საქართველოს პრემიერი: მამუკა გორგოძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით, მამუკა გორგოძე რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძე "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს:

"მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. მამუკას ვესაუბრე 2 დღის წინ და მან თანხმობა განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე. ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად. მამუკა ქართული რაგბის ლეგენდა და უდიდესი ძალაა.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს #რაგბიჩვენითამაშია".

მკითხველის კომენტარები / 44 /
შენ გენაცვალე, მამუკა!
როგორც იტყვიან:
“შენი გამჩენის ჭირიმე, შენი!
კაცი ყოფილხარ ჩვენი მაშველი“
qomagi
31 აგვისტო 2019 10:29
0
უმჯობესი იქნებოდა ხალხის მოთხოვნით დაბრუნება და არა პოლიტიკოსის - ამით მის მიერ ქულების მიღებით.
....
31 აგვისტო 2019 01:46
25
- ჭირიმე შენი
Mgeli.
31 აგვისტო 2019 00:56
0
ჯიგარი ხარ გულივეეეეეეეეეეეეეეერრრრრრრრრრრრრრრ
აკა
31 აგვისტო 2019 00:10
0
ჯერ ტალახაძე გაგვილანძღეს, ახლა გორგოძეს მიდგებიან. ეს რა ჭირს ატრიალებენ ქართულ ყოფაში, ეს გულღრძო, კერპს მინდობილნი ხალხი. იმასაც ვერ მიმხვდარან, რომ ქართულ რაგბში, ახალი გუნდის შენებას ჰქონდა მაშინ ადგილი, ახალ ტაქტიკურ სტილს, სადაც უკვე წლოვან გორგოძის ჰყოლა, შეაფერხებდა ამ ტაქტიკურ ცვლილებას. არ იყო საჭირო, ერთი კაცის თარგს მორგებოდა ბორჯღალოსანთა თამაშის ახალი ტაქტიკა. მითუმეტეს ეს ყველაფერი ყალიბდებოდა ევროპის ქვეყნების ჩემპიონატზე, სადაც გორგოძის, როგორც სუპერ გაქანების რაგბისტის ჰყოლა არ იყო საჭირო. ახლა როდესაც, ასეთუისე რაღაც ახალი და კარგი დაინერგა, სწორედ მსოფლიო ჩემპიონატზე, მინიმუმი წარმატებისთვის, შერკინების ხაზზე, დიდი ფუფუნება იქნება, გორგოძის კვლავ დაბრუნება, რამეთუ, გუნდი კი არ მოერგება მსოფლიო რაგბის ვარსკვლავს, არამედ გორგოძე დაამშვენებს ბორჯღალოსნების სიჩაუქეს. გორგოძის დაბრუნება, ჯერ კიდევ გასულ წელს მწირედ გააჟღერა ჰეიგმა და დარწმუნებული ვარ, ის რაც დღეს ხდება, წინასწარ გაწერილი გეგმის ნაწილია.
ოკრიბელი
31 აგვისტო 2019 11:54
1
ეს რა დოზანა დანერგეს წინა მთავრობის ხალხმა, ახლა ოპოზიცია რომ ჰქვიან: თუ ისინი არა, ხელისუფლებაში, წყალსაც წაუღია საქართველო, ანუ რომ იტყვიან, წინ წყალი და უკან მეწყერი...
ოკრიბელი
31 აგვისტო 2019 05:34
2
ღრმ.პატ.საიტის ხელძმღვანელებო,თქვენ პარტია ქართულ ოცნებას აპიარებთ და სპორტიდან პოლიტიკაში გადადიხართ!
....
31 აგვისტო 2019 10:13
5
ეს არის ჭეშმარიტება-ყველასთვის გასახარი ამბავია,რომ მამუკა გორგოძე ნაკრებში დაგვიბრუნდა,მაგრამ ასე მისი დაბრუნება ცოტა უცნაურია.სახელმწიფოს მმართველი პარტიის-ქართული ოცნების წევრის პრემიერის თხოვნას უნდა ითვალისწინებდეს და პირველ მის დაძახებაზე უნდა ბრუნდებოდეს ნაკრებში??? ხალხი წლებია სთხოვს დაბრუნებას და...! მამუკა გორგოძე ქართული ოცნების წევრი არ არის,იგი მთლიანი საქართველოს მიერ პატივსაცემი და დაფასებული ადამიანია! გმადლობ მამუკა ნაკრებში დაბრუნებისთვის! ამას როტომ ბლოკავთ???
....
31 აგვისტო 2019 10:22
12
:) კი მაგრამ დიზლაიკებს რატომ წერთ-ერთი ეს გამაგებინა და მეტი არაფერი არ მინდა.დაუკვირდი რას ვწერ და გაიაზრე.ამ მთავრობას და მის პრემიერს მე არ ვცნობ,როგორც ნახევარი საქართველო!!! რატომ არ ვცნობთ ეს სხვა საკითხია...მამუკა გორგოძე კი მთლიანი ქვეყნის მიერ პატივსაცემი და დაფასებული ადამიანია.პრემიერის თხოვნის შესრულებით კი-ძალაუნებურად პოლიტიკაში გაერია!!!
....
31 აგვისტო 2019 12:35
1
და კიდევ საინტერესო ის არის რომ გულშემატკივრების 2 წლიანი ხვეწნა-ღაღადი არ იყო საკმარისი მიზეზი დაბრუნების, პრემიერის გაითვალისწინა მხოლოდ. ან აქამდეც რატომ არ თხოვა პრემიერმაც - არ იცოდა გულშემატკივრები რომ დაბრუნებას ითხოვდნენ თუ ნაკრებიდან რომ იყო წასული ის არ იცოდა. მოკლედ ეს გულშემატკივრების თხოვნით დაბრუნება არ არის (საერთოდ რატომ წავიდა ეგეც ვერ გავიგეთ) და ვინც და როგორც დააბრუნა გასაგებია. სამწუხაროა რომ ასეა.
???
31 აგვისტო 2019 01:01
43
მეტი საქმე არ გაქვთ შენ და შენნაირებს?!
ჩემთვის მთავარია რომ ეს კაცი დაბრუნდა და არა ის, ვარჩიო თუ ვისი თხოვნით დაბრუნდა
qomagi
31 აგვისტო 2019 01:27
1
ძალიან კარგი და დიდებული. წელსვე ქართული ფრანჩაიზი (კლუბი) ჩამოგვაყალიბებინეთ და ათამაშეთ თუნდაც პრო14-ში და პირადად ჩემი ხმა დაუყვედრებად გექნებათ არჩევნებში.
г
31 აგვისტო 2019 07:41
3
გორგოძილა ნაკრებისთვის უდიდესი ძალა და შეუცვლელია როგორც მისი წასვლის შემდგომ პერიოდმა აჩვენა, მაგრამ ახლა დაბრუნება, როცა გუნდი ხელით თამაშზე და ნაკლებად ძალისმიერ რაგბზე გადავიდა (ნუ ჰეიგი ასე ამბობს) კიდევ უფრო არევს გუნდს. 1 წლის წინ რომ დაბრუნებულიყო, მართლა პოზიტიური იქნებოდა.
???
31 აგვისტო 2019 00:28
35
რა სისულელეს იძახი, გამოდის ტულონში ძალისმიერს რაგბს თამაშობენ არაა?
Geo_Dinamo
31 აგვისტო 2019 00:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული