მამუკა გორგოძის კომენტარი საქართველოს ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ვრჩები ნაკრებში და ვითამაშებ რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მამუკა გორგოძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ "საუზერნ კინგსთან" თიბისი სერიის შეხვედრაში "ბორჯღალოსნების" მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ წვივის მცირე ძვლის მოტეხილობა მიიღო, რის გამოც, სამწუხაროდ, გამოეთიშა გუნდს და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მსოფლიო თასზე ვერ დაეხმარება.

რაგბის 2019 წლის მსოფლიოს თასი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. "ბორჯღალოსნები" D ჯგუფში ავსტრალიასთან, უელთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ერთად იმყოფებიან. პირველ მატჩს მილტონ ჰეიგის შეგირდები 23 სექტემბერს უელსთან ჩვენი დროით 14:15
საათზე ჩაატარებენ.

წყარო: 1tv.ge

altსაქართველოს პრემიერი: მამუკა გორგოძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა

altმილტონ ჰეიგმა მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა

alt ნახეთ, როგორი იქნება "ბორჯღალოსნების" კვართი მსოფლიოს თასზე [PHOTO]

altმამუკა გორგოძემ ტოპ 14 ორი ლელოთი დაიწყო! [VIDEO]

alt"14 წელია ნაკრებში ვთამაშობ და ქართული რაგბის სამყაროში ასეთი რამ არ მახსენდება"

მკითხველის კომენტარები / 16 /
რაგბისტები და მოჭიდავეები ბიძოს ზონდერები!
მოჭადრაკე
31 აგვისტო 2019 22:39
11
შემოუშვით რუმინეთი ან რუსეთი
Buxrika
31 აგვისტო 2019 20:27
0
წარმატებები მამუკა. ნამდვილად საამაყო კაცი ხარ.
nika
31 აგვისტო 2019 17:49
0
Girseuli adamiani da sportsmeni, samagalito!
Goga
31 აგვისტო 2019 17:41
0
აუ რა პრემიერი გვყოლია და არ ვიცოდი!ახლა ბიძინა თხოვს ზირაქას და ისიც დაბრუნდება!
კახი
31 აგვისტო 2019 16:50
5
ოცდამეერთე საუკუნის თორნიკე ერისთავი. აპა გაუძეხი ქართულ ლაშქარს წარმატებებისკენ.
იბერიელი68
31 აგვისტო 2019 16:39
0
ღირსეული კაპიტანი.
კარუზო
31 აგვისტო 2019 15:29
0
კაპიტანო დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის.

ხომარ იცით ჯგუფიდან რამდენი გუნდი გადის?
giga
31 აგვისტო 2019 15:08
0
ჩვენი ჯგუფიდან ყველა გადის. ბახტაძეს დაურეკია და...
vaxo
31 აგვისტო 2019 16:42
3
2
mamuka
31 აგვისტო 2019 16:16
0
ახლა მართლა დავიჯერე.მამუკაა და ქართველი კაცის ვაჟკაცობის და გამტანობის ცოცხალი მაგალითია.სამი წელია მას ნაკრებში აღარ უთამაშია და ბიჭებმა მის გარეშე თამაშიც ისწავლეს,ნაკრებთან ერთად მომზადება არ გაუვლია და ცხადია სათამაშო სქემიდან ამოვარდნილიც იქნება,არც ის ფიზიკური მომზადების კურსი გაუვლია,რაც ბიჭებმა გაიარეს,მაგრამ მამუკაა და მარტო იქ ყოფნაც დახმარება იქნება ნაკრებისათვის,ხოლო მამუკა მხოლოდ იქ ყოფნას რომ არ დასჯერდება,მაგას რაღა ფიცილი უნდა.აი ეს არის ბორჯღალი,მუდამ ერთიანი და შეკრული.აქ ყოფილი არ არსებობს.ბორჯღალოსანი სამუდამო წოდებაა.როცა მამუკამ ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა,იქვე დასძინა,რომ მისი შემცვლელები უკვე გვყავს და ასეც იყო,მაგრამ სიტუაციამ მოიტანა და როგორც კი ნახა,რომ გაგვიჭირდა და საშველად მას შევხედეთ,ბებერი ხარივით მოგვიშვირა თავი უღლის დასადგმელად.მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის,როგორ ითამაშებს ჩემპიონატზე,ამდენი ხნის უთამაშებლობის შენდეგ,შესაძლოა შეთამაშებაში პრობლემები გაჩნდეს,შესაძლოა სქემაში ბოლომდე ვერც ჩაჯდეს,ფიზიკურად ვერ გაქაჩოს,მაგრამ მთავარია, მან მაგალითი გვიჩვენა,როგორ უნდა მოიქცეს ამ ქვეყნის შვილი და ნურავინ დაიწყებს სხვა მიზეზის ძებნას.ეს ხომ მამუკაა,გორგოძე.
სოსო
31 აგვისტო 2019 15:04
0
სულ ვწერდი რო მამუკა მსოფლიოზე გამოვა მეთქი, ამ აზრს მიმტკიცებდა ის ფაქტი რო გასაცილებელი მატჩი არ ჩაუტარებიათ მამუკასთვის. არ ვიცი ცუცქირიძის ფაქტორია, თუ გათვლილი სტრატეგია, მარა მთავარია რო მამუკა ნაკრებშია და ძველებურად გადაჯეგავს და გაუთავისუფლებს გზას ლელოსკენ თანამებრძოლებს....
აბა შენ იცი მამუ, აბა ჰე ბიჭებო. ახალ თამასას ველი ამ მსოფლიოზე და ღმერთმა შეგაძლებიოთ!
მიროსან
31 აგვისტო 2019 14:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული