"რაგბი 15": მამუკა გორგოძე ნაკრებში ბრუნდება და მსოფლიო თასზე ითამაშებს!

AutoSharing Option
რაგბის ქართული საიტი "რაგბი 15/Rugby XV" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება და მსოფლიო თასზე ითამაშებს.

Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ გავრცელებულ ტექსტს.

"მამუკა გორგოძე მსოფლიო თასზე ითამაშებს!

"ჩვენს ხელთ არსებული, რამდენიმე წყაროსგან დადასტურებული ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია მამუკა გორგოძის საქართველოს ნაკრებში დაბრუნება და მსოფლიო თასზე თამაში.

გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა.

ამ მომენტისთვის უკანასკნელი დეტალები თანხმდება ქართულ მხარესა და მისი კლუბის, "ტულონის" ხელმძღვანელობას შორის.

შეგახსენებთ, მამუკა გორგოძემ უკანასკნელი მატჩი 2017 წელს, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა
და სანაკრებო კარიერა დაასრულა."

მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ჩემპიონატი 2 დადებული ლელოთი დაიწყო, ხოლო საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ პირველ შეხვედრაში "საუზერნ კინგსი" დაამარცხა 24:20.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ურააააააა! ურაააააააააა!ურაააააააააააააააააააააააააააააააააა!!!
მერიის მოტრფიალე)))
12:10 31-08-2019
0
მადლობა კაპიტანო
ოღონდაცა რაააააააა??????
01:51 31-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული