"რაგბი 15": მამუკა გორგოძე ნაკრებში ბრუნდება და მსოფლიო თასზე ითამაშებს!

AutoSharing Option
რაგბის ქართული საიტი "რაგბი 15/Rugby XV" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება და მსოფლიო თასზე ითამაშებს.

Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ გავრცელებულ ტექსტს.

"მამუკა გორგოძე მსოფლიო თასზე ითამაშებს!

"ჩვენს ხელთ არსებული, რამდენიმე წყაროსგან დადასტურებული ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია მამუკა გორგოძის საქართველოს ნაკრებში დაბრუნება და მსოფლიო თასზე თამაში.

გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა.

ამ მომენტისთვის უკანასკნელი დეტალები თანხმდება ქართულ მხარესა და მისი კლუბის, "ტულონის" ხელმძღვანელობას შორის.

შეგახსენებთ, მამუკა გორგოძემ უკანასკნელი მატჩი 2017 წელს, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა
და სანაკრებო კარიერა დაასრულა."

მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ჩემპიონატი 2 დადებული ლელოთი დაიწყო, ხოლო საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ პირველ შეხვედრაში "საუზერნ კინგსი" დაამარცხა 24:20.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ძალიან მაგარი ამბავია, თუ ეს სიმართლეა!!!
აჩი
30 აგვისტო 2019 13:09
0
ძალიან მაგარია!!!!
ზვიადი
30 აგვისტო 2019 13:05
0
ვნახოთ გამართლდება თუ არა ეგ ამბავი, მაგრამ სულ მჯეროდა გულის სიღრმეში რომ დაბრუნდებოდა!!! სიყვარული და ამდენი წლის თავდადება უკვალოდ არ ქრება, არ მოასვენებდა ვაჟკაცურ გულში სამშობლოს სიყვარული და ღირსება!!! ვენაცვალე ჯიგარში!!! მამუკა მხეცი ხარ, სამაგალითო კაცი ხარ!!!
30 აგვისტო 2019 13:27
0
shens kacobas da qartvelobas gaumarjos!!gmertma janmrtelad gamyofos mamu
Degraf
30 აგვისტო 2019 13:03
0
საჭირო დროს ბრუნდები მამუკა ბიჭებს ლიდერი სჭირდებათ ! მამუკა გააკეთე ეს ჩვენი ქვეყნისთვის გაახარე გულშემატკივარი ბიჭები შენთან ერთად არაადამიანური შემართებით გავლენ ბრძოლის ველზე.
Best
30 აგვისტო 2019 14:18
0
რა მაგარია მამუკა ბრუნდება ნაკრებში. მაგრად გამიხარდა. უფრო ძლიერები ვიქნებით.
Geo_Dinamo
30 აგვისტო 2019 12:59
0
აუ ეს თუ მართალია და ძაან მაგარი გადაწყვეტილებაა!
მაგრა გამიხარდა!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
30 აგვისტო 2019 14:18
0
ზირაქას და მამუკას დაბრუნება ნაკრებს ჰაერივით სჭირდება!
Best
30 აგვისტო 2019 14:26
1
შერკინება: 1-ნარიაშვილი 2-შალვა მამუკაშვილი 3-ბექა გიგაშვილი 4-კოტე მიქაუტაძე 5-გიორგი ნემსაძე 6-ოთარ გიორგაძე 7-მამუკა გორგოძე 8-ბექა გორგაძე

ჰაიმეეეეეეეეეეეეეეეეეე აიი ეს შერკინებაააააააააააააააა რომ ადგება მიდი და ძვრა უყავი


შარიქაძე თუ გადარჩა სერიოზულ ტრავმას თამამად ვიტყვი რომ ამ შემადგენლობით თავის მარქაფიანად საქართველოს თავის ისტორიაში უძლიერესი ნაკრები ეყოლება იაპონიაში!!!!!!!!!
კოსტავა
30 აგვისტო 2019 13:17
0
მამუკა!მთელ საქართველოს გაახარებ მაგ გადაწყვეტილებით, საქადთველო და გულშემატკივარი კი რაც არის შენთვის ბევრჯერ დაგიმტკიცებია.ყველანი გელოდებით--ლომო!შორეული ამერიკიდან დიდი სიყვარულით.
კახა ქ.
30 აგვისტო 2019 15:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული