მილტონ ჰეიგმა მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე

"ბორჯღალოსნებმა" 31 აგვისტოს, საღამოს 20:00 საათზე, "დინამო არენაზე" გასამართი ისტორიული მატჩის წინ ქვეყნის ცენტრალურ არენაზე კაპიტნის ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

მთავარმა მწვრთნელმა თავდაპირველად მომავალი შეხვედრის და სტადიონის გავსების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ბედნიერები ვართ, რომ გვეძლევა საშუალება, ტიერ1-ის გუნდს მშობლიურ მიწაზე ვეთამაშოთ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების და რაც მთავარია, ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ამ თამაშის ისტორიული მნიშვნელობა ჩვენთვის დამხმარე ფაქტორია და მას გვერდზე არ გადავდებთ,
ეს კიდევ უფრო გვაძლიერებს.

ტრიბუნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და გულშემატკივრებთან ერთად ბევრად უფრო ადვილია თამაში. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია ექვსი ერის გადაწყვეტილების მიმღებებისთვისაც. მათ უნდა დაინახონ, საქართველოში ასეთ მატჩებზე სტადიონი პირთამდე ივსება. მინდა მოვუწოდო ქომაგებს, რომ ხვალ საღამოს მოვიდნენ სტადიონზე და მთელ მსოფლიოს დაანახონ, როგორ უყვართ რაგბი საქართველოში".

ჰეიგს გავრცელებული ამბის შესახებაც ჰკითხეს, რომლის თანახმად, ტრავმირებული გიორგი ცუცქირიძის ნაცვლად, ნაკრებს შესაძლოა მამუკა გორგოძე დაუბრუნდეს:

"მამუკას ნაკრებში დაბრუნების ამბავს ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებ. ამის შესახებ მამუკასთან არაერთხელ გვისაუბრია. რა თქმა უნდა, ცუცქირიძის ტრავმის შემდეგაც გვქონდა საუბარი, თუმცა ეს სელექციის საკითხია და როდესაც ჩავატარებთ შოტლანდიასთან მატჩს, მწვრთნელები ამის შემდეგ ვისაუბრებთ აღნიშნულ საკითხზე", - თქვა ჰეიგმა და შარიქაძის ტრავმასთან დაკავშირებით განაცხადა:

"შარიქაძე სამკვირიან სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის, რის გამოც შოტლანდიასთან ორივე მატჩს გამოტოვებს. ვიმედოვნებთ, რომ რეაბილიტაცია კარგად ჩაივლის და ის მსოფლიო თასზე ჩვენთან ერთად იქნება. არაა გამორიცხული, რომ მერაბი იაპონიაში პირველ ორ თამაშშიც დაგვაკლდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შემოგვიერთდეს".

რაც შეეხება მსოფლიო თასის მოლოდინებს, მთავარი მწვრთნელი ამბობს:

"უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო თასზე სრულად გამოვავლინოთ ჩვენი პოტენციალი და გავაუმჯობესოთ ის შედეგი, რაც წინა მსოფლიო თასზე ვაჩვენეთ. საუბარი არაა მხოლოდ შედეგზე, უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია, რომ ახლავე გავიაროთ კვალიფიკაცია და დავიბევოთ 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური, რომელიც საფრანგეთში გაიმართება.

ყველანი, ვინც ჩართულნი ვართ გუნდის მზადების პროცესში - მოთამაშეები, მწვრთნელები, მენეჯმენტი, გამუდმებით ამაზე ვსაუბრობთ, რომ საჭიროა განსაკუთრებული მომზადება და ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ეს სწორედ ასე იყო. და თუ იაპონიაში მივაღწევთ იმას, რისთვისაც საქართველოს ნაკრებს აქამდე არ მიუღწევია, ყველანი ძალიან ბედნიერი ვიქნებით".

მიხეილ ნარიაშვილი ხვალ გახდება 31-ე მორაგბე, რომელსაც "ბორჯღალოსნებისთვის" უკაპიტნია. მან ამ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ შარიქაძე კუთვნილ ადგილს მალე დაუბრუნდება:

"მილტონის სიტყვებს ვერაფერს დავამატებ, ყველანი ბედნიერები ვართ შოტლანდიასთან საქართველოში თამაშის შესაძლებლობით. მოთამაშეები მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ეს შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატაროთ.

ჩემთვის რთულია წინა შეხვედრაზე საუბარი, რადგან არ მითამაშია, თუმცა ვფიქრობ, რომ ნორმალური იყო. ეს იყო პირველი მოსამზადებელი მატჩი, რომელმაც დაგვანახა, რა გვაქვს გასაუმჯობესებელი და რას ვაკეთებთ კარგად. გავაანალიზეთ შეცდომები, ვუყურეთ შოტლანდიის თამაშსაც და ვეცდებით, ბევრად უფრო დალაგებული, სწრაფად მოაზროვნე გუნდი ვიყოთ.

ბედნიერი ვიქნებოდი, ახლა ეს ადგილი მერაბს რომ ჰქონდეს დაკავებული. ყველანი დამწუხრებულები ვართ მომხდარით. გუნდისთვის ძალიან რთულია ორი ისეთი მოთამაშის დაკარგვა, როგორებიც შარიქაძე და ცუცქირიძე არიან. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია უკან დარჩენა, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ წინსვლა. ვიმედოვნებთ, რომ მერაბი მალე შეძლებს დაბრუნებას და ჩვენთან ერთად იქნება მსოფლიო თასზე.

რაც შეეხება კაპიტნობას, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდები, ვიყო ნატურალური, ისეთი, როგორიც აქამდე ვიყავი. არ მინდა, სტატუსის გამო ზედმეტი წნეხი მქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 13 /
პირველი არხის გარდა სად შეიძლება თამაშის ნახვა? დადეთ რა ლინკი თუ ვინმემ იცით.
პირველი არხი, რას ბლოკავთ რეპორტაჟს, სირცხვილი არ გაქვთ?
გულშემატკივარი
19:58 31-08-2019
0
რა ყველაფერზე ტირიხარტთქვეჩემისებო შოტლანდია ჩამოდის იმის მაგივრად ზეიმად გადააქციოტ თამაში ზიხართ კომპთან და მოთქვამთ ფულზე,რა ბუხანკის ფული არ გაქვთ ედრანამატ საქართველოში ჩამოსული ვიყავი რესტორნებში რიგსი უნდა დამდგარიყავი მაგიდა რომ დაგეთრია 90%ღიპი აქვს გასკდომაზე იბიომატ რა გატირებტ ბლად
chven vart givi
23:46 30-08-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული