩვენ საუკეთესო შეხვედრა უნდა ვაჩვენოთ, თუ გვსურს, საქართველოდან გამარჯვებულები გამოვფრინდეთ. ისინი ძალიან ძლიერები არიან და ყოველ წელს უფრო და უფრო უკეთესები ხდებიან.

მეც შევხედავ მათ თამაშს და ვნახავ, როგორ შეიძლება მათი შეტევაში განეიტრალება. ფიზიკური მხარე ის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია, რაზეც მთელი კვირის განმავლობაში ვამახვილებდით ყურადღებას",- განაცხადა 26 წლის მორაგბემ.

საქართველოსთან შეხვედრამდე შოტლანდიამ საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა - 17:14. "ბორჯღალოსნებსა" და შოტლანდიელებს შორის მატჩი 31 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება. მაყურებელს ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეუძლია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
რაგბისგან განსხვავებით, ამათთვის ფეხბურთში მოგვიგია ;) თანაც ორჯერ ;)
0
ვაჩვენოთ მსოფლიოს,რომ პირველი დონის ნაკრებ გუნდებთან უკეთ შეგვიძლია თამაში, ვიდრე იტალიასთან მატჩში ვითამაშეთ!
....
07:37 30-08-2019
0

სიახლეები პოპულარული