საქართველოს პრემიერი: მამუკა გორგოძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით, მამუკა გორგოძე რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძე "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს:

"მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. მამუკას ვესაუბრე 2 დღის წინ და მან თანხმობა განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე. ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად. მამუკა ქართული რაგბის ლეგენდა და უდიდესი ძალაა.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს #რაგბიჩვენითამაშია".

მკითხველის კომენტარები / 44 /
აბა თქვენა ხართ რაა?! რა გგონიათ ჩვენ უფრო გვინდა მისი ნაკრებში ყოფნა, თუ თვითონ მას იაპონიაში თამაში? დიდხანს ფიქრობდა, მაგრამ ერთხელ ნათქვამი სიტყვის გატეხვა არ უნდოდა(უამრავი ვარსკვლავი დაბრუნებულა სპორტში და ბევრს ისტორიაც დაუწერია)...მოუწია, სპორტულმა ჟინმა და მთელი ქვეყნისაგან წამოსულმა თხოვნამ თავისი გაიტანა. პრემიერის ხმა მისთვის თუ ბოლო წვეთი აღმოჩნდა ესეც დასაძრახი არაფრით არ არის. თუნდაც ახლო წარსულში არგენტინის ნაკრებიდან წასვლის განცხადების შემდეგ რა სიტყვით მიმართა მესის ქვეყნის პრემიერმა და ეს სპორტსმენის დაფასების ფორმად უფრო მიმაჩნია, ვიდრე არასასურველ ფაქტად...მამუკას კაცობას ნუ ასწავლით თუ ღმერთი გწამთ. გმადლობთ მამუკა, მგონი ყველა ქართველი გულშემატკივრის სახელით შემიძლია გითხრა.
emigranti
31 აგვისტო 2019 03:43
2
ღმერთი ახსენეთ და შეცდომა მხოლოდ მას არ მოსდის! შენიშნვა ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს- გინდ გორგოძე იყოს გინდ მე და თქვენ! არგენტინისა და ახლანდელი საქართველოს მთავრობების შედარება შიძლება თუ ძმა ხარ??? ჭურში ხომ არ გძინავთ?
....
31 აგვისტო 2019 08:20
6
ეს პოლიტიკოსები ნუ ეტენებით ყველგან რა
912
30 აგვისტო 2019 23:43
10
რას გვეუბნები:)))))))))
იექსპერტი
31 აგვისტო 2019 00:01
8
იქნებ ბელორუსთან თამაშის წინ შოთიკოს და ქინქლაძესაც,დაელაპარაკო,თავდასხმაში მაგრად გვიჭირს
კახა ქ.
31 აგვისტო 2019 00:26
9
:)))))))))))))))))))))))) საღოოოლ!
TanoLife
31 აგვისტო 2019 02:51
2
სად წახვედი შე კაცო-აგერ არ გვყავს არარატს ვერ გადალუხული მობურთალენი.კი მართალია ფეხბურთის თამაში არ იციან,მაგრამ ლუკაშენკოსთან საქმეს უცბად ჩააწყობენ.
....
31 აგვისტო 2019 02:15
2
სულ მკიდია ვინ სთხოვა და როდის სთხოვა, მთავარია მამუკა გორგოძე დაბრუნდააააა, ამ კაცზე ვინ აუგს იტყვის, იმას რა უნდა ელაპარაკო, პასუხის ღირსად არ ვთვლი
ბმბ
31 აგვისტო 2019 01:36
1
მამუკას დაბრუნებას მივესალმები,
მაგრამ მაგას თუ პრემიერის თხოვნა ჭირდებოდა ნაღდად არ მეგონა!:))) მაგის თხივნას მინისტრები არ ითვალისწიმებენ და რაღა გორგოძემ გაითვალისწინა?!:)))
პაატა
31 აგვისტო 2019 00:52
18
მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ვისი თხოვნით მთავარია დაუბრუნდა ნაკრებს ძალიან მაგარი სასიხარულო ინფორმაციაა ვფიქრობ ცუცქირიძის ტრამვის შემდეგ უფრო და უფრო აუცილებელი შეიქმნა მამუკას დაბრუნება და მაგიტომაც დაბრუნდა გაიხარე იხაროს შენმა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ.
კახა
31 აგვისტო 2019 02:04
2
ძალიან კარგიიი ...
გლახუნა
31 აგვისტო 2019 01:24
0
პრემიერის თხოვნით კი არ დაბრუნდა, პრემიერი იყენებს მის დაბრუნებას. პოლიტიკა ასეთი საქმეა ბატონებო. მამუკას მადლობა.
იმედია არ დაბლოკავთ
ლაშა
31 აგვისტო 2019 11:07
3
შენ გაიხარე მამუკა.... მაგარი კაცი ხარ... ერთ რამეზე დამწყდა გული, შოტლანდიასთან დახატავდი ნაკრებს, მარა რას ვიზავთ..... ისე გული ძალიან მაგარ რაღაცას მიგრძნობს და აბა თქვენ იცით ბიჭებო.....
alex
31 აგვისტო 2019 10:30
0
ძალიან დიდი მადლობა მამუკას. ბატონო პრემიერო ნუ აბოლებთ ხალხს ვიცით რატომაც დაბრუნდა და თქვენ არაფერ შუაში არ ხართ.
გია
31 აგვისტო 2019 11:12
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული