უშანსო მარცხი და გაკვეთილი შოტლანდიისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10:44 დამარცხდა.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლაიდლოუმ
საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ლელო და გარდასახვა იქით მიიღო.

შემდეგ ბორჯღალოსანთა ხანგრძლივ იერიშს ასეიშვილის ლელო და აბჟანდაძის ლელო მოჰყვა. ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ცუდი პირველი ტაიმის მერე თამაშის სურათი შედარებით შეიცვალა.

თუმცა, შოტლანდიელებმა ამას ორი ლელო მოაყოლეს ორ გარდასახვასთან ერთად და 10:44 წავაგეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს გუნდს უკეთაც შეუძლიათ თამაში და იმედია, მათთან ერთი კვირის შემდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში თავს უკეთ წარმოაჩენენ.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კარგად დაინახა გუნდის ნაკლოვანებები, რაზეც მსოფლიო თასამდე დარჩენილ მცირე დროში მოუწევს სერიოზულად მუშაობა.

altმილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

altშოტლანდიელთა მწვრთნელი: ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით

altშოტლანდიელთა კაპიტანი: ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად? - პასუხი გასაგებია

altმიხეილ ნარიაშვილი: ვეცდებით, შოტლანდიაში უკეთეს შედეგს მივაღწიოთ

altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 105 /
ასე რამ დაგაბრმავათ ან რეალობის აღთქმა დაკარგეთ გაკვეთილი კიარა გადაგვირბინეს მოენდომებინათ ანგარიში კატასტროფული ისედაც არი მაგრამ კიდევ უფრო უარესი იქნებოდა გაიღვიძეთ ფედერაციაში 4 წელია რეგრესი გვაქვს ყველამ მოატა ჩვენს გარდა წინა მსოფლიოს შემდეგ კარდინალური ცვლილებები იყო საჭირო ერთა თასზე მთლიანად 20 წლიანებს ინდა ეთამაშათ სრულად და მოსაყვანი იყო მძლეპსნობის სპეციალისტები რომ სისწრაფეების გაიმჯობესებაზე გვემიშავა ან მთელი ქვეყნის მასშტაბით სელექციის გაწევა და სწრაფი სპორტსმენების მოზიდვა თუმდაც სპორტის სხვა სახეობებიდან უფსკრულია ჩვენ და მათ შორის უფსკრული იყო კოდე ერთი გზა მატურალიზება რასაც ყველა მიმართავს მაგრამ რატომღაც ყველა წიინააღმდეგია საქართველოში ჩემს გარდა 10 წელია ვიძახი მოვახტინოთ 10 15 და სპეციფიური ადგილების მორაგბეების ნატურალიზება ჩვენებიც გაიზრდებოდნენ მათ გვერდით და ბოლოს ვერაფრით წავალთ წინ თუ ქართული გინდი არ ჩაერთო სადმე სერიოზულ ტურნირში ლეგიპნერებით და კონკურენტუნარიანი
კახა
01 სექტემბერი 2019 02:42
6
რა ნატურალიზება ბიჯო, რას ბოდავ?! ვისი ნატურალიზება უნდა მოვახდინოთ ან რისთვის?! მაშინ ჩამოვიყვანოთ ვიღაცეები ფეხბურთის სათამაშოდ, იმათი ნატურალიზება მოვახდინოთ და მერე მოვუგებთ ბრაზილიას, არგენტინას, ჩილეს, საფრნგეთს, ესპანეთს და მიდი შენ დაუკარ! ქართველ ახალგაზრდებს ისედაც არაფრის გასაქანი არ აქვს, არაფერი პერსპექტივა გარდა სპორტისა და აქ ვიღა უნდა ჩამოვიყვანოთ და ფული ვუხადოთ?! რაში ვუხადოთ ეს ფული, რაში?! საფრანგეთის მეორე და პირველი დივიზიონი სავსეა ქართველი მორაგბეებით, ახალგაზრდებითაც და ვეტერანებითაც! ძალიანაც კარგად ვთამაშობთ ჩვენს ლიგაში ამ რაგბს! რა გინდათ, ინგლისს და ახალ ზელანდიას მოვუგოთ?! ვავა, ვავა... ჩქიმ ცოდა?!
aburjga
01 სექტემბერი 2019 08:11
2
ეხლა ვისაც გგონიათ რომ მორჩა გაგვაჩუმეს, ეგრე ბოლომდე არ დაგოიმდეთ ბევრი რამე გავიწყდებათ და იცოდეთ რომ არ არი გასაჩუმებელი. ჯერ ერთი ყველას ახსოვდეს რომ 2007ში ჩვენ ირლანდია დავამარცხეთ უელსიც დავამარცხეთ გასვლაზე ცოტა ხნის წინ, ასე რომ იქით არიან ჩასვრილები და დიდი ხანია თან. მეორე ჩვენ ვითხოვდით იტალიას თბილისში და არა შოტლანდიას, მანდაც ჩაისვარეს იტალია არავინ არ გამოუშვა თბილისში იტალიასთან იტალიაში გვათამაშეს თან მომენტი დაგვიჭირეს და თბილისში კი საგანგებოდ მომზადებული სქოთები გამოუშვეს. მაინც ჩაТლაXები არიან და იმიტომ, ეს იტალია ასე ტექნიკურად გააპარეს და შოტლანდიელებით მოგვიგეს ვითომ გაგვაჩუმეს. და მესამე, ისედაც ყველამ იცის რომ ეს ყოველთვის ასე იქნება სანამ საკმარის თამაშებს არ გვათამაშებენ ტოპ კლასის გუნდებთან და იტალია იმენა ფარჩაკი იყო როცა “ხელი მოკიდეს” მოამზადეს და მიიღეს კიდეც. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ძალიან ცოტა დარჩა ისევ მიაწექით და დავანგრევთ ამათ
არ არი გასაჩუმებელი.
01 სექტემბერი 2019 02:14
14
შეთქმულების თეორიას ეძახიან ასეთ მოსაზრებებს. ტოპ გუნდებს როდის ვუგებდთ? უელსი და ირლანდია როდის დავამარცხეთ? იტალიას სახლში ვითხოვდით და გარეთ გვათამაშეს - საიდან მოიტანეთ? იტალია ფარჩაკი თუ არის მაშინ შოტლანდიას როგორ მოუგო? მოკლედ ....

გაჩუმება რა შუაშია, ყოველ წინადადებაში ყველა შოტლანდიელი 6 არისთვის ჩვენს დამატებას ითხოვს - მეტი რა ქნან შოტლანდიელებმა - გვეთამაშებიან და გვაქებენ.

ფუშე-ტალეირანი
01 სექტემბერი 2019 02:45
4
ფუშე-ტალეირანი, შენ ვინა ხარ რომელ პლანეტაზე ცხოვრობ ან რაგბის ყურება როდის დაიწყე საერთოდ, ამდენ რკინის ტყუილებს ამბობ ერთად ან მახსოვრობა არა გაქ რას Aბოლებ საერთოდ?? ... ან ეს “შეთქმულების თეორიის“ ტერმინი რამდენი ხანია რაც ისწავლე(თ), კაი კაცო ერთი... შენ ვაბშე რასაც ამბობ შენი თავისა გჯერა??? ...
Stick1
01 სექტემბერი 2019 07:18
1
მეჩვენება თუ ზოგირთ კომენტარში ბოღმას ვხედავ? მართალია არ იყო კარგი თამაში, წავაგეთ და დაძაბულობაც ვერ შევქმენით ანგარიშში და მეც პირადად მეგონა რომ უფრო მაღალ დონეზე ვითამაშებდით, თუმცა ამ ხალხს ჯიგარი აქვს და თავს ბოლომდე დებენ მოედანზე. რაც შეეხება კიდევ უფრო განვითარებას ამას ჭირდება რეგულარულად ასეთ დონეზე თამაში და მეტი დაფინანსება, შიდა ჩემპიონატის გაძლიერება, სამხრეთულ გუნდებთან მეტი თამაში, სისტემური განვითარება. ამ ეტაპზე რა სიტუაციაც გვაქვს ქვეყანაში ის სიტუაცია აისახება ყველაფერზე, იმიტომ რომ არავის აქვს სპორტის ინტერესი და არავის სცალია რომ ყურადღება მიაქციოს ამ ხალხს. ნახეთ რა სიტუაცია გვაქვს ძიუდოში, კალათბურთში, ფეხბურთზე ხომ ლაპარაკიც აღარ ღირს
სანამ სახელმწიფო არ მიხვდება რომ სპორტი არის ქვეყნის პოპულარიზაციის ერთ- ერთი ძლიერი საშუალება მანამდე არაფერი გ ეშველება.
Patrioti
01 სექტემბერი 2019 01:41
8
მილტონამ დიდი საქმე გააკეთა, უბრალოდ მეტის გამკეთებელი ვეღარაა, მიდის და უნდა მოვიყვანოთ უფრო მაღალი კლასის მწვრთნელი, მაგრამ ვიშოვით რო?
დათო
01 სექტემბერი 2019 01:09
2
თარსი ბახტაძე რო დავინახე ტრიბუნაზე მაშინვე მივხვდი რო ძაან ცუდათ დავამთავრებდით ამ შეხვედრას.

სორცმენების ხარჯზე უნდათ პიარის გაკეთება და ეგეც არ გამოდით და პირიქით თარსავენ ამ ბიჭებსაც.
გიგა
31 აგვისტო 2019 22:12
12
მიშა უნდა დაგენახა, იმედი მოგეცემოდა შენ და მოიგებდნენ ჩვენები
kote
01 სექტემბერი 2019 01:16
5
ძალიან სუსტები ვართ.არანაირი განსხვავებაა ფეხბურთელებისგან ისინიც მოხვდნენ D ლიგაში და გავიდნენ ფრენა ფრენით მაგრამ რო მოხვდნენ ძლიერ გუნდში ჩაიკუკეეს და ასეა რაგბშიც ეს რეიტინგი გვაქ რუსეთთან და რუმინეთის ხარჯზე .ასე რომ რაგბი ჩვენი თამაშია და სისულეელეებს მორჩით
Buxrika
01 სექტემბერი 2019 00:28
8
შორს ვართ 6 ერისგან... სტადიონს გავავსებთო და ვერ გავავსეთ... ძალიან ბევრი გვაქვს მოსამატებელი, ბევრ კომპონენტში. ბოლო 2 წელია პროგრესის მაგივრად ადგილზე გავჩერდით (არ მინდა სიტყვა რეგრესი ვიხმარო)... შოტლანდია ნამდვილად არაა გრანდი რაგბში და ასე არ უნდა ვაგებდეთ.
მესხი
31 აგვისტო 2019 23:47
6
ასეთი ტრიბუნებით "რაგბი ჩვენი თამაში" არ არის!
P.S. ბრიტანელების თამაშის დონე რომ უფრო მაღალია არავის უკვირს, მაგრამ ფსიქოლოგიურად წავაგეთ, ბრძოლა ვერ გავუმართეთ.
დიმა
31 აგვისტო 2019 23:16
0
ბიჭებს არ ეწყინოთ მაგრამ ორი გაკვეთილი იყო.. იტალია გასვლა და დღეს აქ.. როგორც არ უნდა გვწყდებოდეს გული ახლოსაც არ ვყოფილვართ.. თუ ვცდები გამიხარდება
გიგა
31 აგვისტო 2019 22:53
2
გორგოძე კი არა მამაზეციერიც ვერ დაეხმარება ჩვენს ნაკრებს მსოფლიოზე,ესენი ასეთი თამაშით ვერცერთ შეხვედრას ვერ მოიგებენ იაპონიაში,ბოლო ორი წელია გუნდი ვერ პროგრესირებს,არ იგრძნობა წინსვლა,,,ჩასაფრებული გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ გული შემტკივა ყველა ქართველ სპორცმენზე და მარცხზე..სამწუხაროდ ვერ დაუმტკიცეთ მსოფლიო რაგბი მამებს რომ ვიმსახურებთ 6 ერში თამაშს,რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს ჩვენთვის,მარტო ჟინი და ჯიგარი არ კმარა თამაშის მოსაგებად,დარწმუნებული ვარ ჯინი და მონდომება არასდროს აკლდათ ჩვენს მორაგბეებს,ამისთვის დიდ პატივისცემას ვადასტურებ ჩვენი მორაგბეების მიმართ,მაგრამ ფაქტი ჯიუტია,ვეცერთი მნიშვნელოვანი თამაში ვერ მოვიგეთ,სამწუხაროდ სადღაც გავიჭედეთ,ამას იმხალხმა უნდა მიხედოს ვინც იცის და პროფესიონალია ამ საქმის ანუ რაღაცა შესაცვლელია ჩვენების თამაშში
jaba
01 სექტემბერი 2019 10:14
3

სიახლეები პოპულარული