31 აგვისტოს, ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10:44 დამარცხდა.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლაიდლოუმ საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ლელო და გარდასახვა იქით მიიღო.

შემდეგ ბორჯღალოსანთა ხანგრძლივ იერიშს ასეიშვილის ლელო და აბჟანდაძის ლელო მოჰყვა. ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ცუდი პირველი ტაიმის მერე თამაშის სურათი შედარებით შეიცვალა.

თუმცა, შოტლანდიელებმა ამას ორი ლელო მოაყოლეს ორ გარდასახვასთან ერთად და 10:44 წავაგეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს გუნდს უკეთაც შეუძლიათ თამაში და იმედია, მათთან ერთი კვირის შემდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში თავს უკეთ წარმოაჩენენ.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კარგად დაინახა გუნდის ნაკლოვანებები, რაზეც მსოფლიო თასამდე დარჩენილ მცირე დროში მოუწევს სერიოზულად მუშაობა.

London
არ არის ძაღლზე და ქარავანზე თქმული, ჩვენი წინაპართა, ქართველთა ბრძნობა.არაბული ბრძნობაა და სხვებმა გამოიყენონ.ქარული ჯიშის "ნაგაზი თუ აუყეფდა ვიღაცას,დაგლეჯვაც შეუძლია,მგლიდან დაწყებული ნებისმიერი ქარავნით დამთავრებული".ეს ანდაზების შესახებ. ეხლა ფაქტებზე.ძალიან გაგვიჭირდება მომავალში თუ არ გავაუმჯობესებთ ოლიმპიურ დევიზის სამ შემადგენელს- უფრო.... .... ....!
მგელი
ტურა გავიგე (ვის გულისხმობ) მაგრამ მელა ვინ არის (ვინ გამოგივიდა)?
ლევანი
არის ამ აზრში რაღაც ანტიკური. დასაფიქრებელია ნამდვილად.

აზრზე ხარ საერთოდ რას ამბობ?
ლევანი
თუ ასეთ მართლისმთქმელი ხარ პირდაპირ და კონკრეტულად დაასახელე ის ვინც ე.წ "ფეშენ" ცხოვრებას" ცხოვრებას გაუგო გემო აბა გელოდებით, ნუ დაგვიმალავ
ლევანი
ესე სახარება, მგლის თავზედ, ამაოდ წაკითხული...

კაცო! გავიგეთ, რომ მწარეა ეს მარცხი და ანგარიშიც დიდია, მაგრამ ასე ლანძღვა როგორ შეიძლება? სტადიონები ფეხბურთს მოპარეთო და უკან დააბრუნეთო, გესმით ? ბრბო ხარო ეტყვი და მერე გაგექაჩება ეგეთი. ასეთი უმადურობა არ შეიძლება. მალე ზელანდიას მოუგეთო შეუკვეთავენ. მოდის თაობა და აუცილებლად უკეთესად ითამაშებს, მაგრამ ეს ბოღმის ნთხევა რა უბედურებაა?
დიმა
ნაკრების და ქომაგის გასაგონად: "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის". ვოლასის სამშობლოში უნდა გავიხსენოთ ვისი გორისა ვართ! ვაგებთ ბრძოლას, ვიბებთ ომს!
Xerxi1XXXxXxXXX
დაანებეთ ამ 6ერს თავი დავაი ოკეანეთში და ცოტა ხანში V*X#### თ ამათ ყველაზე მეტად მაგის ეშინიათ, ეს 6ერი არი სატყუარა რომელზეც თავი უნდა გვაჯახუნებინონ და ყურადღება გადაგვიტანონ ... ოკეანეთი არის ყველაზე ნაღდი ვარიანტი და დიდი საფრთხე “ელიტისთვის“ იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია იქ ისე მოვემზადოთ რომ მერე ესენი აქ V*X#### ოთ

ზოგიერთი პროფესორის გასაგონად, ვინც ფეხბურთისგან გამწარებული ბოღმას მორაგბეების გუშინდელ მარცხზე ანთხევს! მიხედეთ არარატ არმენიასთან და დუნაისკა სტრედასთან შერცხვენილ საფეხბურთო კლუბებს (მალტის და ანდორის დონის ეროვნულ ნაკრებზე აღარაფერს ვიტყვი)! სტადიონებზე, რომლებიც მძარცველმა მესვეურებმა გაყიდეს, მათვე მოკითხეთ. რაგბიზე კი, სანამ რამეს იტყვით, ცოტა დაფიქრდით. გუნდი მეხუთე მსოფლიოს თამაშობს, რასაც ფეხბურთში 100 წელიწადს ვერ ვეღირსებით. ასე, რომ ცოტა წაიკითხეთ და ნახეთ ვის მოუგეს სამოყვარულო გუნდს.
giorgi
მოდი კიდევ ლეონსიოს, ანტილოპას, ზედგენიძეს, კილასონიას, და სხვებს დაუძახოთ
ლევანი
არ ვიცი ამდენი რაგბის არმცოდნე, ზერელე და მოჭორავე ხალხი ერთად როგორ შეიკრიბა აქ. ნაკრების მაგინებლებად. შეიძლება ერთი და იგივენიც არიან და სხვადასხვა სსახელებით წერენ აქ ათას უვიცობას. თავს იბრმავებთ. მეცამეტე გუნდი ვართ რაგბის სამყაროში და ფეხბურთში ასეულს მიღმა. მეტი სიცხადე რა უნდა იყოს? რა მოედნების დაბრუნება და რა მწვრთნელის გამოცვლა? აუჰჰ, შოტლანდიამ როგორ მოგვიგო თურმე. დაშოშმინდით. წავა ერთ თვეში ჰეიგი და მერე "ამტვრიეთ კაკალი" ვის ჩავაბაროთ გუნდიო და დააყრით კიდეც ერთმანეთს არა მე "ეს" მომწონს მწვრთელად და არა მე "ის"-ო. აგერ გნახავთ ქიშპობაში ჩაბმულებს - უკუ შედეგის მოლოდინში.
loki
რა ექვსი ერი,ვინმეს მოუგეს ამათმა,ფეხბურთს მიხედონ, დაფინანსება გაუზარდოთო რაგბს ვიღაცა წერდა,დაფინანსება კი არა რაც აქვთ ისიც რად უნდათ, ვის მოუგებენ,თანაც საყვედურობენ გულშემატკივრებს რატომ არ გაავსეთო სტადიონი? როცა მოყვარულ ნაკრებებს უგებენ მხოლოდ მანამდე ესე იქნება
Lasha
რა შუაშია "ფეშენ" ცხოვრება აქ? მოუვლელი ბომჟებივით უნდა იყვნენ სტადიონზე ან მის გარეთ?! თუ შოტლანდიელებს რომ თმები ჰქონდათ შეღებილი, იმიტომ ვერ დაგვახიეს ბურთი თავზე?! გორგოძემ სწორი ნაბიჯი გააკეთა თავის დროზე. დღეს უნდა დაუძახო ნაკრებში პატარა ბიჭებს, რომ მიეჩვიონ ბობოლებთან თამაშს და რამდენიმე წელში იქნებ გამოვღლიტოთ მოგება...
იკა
გეთანხმები,ითამაშონ მოყვარულების დონეზე რაგბი,ყველა მოედანი რომელიც ფეხბურთს ეკუთვნოდა დაუბრუნდეს ფეხბურთს,
იმერელი
ზოგიერთმა ჩვენი ნაკრების მოთამაშემ ე.წ "ფეშენ" ცხოვრებას გაუგო გემო და სარკის გარეშე აღარ შეუძლია უკვე. ეგენი ისე უნდა გაყარო ნაკრებიდან, რომ კარებზე ხელის მოკიდებაც ვეღარ მოასწრონ. მამუკა უნდა დაბრუნდე თუ სამშობლო გიყვარს თუნდაც 80 წლის იყო უნდა დაბრუნდე. მამუკას წასვლის შემდეგ თითქოს გული ამოაგლიჯეს ჩვენს გუნდს, ესაა სამწუხარო ფაქტი.
იმერელი
ზოგიერთმა ჩვენი ნაკრების მოთამაშემ ე.წ "ფეშენ" ცხოვრებას გაუგო გემო და სარკის გარეშე აღარ შეუძლია უკვე. ეგენი ისე უნდა გაყარო ნაკრებიდან, რომ კარებზე ხელის მოკიდებაც ვეღარ მოასწრონ. მამუკა უნდა დაბრუნდე თუ სამშობლო გიყვარს თუნდაც 80 წლის იყო უნდა დაბრუნდე. მამუკას წასვლის შემდეგ თითქოს გული ამოაგლიჯეს ჩვენს გუნდს, ესაა სამწუხარო ფაქტი.

ფიქრობ ქე მაინც, რასაც იძახი? არარატ არმენია მოიკითხე და მალტასთან ბღლარძუნი. ეტყობა სხვა გუნდების თამაშს უყურებ და ქართული გგონია.ქეციანი მალტის ტურნირის გარდა წარმატება არ იცის ბეჩავმა ფეხბურთის ნაკრებმა
შოკირებული გულშემატკივარი
ტემპი მოსამატებელია და ჰეიგი 20 სექტემბრამდე ამას როგორ შეძლებს იმაზე იქნება დამოკიდებული იაპონიაში ჩვენი თამაშის ხარისხი
ალეკსანდრე
წაგებაც არის და წაგებაც, შენსავე მოედანზე რომ ასე დაგანგრევენ... იქ მეორე შემადგენლობით დაგვხვდებიან და ისევ მოგვიგებენ, დიდი ხანია ვიძახი წინა ჩემპიონატის შემდეგ ჰეიგისთვის მადლობა უნდა გვეთქვა და გაგვეშვა, ეს არის 50% პროცენტიანი უკეთესობა? და საერთოდ ექვს ერზე ოცნებას კარგა ხნით შევეშვათ, ნაკლები ნერვები აგვეშლება, მომავალი თაობა თუ იტყვის თავის სიტყვას
aburjga
ჩვენი ეხბურთელების ამბავი თუ გაინტერესებს 5 სექტემბერს ნახავ კორეასთან! (((
Levan
ნუ გვწყინს როცა გვეუბნებიან,რომ ექვსი ერისთვის მზად არ ვართ და კიდევ ბევრი გვიკლია
aburjga
ბიჯო, მიშა ხარ სააკაშვილი თუ სოკომ მოგწამლა?! რა ლოჟა, რის ხაინდრავა ესროდა, რას ბოდიალობ?! რაგბს უყურე ბიძიკო, რაგბს!
jiji
ამ რაგბის ყველა სტადიონი რაც ფეხბურთს ეკუთვნოდა უნდა ჩამოერთვას და ფეხბურთს დაუბრუნდეს,ამათი შედეგი სამარცხინოა,ვის უგებენ ნახეთ ესპანეთს და გერმანიას,,ფეხბურთი მთავარი სპორტი, ჩამოართვას მთავრობამ და გადასცეს ფეხბურთს
gaga
გამოდის ჩვენ მარტო ხმალში ვიყავით მაგრები.
Tom
თამაში წავაგეთ წავაგეთ მაგრამ ვიპ ლოჟაში სპორტის მინისტრთან და უწყების თანამშრომლებთან ერთად რომ გოგა ხაინდრავა იჯდა რომელიც 90 იანების გმირია და გამსახურდიას ესროდა შეცდომაა თუ რითი ახსნის რაგბის კავშირი ამას ? :) სირცხვილი ქვეყნის და ერის იმენა :)
jaba
გორგოძე კი არა მამაზეციერიც ვერ დაეხმარება ჩვენს ნაკრებს მსოფლიოზე,ესენი ასეთი თამაშით ვერცერთ შეხვედრას ვერ მოიგებენ იაპონიაში,ბოლო ორი წელია გუნდი ვერ პროგრესირებს,არ იგრძნობა წინსვლა,,,ჩასაფრებული გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ გული შემტკივა ყველა ქართველ სპორცმენზე და მარცხზე..სამწუხაროდ ვერ დაუმტკიცეთ მსოფლიო რაგბი მამებს რომ ვიმსახურებთ 6 ერში თამაშს,რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს ჩვენთვის,მარტო ჟინი და ჯიგარი არ კმარა თამაშის მოსაგებად,დარწმუნებული ვარ ჯინი და მონდომება არასდროს აკლდათ ჩვენს მორაგბეებს,ამისთვის დიდ პატივისცემას ვადასტურებ ჩვენი მორაგბეების მიმართ,მაგრამ ფაქტი ჯიუტია,ვეცერთი მნიშვნელოვანი თამაში ვერ მოვიგეთ,სამწუხაროდ სადღაც გავიჭედეთ,ამას იმხალხმა უნდა მიხედოს ვინც იცის და პროფესიონალია ამ საქმის ანუ რაღაცა შესაცვლელია ჩვენების თამაშში
ანდრო
სამწუხარო კიდევ ის არის, რომ გულშემატკივრების კომენტარებს არ გასცილდება ეს კრიტიკა და ჩვენი გუნდის შეფასება. ადრეც ვთქვი: კინგსთან ჩატარებული თამაშის შემდეგ რაიმე ღირებული შეფასება თუ დაიდებოდა სპეციალისტების მხრიდან?! ასევე იქნება შოტლანდიასთან ორივე თამაშის შემდეგაც. რატომ არაფერს იტყვიან რაგბი-ტვ-ის კომენტატორები? ხოო კარგია კლერმონის, სარასენსის თუ ლენსტერის თამაშების წაყვანა და მათით აღფრთოვანება, მაგრამ ეს არ არის ქართული რაგბის სამსახური. როცა პრეტენზია გაქვს, რომ ამ თამაშს პროფესიონალურად არჩევ, შენი სიტყვაც უნდა თქვა ნაკრების თამაშების გარშემო, როგორც პრესაში ისე ტელევიზიაში. ხომ გაქვთ ეთერი, რატომ არ მოიწვევთ ან მწვრთნელებს, ან ძველი თაობის რაგბისტებს, ხომ შეგიძლიათ შეარჩიოთ ისინიც, რომელთა შეფასებასაც წონა აქვს (სამწუხაროდ ყველაზე ვერ ვიტყვი). კი ზოგჯერ გამოკრთება თქვენს რეპორტაჟებში კრიტიკა, თუმცა ეს ყველაფერი ნახევრად სიმართლეს გავს. გუშინ ჩვენი თამაშის მერე ბორდო-ტულონს ვუყურებდი (მამუკას თამაში მაინტერესებდა) და კომენტატორმა ახსენა შოტლანდიასთან თამაშის რამდენიმე დეტალი, თან მიაყოლა რომ ეხლა ჩვენს პლიუს-მინუსებს ვერ ჩამოვთვლიო! მართალია იქ ამის დრო არ იყო. მაგრამ ადგნენ და გააკეთონ რაგბი-ტვ-ზე გადაცემა და იქ იმსჯელონ. რისთვის არის ეს ტელევიზია მხოლოდ თამაშების რეპორტაჟების წასაყვანად და რაღაც ისტორიების მოსაყოლად? კრიტიკა თვითმიზანი არ უნდა იყოს, პოზიტივიც უნდა დაინახო, მაგრამ სულ გაჩუმებაა?! საქართველოში მილტონ ჰეიგის ადგილზე ყოფნა ყველაზე სასურველი რამაა. წაღმა-უკუღმა ამ ქვეყანაში ყველას დედას აგინებენ, ლანძღავენ ხშირად უსამართლოდაც, პოლიტიკაში იქნება თუ სპორტში, მაგრამ რაგბის გარშემო? ეს რაღაც ტაბიურებული თემაა. სამწუხაროა, რომ ჩვენი ნაკრების თამაშების შეფასება ფანების კომენტარებს არ გასცდება და ისევ ისე იქნება ძველებურად. ერთიცაა! ყველა თავის თბილ ადგილს უფრთხილდება და ამიტომაც არის ასე საქმე, გინდა რაგბში და გინდა სხვაგან...
Buxrika
აი ვინმემ ამიხსენით რატო უნდა ეთამაშოს რომელიმე ტოპ ნაკრები საქართველოს.იქნება პორნოგრაფია და მეტი არაფერი.ფუ გული მერევა აი ასე სამარცხვინოდ ჩვენი ფეხბურთელები არ წააგებდნენ

"უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფედნენო" გოჩა სვანიძე-შენ რაგბის არაფერი გაგეგება,მხოლოდ შაბლონური ფრაზებით შემოიფარგლები და ქართული ოცნების გაპიარებით იწონებ თავს!!! სულ ახლახან World Rugby-იმ გამოაქვეყნა ფილმი ქართული რაგბის შესახებ,სადაც ქუთაისის "აიას"დიდების ჟამის ფოტოების ფონზე,მხოლოდ თბილისის ლოკომტივზეა საუბარი. ისმის კითხვა- რატომ? ქუთაისის"აია"ამხელა ტიტულის მქონე გუნდი-საბჭოთა კავშირის მრავალგზის 1987,1988,1989 წლების ჩემპიონისა და თასის მფლობელის ფილმში უხსენებლობა რბილლად რომ ვთქვათ არასწორია! გასაგებია,რომ ყველა დიდი რანგის სტუმარი თბილისში ჩამოდის და ალბათ უფრო მოსახერხებელია მათთვის ადგილობრივი სარაგბო გუნდის გაცნობა,მაგრამ დიდი გზაა ქუთაისამდე,რომ აიას ხსენება არასდროს არ გსურთ??? "მელამ სორო გამოთხარა და ტურა დაეპატრონაო" სარაგბო გუნდის თბილისის ლოკომოტივის მრწვთნელი თემურ ბენდიაშვილი ადრე ერთერთი ინტერვიუს დროს ამტკიცებდა,რომ თითქოს აიას დიდი წარმატებები იყო მხოლოდ თბილისიდან ქუთაისში ჩასული მორაგბების დამსახურება-რაც სრული აბსურდია!!! ყველა თქვენთაგანს მინდა შევახსენო,რომ აიას დიდების წლებში მის ძირითად სიძლიერეს წარმოადგენდნენ ადგილობრივი მარაგბეები.თბილისიდან კი მხოლოდ ოთხი თუ ხუთი მორაგბე ირიცხებოდა გუნდში: ოლეგ ლიპარტელიანი,მიხეილ ხარშილაძე,საშა ნაჭყებია,ალიკა გრიგალავა და ავთო გიორგაძე.იმის თქმა, რომ მათ ქუთაისის აიას წარმატებებში წვლილი არ შეუტანიათ და არაფერი გაუკეთებიათო არასწორი იქნება,კარგად მახსოვს ყველა მატჩში მათი თამაში! . კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო,რომ იმ დროს ქუთაისის აიას გუნდის ძირითად სიძლირეს წარმოადგენდნენ მისი მთავარი მრწვთნელი დუგლას კავთელაშვილი და ადგილობრივი მორაგბეები: ნუგზარ და ემზარ ძაგნიძეები, ბართლომე ხამაშურიძე, ბესარიონ ლილუაშვილი, თენგიზ ტურძელაძე, თამაზი ფხაკაძე, გელა ფირცხალავა, ბადრი შვანგირაძე, თამაზ ოდიშარია,, ნუგზარ ნემსიწვერიძე, იგორ მარიამიძე, მამუკა ლოსაბერიძე, ავთანდილ დეისაძე, თამაზ გიორგობიანი, პაატა ძოწენიძე, ემზარ გეგუჩაძე (რამოდენიმე მორაგბის სახელი აღარ მახსოვს) ქუთიაისის აიაში ზემოთხსენებულ ჩამოსულ თბილისელ მორაგბეებს ადრე1970-იან წლებში თბილისის ლოკომოტივშიც უთამაშიათ, თემურ ბენდიაშვილის მთავარი მრწთვნელობის დროს, მაგრამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები არასდროს გამხდარან! რაც ამყარებს ჩემს მოსაზრებას,რომ ქუთაისის აიას დიდი წარმატებების შემოქმედნი იყვნენ გუნდის მთავარრი მრწვთნელი დუგლას კავთელაშვილი და ადგილობრივი ქუთაისელი მორაგბეები!!!
aburjga
ხო ალბათ ვმალავთ, მაგრამ ისე ძალიან ვმალავთ, რომ როცა გვჭირდება თითონ ვეღარ ვნახულობთ!
aburjga
ძალიან სწორი კომენტარია. ამას გარდა, დღეს ვინც ვერ დაინახა, რომ შოტლანდია გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე ჩვენი ბორჯღალოსნები, იმან რაგბს და საერთოდ სპორტს არ უნდა უყუროს!
aburjga
რა ნატურალიზება ბიჯო, რას ბოდავ?! ვისი ნატურალიზება უნდა მოვახდინოთ ან რისთვის?! მაშინ ჩამოვიყვანოთ ვიღაცეები ფეხბურთის სათამაშოდ, იმათი ნატურალიზება მოვახდინოთ და მერე მოვუგებთ ბრაზილიას, არგენტინას, ჩილეს, საფრნგეთს, ესპანეთს და მიდი შენ დაუკარ! ქართველ ახალგაზრდებს ისედაც არაფრის გასაქანი არ აქვს, არაფერი პერსპექტივა გარდა სპორტისა და აქ ვიღა უნდა ჩამოვიყვანოთ და ფული ვუხადოთ?! რაში ვუხადოთ ეს ფული, რაში?! საფრანგეთის მეორე და პირველი დივიზიონი სავსეა ქართველი მორაგბეებით, ახალგაზრდებითაც და ვეტერანებითაც! ძალიანაც კარგად ვთამაშობთ ჩვენს ლიგაში ამ რაგბს! რა გინდათ, ინგლისს და ახალ ზელანდიას მოვუგოთ?! ვავა, ვავა... ჩქიმ ცოდა?!
Stick1
ფუშე-ტალეირანი, შენ ვინა ხარ რომელ პლანეტაზე ცხოვრობ ან რაგბის ყურება როდის დაიწყე საერთოდ, ამდენ რკინის ტყუილებს ამბობ ერთად ან მახსოვრობა არა გაქ რას Aბოლებ საერთოდ?? ... ან ეს “შეთქმულების თეორიის“ ტერმინი რამდენი ხანია რაც ისწავლე(თ), კაი კაცო ერთი... შენ ვაბშე რასაც ამბობ შენი თავისა გჯერა??? ...
rasa
არ ვართ მაინცდამაინც მაღალი ერი ხლა და
გულშემატკივარი
შემადგენლობები,ლელოები და გულშემატკივრის რაოდენობას რატომ არ წერთ ხოლმე,თამაშის შემდეგ მიმოხილვაში???
ირაკლი
ჩვენ ღვინო,ქალებში და დუდუკში ვართ მარტო მაგრები
ფუშე-ტალეირანი
შეთქმულების თეორიას ეძახიან ასეთ მოსაზრებებს. ტოპ გუნდებს როდის ვუგებდთ? უელსი და ირლანდია როდის დავამარცხეთ? იტალიას სახლში ვითხოვდით და გარეთ გვათამაშეს - საიდან მოიტანეთ? იტალია ფარჩაკი თუ არის მაშინ შოტლანდიას როგორ მოუგო? მოკლედ .... გაჩუმება რა შუაშია, ყოველ წინადადებაში ყველა შოტლანდიელი 6 არისთვის ჩვენს დამატებას ითხოვს - მეტი რა ქნან შოტლანდიელებმა - გვეთამაშებიან და გვაქებენ.
კახა
ასე რამ დაგაბრმავათ ან რეალობის აღთქმა დაკარგეთ გაკვეთილი კიარა გადაგვირბინეს მოენდომებინათ ანგარიში კატასტროფული ისედაც არი მაგრამ კიდევ უფრო უარესი იქნებოდა გაიღვიძეთ ფედერაციაში 4 წელია რეგრესი გვაქვს ყველამ მოატა ჩვენს გარდა წინა მსოფლიოს შემდეგ კარდინალური ცვლილებები იყო საჭირო ერთა თასზე მთლიანად 20 წლიანებს ინდა ეთამაშათ სრულად და მოსაყვანი იყო მძლეპსნობის სპეციალისტები რომ სისწრაფეების გაიმჯობესებაზე გვემიშავა ან მთელი ქვეყნის მასშტაბით სელექციის გაწევა და სწრაფი სპორტსმენების მოზიდვა თუმდაც სპორტის სხვა სახეობებიდან უფსკრულია ჩვენ და მათ შორის უფსკრული იყო კოდე ერთი გზა მატურალიზება რასაც ყველა მიმართავს მაგრამ რატომღაც ყველა წიინააღმდეგია საქართველოში ჩემს გარდა 10 წელია ვიძახი მოვახტინოთ 10 15 და სპეციფიური ადგილების მორაგბეების ნატურალიზება ჩვენებიც გაიზრდებოდნენ მათ გვერდით და ბოლოს ვერაფრით წავალთ წინ თუ ქართული გინდი არ ჩაერთო სადმე სერიოზულ ტურნირში ლეგიპნერებით და კონკურენტუნარიანი
კახა
ასე რამ დაგაბრმავათ ან რეალობის აღთქმა დაკარგეთ გაკვეთილი კიარა გადაგვირბინეს მოენდომებინათ ანგარიში კატასტროფული ისედაც არი მაგრამ კიდევ უფრო უარესი იქნებოდა გაიღვიძეთ ფედერაციაში 4 წელია რეგრესი გვაქვს ყველამ მოატა ჩვენს გარდა წინა მსოფლიოს შემდეგ კარდინალური ცვლილებები იყო საჭირო ერთა თასზე მთლიანად 20 წლიანებს ინდა ეთამაშათ სრულად და მოსაყვანი იყო მძლეპსნობის სპეციალისტები რომ სისწრაფეების გაიმჯობესებაზე გვემიშავა ან მთელი ქვეყნის მასშტაბით სელექციის გაწევა და სწრაფი სპორტსმენების მოზიდვა თუმდაც სპორტის სხვა სახეობებიდან უფსკრულია ჩვენ და მათ შორის უფსკრული იყო კოდე ერთი გზა მატურალიზება რასაც ყველა მიმართავს მაგრამ რატომღაც ყველა წიინააღმდეგია საქართველოში ჩემს გარდა 10 წელია ვიძახი მოვახტინოთ 10 15 და სპეციფიური ადგილების მორაგბეების ნატურალიზება ჩვენებიც გაიზრდებოდნენ მათ გვერდით და ბოლოს ვერაფრით წავალთ წინ თუ ქართული გინდი არ ჩაერთო სადმე სერიოზულ ტურნირში ლეგიპნერებით და კონკურენტუნარიანი
არ არი გასაჩუმებელი.
ეხლა ვისაც გგონიათ რომ მორჩა გაგვაჩუმეს, ეგრე ბოლომდე არ დაგოიმდეთ ბევრი რამე გავიწყდებათ და იცოდეთ რომ არ არი გასაჩუმებელი. ჯერ ერთი ყველას ახსოვდეს რომ 2007ში ჩვენ ირლანდია დავამარცხეთ უელსიც დავამარცხეთ გასვლაზე ცოტა ხნის წინ, ასე რომ იქით არიან ჩასვრილები და დიდი ხანია თან. მეორე ჩვენ ვითხოვდით იტალიას თბილისში და არა შოტლანდიას, მანდაც ჩაისვარეს იტალია არავინ არ გამოუშვა თბილისში იტალიასთან იტალიაში გვათამაშეს თან მომენტი დაგვიჭირეს და თბილისში კი საგანგებოდ მომზადებული სქოთები გამოუშვეს. მაინც ჩაТლაXები არიან და იმიტომ, ეს იტალია ასე ტექნიკურად გააპარეს და შოტლანდიელებით მოგვიგეს ვითომ გაგვაჩუმეს. და მესამე, ისედაც ყველამ იცის რომ ეს ყოველთვის ასე იქნება სანამ საკმარის თამაშებს არ გვათამაშებენ ტოპ კლასის გუნდებთან და იტალია იმენა ფარჩაკი იყო როცა “ხელი მოკიდეს” მოამზადეს და მიიღეს კიდეც. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ძალიან ცოტა დარჩა ისევ მიაწექით და დავანგრევთ ამათ
ვაგლახი
ერთი ავტორობით შედგენილი ეს ორი კომენტარი ერთი და იგივეა/ იდენტურია თუ განსხვავებული რედაქციით არის წარმოდგენილი
ლევანი
ერთადერთი რაც გულს მიკეთებს ეს შოტლანიელების კაცური, ჯიგრული საქციელია. ტოპ გუნდებიდან პირველად ამათ გეთამაშნენ ამხანაგური და ახლაც ორი თამაში გვაჩუქეს (დიახ გვაჩუქეს, სხვებისგან განსხვავებით). უნდა დავუფასოთ ეს საქციელი. თუ დააკვირდით - ყველა მათგანი ხაზს ადრეც, და ახლაც - უსვამს ჩვენს პატივისცემას და ღირსეულ პარტიორებად გვაცხადებენ. არავისგა არ მახსოვს ასეთი საქციელი,

ჰეიგიც მოსაშორებელია და ფედერაციის ხელმძღვანელობაც შესაცვლელი. 4 წელია რას აკეთებენ? სად არის წინსვლა (თუ უკუსვლა არა). მარტო ჟინით ვერ მიიღებ შედეგს, სად არის ტაქტიკა, კომბინაციები, მეტოქეს რას ვუპირისპირებთ და რა არის ჩვენი კოზირი? ხელით თამაშში გვინდა შოტლანდიას ვაჯობოთ? არ გამოგვივა და ამასობაში რაძიც ვიყავით მაგრები ისიც დავკარგეთ - რაქში თამაში, მოლი, დაცვის ჩაბეტონება - მორღვეულია ჩვენი დაცვა საერთოდ. და შემადგენლობა საერთოდ ერთმანეთი შეუსაბამოა. შოტლანდიამ მეორე ტაიმში რომ ლელო დაგვიდო ეგ ხომ ზეპირად გააკეთეს - ათასჯერ დამუშავებული ექნებოდათ, ბრმად კეთდებოდა პასები და ყველა შესაბამის სიჩქარეზე გარბოდა, ჩვენ რა კომბინაცია უნდა გავაკეთოთ მუდმივი როტაცია აქვს გუნდში რომელიც ქაოსში გადავიდა. მოკლედ აჰა 6 ერია ფაქტიურად - ირლანდია, იტალია, შოტლანდია მესამედ იქნება უკვე და ვნახოთ ერთი რას ვბაქიბუქობდით. ბოლო წლებია ფედერაციას არაფერი გაუკეთებია გუნდის გასავითარებლად - ფული აითვისეს უბრალოდ, გადააწყეს ვითომ გუნდი და ახლა ისევ გორგოძეს აბრუნებენ. მოიკითხავს იმედია ვინც ჩადო ფული და იქნებ დროზე გადავრჩეთ თორემ ჭაობში აღმოჩნდება ეს სახეობაც.
გლახუნა
არა უშავს- საჭიროა დასკვნების გამოტანა და მეტად მომზადება-ორგანიზება. გვაჯობეს სისწრაფეში და შეტევების ორგანიზებაში ...როცა 9 ან 10 ნომერი ბურთს იღებს - მას მისდევს ა რ ა ნ ა კ ლ ე ს 5-6 რაგბისტი და რთულია განსაზღვრა მოკლე პასებით რომელს დარჩება ბოლოს ბურთი ლელომდე მისატანად და მის გააზრებაში სერიოზულ უპირატესობას იღებენ და წინ მიიწევენ , ეს არის ძირითადი ტოპ-გუნდების უპირატესობა - სრულად უშეცდომოდ თამაშის მცდელობასთან ერთად : რაქებში, დერეფნებში, დაცვაში ,პასის გადაცემაში,ბურთის გაშლაში ... ჩვენი შეტევები ყოველთვის პროგნოზირებადია და ერთხაზოვანი, რაც უეფექტოა, ძირითადად სისწრაფეა მოსამატებელი და შერკინებაში ჩვეული ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე + შეტევებში სწორად ასე თამაში და მოკლე პასებით გარღვევები! - ამ დონეზეც წარმატებები აუცილებლოდ მოვა ბიჭებო!
გლახუნა
არა უშავს- საჭიროა დასკვნების გამოტანა და მეტად მომზადება-ორგანიზება. გვაჯობეს სისწრაფეში და შეტევების ორგანიზებაში ...როცა 9 ან 10 ნომერი ბურთს იღებს - მას მისდევს ა რ ა ნ ა კ ლ ე ს 5-6 რაგბისტი და რთულია განსაზღვრა მოკლე პასებით რომელს დარჩება ბოლოს ბურთი ლელომდე მისატანად და მის გააზრებაში სერიოზულ უპირატესობას იღებენ და წინ მიიწევენ , ეს არის ძირითადი ტოპ-გუნდების უპირატესობა - სრულად უშეცდომოდ თამაშის მცდელობასთან ერთად : რაქებში, დერეფნებში, დაცვაში ,პასის გადაცემაში,ბურთის გაშლაში ... ჩვენი შეტევები ყოველთვის პროგნოზირებადია და ერთხაზოვანი, რაც უეფექტოა, ძირითადად სისწრაფეა მოსამატებელი და შერკინებაში ჩვეული ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე + შეტევებში სწორად ასე თამაში და მოკლე პასებით გარღვევები! - ამ დონეზეც წარმატებები აუცილებლოდ მოვა ბიჭებო!
Patrioti
მეჩვენება თუ ზოგირთ კომენტარში ბოღმას ვხედავ? მართალია არ იყო კარგი თამაში, წავაგეთ და დაძაბულობაც ვერ შევქმენით ანგარიშში და მეც პირადად მეგონა რომ უფრო მაღალ დონეზე ვითამაშებდით, თუმცა ამ ხალხს ჯიგარი აქვს და თავს ბოლომდე დებენ მოედანზე. რაც შეეხება კიდევ უფრო განვითარებას ამას ჭირდება რეგულარულად ასეთ დონეზე თამაში და მეტი დაფინანსება, შიდა ჩემპიონატის გაძლიერება, სამხრეთულ გუნდებთან მეტი თამაში, სისტემური განვითარება. ამ ეტაპზე რა სიტუაციაც გვაქვს ქვეყანაში ის სიტუაცია აისახება ყველაფერზე, იმიტომ რომ არავის აქვს სპორტის ინტერესი და არავის სცალია რომ ყურადღება მიაქციოს ამ ხალხს. ნახეთ რა სიტუაცია გვაქვს ძიუდოში, კალათბურთში, ფეხბურთზე ხომ ლაპარაკიც აღარ ღირს სანამ სახელმწიფო არ მიხვდება რომ სპორტი არის ქვეყნის პოპულარიზაციის ერთ- ერთი ძლიერი საშუალება მანამდე არაფერი გ ეშველება.
kote
მიშა უნდა დაგენახა, იმედი მოგეცემოდა შენ და მოიგებდნენ ჩვენები
irakli81
დედა რა იყო ეს ჰა? რავა წიწაკა წასმულებივით დარბოდნენ შეჩვენებული სქოთები. მათ ფონზე ჩვენი თამაში შენელებული კადრივით იყო და ეს უაზროდ აღებული ჯარიმები რა უბედურებაა კიდე. არა ძმაო 6 ერის დონემდე ჯერ შორია, მაგრამ თუ ამათ არ ვეთამაშედ ხშირხშირად იმ დონემდე როგორღა მივალთ?
ragbi chveni tamashi arari
რაგბიში საშუალო გუნდი არარი! არიან ძლიერები და სუსტები! ჩვენ რომლები ვააართ?
დათო
მილტონამ დიდი საქმე გააკეთა, უბრალოდ მეტის გამკეთებელი ვეღარაა, მიდის და უნდა მოვიყვანოთ უფრო მაღალი კლასის მწვრთნელი, მაგრამ ვიშოვით რო?
კახა
სვანიძე როგორი ადვოკატიც ხარ ისეთი პრეზიდენტი ხარ ზუსტად... მელიტონა კიარა სვანიძეა მოსაშორებელი პირველრიგში
jiji
ამათი სიძლიერე გამოჩნდა დღეს,რა რაგბი რის რაგბი,ფეხბურთს მივხედოთ,ესპანეთს,რუსეთის და ვიღაცა ჭე კლასის სარაგბო ნაკრებს უბანის ბიჭებიც მოუგებენ
მამაშენი
ყოჩაღ ვაგლახ
zviads
მეტი ფულია რაგბში საჭირო, მეტი მასობრიობა, ფრანჩაიზინგი 2 გუნდის, რომ საერთაშორისო ტურნირები ითამაშონ ყოველ წელს და კლუბებში უცხოური მწვრთნელებია საჭირო, და ქართველი მწვრთნელების გაზრდა-გადამზადება ხომ აუცილებელზე აუცილებელი, დღეს ჩემპიონატში 1-2 მწვრთნელია მხოლოდ მართლა თაობებს რომ ზრდის და ტაქტიკას ხაზავს მეცადინეობებიბას..
andri
თანამედროვე რაგბს უფრო სხვა რიტმში თამაშობენ მარტო მიძალების და ჯანის ხარჯზე ფონს გასვლა ასეთი გუნდების წინააღმდეგ ძალზე ადვილად გასაშიფრია. თანამედროვე რაგბს უფრო მაღალი მოთხოვნები აქვს : მაღალი სათამაშო ტემპში და ლაღად თამაში , რაქის სწრაფი გასუფთავება, სათამაშო დისციპლინა, ყოველი წვრილმანის გათვალისწინება. რაც უფრო ხშირად შევხდებით ასეთ გუნდებს ,მე მჯერა რომ გაცილებით უკეთ ვითამაშებთ და გამარჯვებაც მოვახერხებთ!
Buxrika
ძალიან სუსტები ვართ.არანაირი განსხვავებაა ფეხბურთელებისგან ისინიც მოხვდნენ D ლიგაში და გავიდნენ ფრენა ფრენით მაგრამ რო მოხვდნენ ძლიერ გუნდში ჩაიკუკეეს და ასეა რაგბშიც ეს რეიტინგი გვაქ რუსეთთან და რუმინეთის ხარჯზე .ასე რომ რაგბი ჩვენი თამაშია და სისულეელეებს მორჩით
zviads
ბევრად მეტ მაყურებელს ველოდი სტადიონზე და ბიჭებისგანაც უფრო მაღალი დონის თამაშს ველოდი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დიდი ხანია თამაში არ გვქონია, აფრიკელებთან კი მხოლოდ 4 დღის წინ ვითამაშეთ და ისიც ექსპერიმენტული შემადგენლობით. შოტლანდიაში გამოჩნდება რეალურად რა შეგვიძლია, მაგრამ ამ თამაშმა ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუა, ვნახოთ..
სვანი
ეს გაფანჩრული თავ პირი რა პონტია!? სახე გაიპარსეთ იქნებ სწრაფად ირბინოთ,ხომ ხედავთ გამძიმებთ
მესხი
შორს ვართ 6 ერისგან... სტადიონს გავავსებთო და ვერ გავავსეთ... ძალიან ბევრი გვაქვს მოსამატებელი, ბევრ კომპონენტში. ბოლო 2 წელია პროგრესის მაგივრად ადგილზე გავჩერდით (არ მინდა სიტყვა რეგრესი ვიხმარო)... შოტლანდია ნამდვილად არაა გრანდი რაგბში და ასე არ უნდა ვაგებდეთ.
გელა ნუგზარაშვილი
ჰა რა იყო...დაგემსხვრათ ილუზიები?
dato
15 წუთში წააგეს თამაში, იქამდე იტალიაში უშანსოდ და 6 ერზე ლაპარაკობენ.
ragbi chveni tamashia xalxs
რაგბივ, ფეხბურტიც და კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ჩვენ რისი ღირსიც ვართ ვაი გულშემატკივრები მაგას ვიღებთ, ყველა სპორტში. შიდა ჩემპიონატს სანამ არ დავაფასებთ და არ ვივლით ესე იქნება მუდამ. და მეტის ღირსებიც არავართ. გინება არ შველის. დაფასება შველის და შეყვარება იმის რაც გაქ და როგორიც გაქ.
korben dallas
ერთი წინდახედული "მამაშას" სიტყვებს გავიმეორებ, თხუთმეტიოდე წლის მუწუკებიან ბიჭუნას ალერსიანად რომ უთხრა საროსკიპოს ზღურბლზე: - ადრეა შვილო შენთვის ჯერ, ადრე...
დიმა
ასეთი ტრიბუნებით "რაგბი ჩვენი თამაში" არ არის! P.S. ბრიტანელების თამაშის დონე რომ უფრო მაღალია არავის უკვირს, მაგრამ ფსიქოლოგიურად წავაგეთ, ბრძოლა ვერ გავუმართეთ.
Beeq.777
მიწაზე თამაში, სისწრაფე, დისწიპლინა, ფეხით თამაში, სუსტი არაორგანიზებული შეტევა და ანგარიში სახეზეა. ძალიან სწორედ შეგვირჩიეს ტაქტიკა და ჩვენ საპასუხიდ ვერაფერი დავუკავშირეთ. იმედი მაქვს ვმალავთ თამაშს და ტაქტიკას(( უკეთესის მოლოდინში წარმატებები და მადლობა ბიჭებს წინ მსოფლიოა და იქ უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა!
სპორტ ფაზა
1-დღესვე უნდა გადადგეს ჰეიგი 2-დროებით მსოფლიოს ბოლომდე დაინიშნონ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები რადგან მათი რაგბისადმი ბევრად პროგრესულია ვიდრე მელიტონის!! ჩვენი ნაკრები თამაშობს მეოცე საუკუნის რაგბს...ახალგაზრდულები კი თანამედროვეს!!! 3-მწვრთნელის ფუნქცია: არ არის მარტო ზამენების კეთება მატჩის დროს, და 10 წლის მაძილზე ერთიდაიგუვე ხალხის გამოძახება!!!...პატარა აზროვნებაც მოეთხოვება.. 4-იგივე ითქმის ზოგიერთ მოთამაშეზეც... თანამედროვე რაგბი არის-- სწრაფი აზროვნება და სწრაფი თამაში რაც ჩვენ არაგვაქ... 5-ამიტომ სანამ დროა გადადგეს ჰეიგი მოვიდნენ ახალგაზრდების მწვრთნელები და მოახდინონ ის ოდნავი ცვლილებები რაც მესწრება ასე მცირე დროში...თორე მსოფლიოზე გველის მართალია ბიჭების თავდაუზოგავი თამაში მაგრამ ტაქტიკური ჩამორჩენულობის გამო ყველა თამაშის მარცხით დამთავრება!!! დროა სასწრაფო ცვლილებების!!! ამაზე ცუდად ვაბშე უმწვრთნელოდ რო ვიყოთ მაინც არ ვითამაშებთ!!! ამიტომაც ჰეიგი არის დღესვე მოსახსნელი!!!
TanoLife
მართლაც, რომ ჩვენი ლომები ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდნენ, იყო მომენტები, სადაც ტოლსწორად ეთამაშებოდნენ სქოტებს, მაგრამ თუ საქართველოს ნაკრები გაიზარდა ამ 4 წელიწადში და ფიზიკურად 25% ღონიერი გახდა, "ეკლები" რა გაყინეს 4 წლით და არ უთამაშიათ? ისინიც ჰო ვითარდებიან და წინ მიიწევენ. შოტლანიელებზე გეტყვით უცებ რაც ვიცი - იმის გათვალისწინებით, რომ ლეგენდა შოტლანდიის ეკლის გარშემოა, მცენარე აშკარად მიუთითებს ვაჟკაცობას, სიმამაცეს და ერთგულებას, ღალატის წინაშე. ამ მცენარის ძლიერი, ვარდისფერი ან მეწამული ფერი წარმოადგენს დიდ პატივს და კეთილშობილებას, ასევე ხასიათის კეთილშობილებასაც. არა ნაკლებები არ არიან ჩვენზე, საერთოდ არაფერში. ვიცი და მწამს, რომ მოვა დრო როცა მათ დავამარცხებთ, ასევე მოვა იმის დრო, როდესაც 6 ერის კარებს მაინც შევამტვრევთ, მაგრამ არა დღეს და ხვალ. P.S. მოდით აბსოლუტურად სხვა რამეზე გადავიდეთ. ნუთუ საქართველოში არ არიან ძლერი ფსიქოლოგები? ნუთუ ვერ ხედავთ, პატივცემულო ხელმძღვანელობავ, რომ ყველა თამაშის პირველი ( მე ბობოლებთან ვამბობ) ჩავაგდეთ იმიტომ, რომ გვერიდება, შებოჭილები ვართ. საკუთარ თავებს არ ჰგავდნენ პირველ ტაიმში. რაც იცოდნენ ისიც ვერ ითამაშეს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? რუმინეთთანაც ასე ვიყავით, გაიხსენეთ? მეორე ტაიმს ვთამაშობდით კარგად მხოლოდ, ხოლო როცა უკვე დავჯაბნეთ, პირველი ტაიმიც გადასარევი გამოგვდიოდა და გამოგვდის კიდევ.
დედაშენი
ვაგლახ, ვაგლახ :d
აბუ
მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. მხოლოდ შერკინების და მიძალების იმედად დღეს არათუ ელიტა საშუალო კლასის გუნდები აღარ არიან. ის რომ შეცდომები მეტოქეზე მეტი გვექნებოდა გადაცემებისას ეს თამაშის დაწყებამდე ნათელი იყო, თუმცა ხომ არ შეიძლება ამ სავარაუდო შეცდომებს მთელი თამაშები გადავაყოლოთ? თუ შერკინება ორი-სამი თავით მაღლა არ დგას მოწინააღმდეგის ანალოგიურ კომპონენტთან შედარებით გვექნება პრობლემები. დამისახელეთ ტოპ გუნდი რომელიც ხელდახელ არ თამაშობს, არგენტინა კი რომელსაც ალბათ საუკეთესო შერკინება ყავს მსოფლიოში ისიც კი ხელდახელ მშვენივრად თამაშობს. თუ "მარაოს" ნორმალურად გაშლა არ ვისწავლეთ თანამედროვე თამაშში მომავალი არ გვაქვს დროა ეს ყველამ გაიგოს და მარტო შერკინების, მოლოსა და მიძალების იმედად არ ვიყოთ.
კახა
დიდი ხანია ვამბობ, რომ რეგრესია.მიუხედავად ჰეიგის პატივისცემისა,პროგრესი არ ჩანს.ახალგაზრდული უფრო თანამედროვე და კარგ რაგბს თამაშობს.ასეთი თამაშით და დონით ყველა თამასს წავაგებთ მსოფლიოზე
თემო
სტადიონის გავსებაზე მგონი პრეტენზია არ უნდა იყოს. ხალხს არ ერაგბება ახლა მაღდად.... ამასწინათ პატარა ბიჭი შემხვდა დეზერტირების ბაზართან და მურაბებს ყიდდა....:( როცა მურაბები კი არა სადმე საზღვარგარეთ უნდა ქონდეს სწავლის საშუალება. მანდვე დინამოსთან გაიარეთ და ნახავთ რა სიტუაციაა. მეეჭვება ვინმეს შეცვალოს რაგბისთვის
გიგა
ბიჭებს არ ეწყინოთ მაგრამ ორი გაკვეთილი იყო.. იტალია გასვლა და დღეს აქ.. როგორც არ უნდა გვწყდებოდეს გული ახლოსაც არ ვყოფილვართ.. თუ ვცდები გამიხარდება
გიგა
ბიჭებს არ ეწყინოთ მაგრამ ორი გაკვეთილი იყო.. იტალია გასვლა და დღეს აქ.. როგორც არ უნდა გვწყდებოდეს გული ახლოსაც არ ვყოფილვართ.. თუ ვცდები გამიხარდება
გიგა
ბიჭებს არ ეწყინოთ მაგრამ ორი გაკვეთილი იყო.. იტალია გასვლა და დღეს აქ.. როგორც არ უნდა გვწყდებოდეს გული ახლოსაც არ ვყოფილვართ.. თუ ვცდები გამიხარდება

წინაზე დავწერე, ჰეიგი თუ ფიზიკურად მომზადებას ეძახის საიმედოს, ეს არ არის საკმარისი მეთქი და აგერ მაგალითიც. მოგებას ნაღდად არ ველოდი და არც მეორე თამაშისას ველი, მაგრამ ეს რაც ვნახეთ, ნამდვილად შორსაა ტოპ გუნდებთან სათამაშოდ. ზუსტად იგივე შეცდომები გვქონდა, რაც კინგზთან. სამწუხაროდ ესაა მაქსიმუმი და თავს ვერ გადავახტებით ფაქტია
N
ნუ დაიძაბებით! გაიხსენეთ, რა შედეგები ვაჩვენეთ ტესტებში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ და შემდეგ, უშუალოდ ჩემპიონატზე. როგორც ჩანს, რომ ჩვენი მელიტონი ისევ თავისი გეგმით ამზადებს გუნდს. შევაფასოთ იაპონიის შემდეგ! წარმატებები ჩვენს კიცებს!!!
irakli
არაფერი გუნდი არ ვყოფილვართ, მარტო რუსებთან ვართ მაგარი, იმიტო არ შევყავართ 6 ერის შემადგენლობაში
ბათუმის ფანი
ისედაც დაფლეთილ ნერვებს მთლად ნუ მაგლიჯავთ,გამოაქვეყნეთ ეს დედააფეთქებული
ირაკლი
არც გაივსო დინამო, და დროზე ადრეც დაიცალა. გაუტანელი მაყურებელისთვის ფუფუნებაა ჩვენი რაგბი.
haig out
თოდუას რო 2019 წელს ნაკრებში ეძახი და მასზე უკეთეს კრაინს ვერ პოულობ ნაკრებისთვის უნდა ადგე და წახვიდე.
ვაგლახი
ვიღაც არ მეთანხმება რომ ვაგლახად გვაქვს საქმე. ეტყობა წონადი არგუმენტენი აქვს და ინებ გაგვიზიაროს, გული გაგვიმაგროს შოტლანდიაში შემდეგ თამაშანდე, რომელიც ამ მონაცემებით - კიდევ უფრო ვაგლახი შეიძლება აღმოჩნდეს.
rasa
არაა საჭირო პანიკა და თავში ხელების რტყმევა ჩვენზე ძლიერი გუნდია, ეს ისედაც ვიცოდით. სამწუხარო ისაა, რომ მხოლოდ ასეთი ამხანაგურების და 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიო თასის ანაბარა ვართ კლასის ამაღლების ამბავში, დანარჩენი კი - ცოტა სივრცე განვითარებისთვის
ddgfdf
იმათ რაგბს რომ ვთამაშობთ იმიტომ გვიჭირს. თუმცა მე ბოლომდე ვერ ვერკვევი რაგბის ნიუანსებში.შოტლანდიელებმა უფრო ჩვენი რაგბი ითამაშეს მე მგონი.
ddgfdf
დაცვაში რეგრესი. არა მილტონა ვეღარ ქაჩავს იმ დონისთვი რაც ჩვენ გვჭირდება, ბიჭებიც დაიღალნენ. მსოფლიოს მერე ბევრია საფიქრალი ვის მოიწვევენ.
ბათუმის ფანი
ბიჭებო ჩემი თხოვნა იქნება სწრაფი რაგბი აღარ ითამაშოთ მეტი,ისევ თქვენებურად ჯაჯგურ ჭიდაობით,ასე საძაგლად მაინც აღარ წავაგებთ...ისე ფეხბურთელებს თქვენი ჯანი მისცა და თქვენ მათი აზროვნება პირველები ვიქნებით ორივე სპორტში
თემო
და პასუხს ვინმე აგებს ამაზე თუ ისევ მარტო ვაქებთ მილტონს (50 პროცენტით უკეთესები ვარო ვიღაცამ) და ვიძახებთ რაგბი ჩვენი თამაშიაო? ეს ხელიდან ბურთის გავარდნები რა გახდა? რა ვეღარ ისწავლეს ბურთის დაჭერა? ოღონდ ახლა არ გვინდა ბურთი სველი იყოო და ეგეთები. რაღა მარტო ჩვენთვისაა ბურთი სულ სველი?
uchivle
ისევ ძალისმიერი რაგბი
ღვთაებრივი ქარი Great British.
ჩუმად ,ზედმეტი "სიტყვიერი ფაღარათის" მოვიწმინდოთ "სკვინტლი სახიდან"მაჯით და გავისარჯოთ უკეთ , რაგბიშიც და საერთოდ ყველაფერში, ურთერთ სიყვარულით და მხარში დგომით, თუ გვსურს და გვძალოძს, რომ ერად ვიწოდებოდეთ ამა სოფლად სტუმრობისას.
ბათუმის ფანი
ბიჭებო ჩემი თხოვნა იქნება სწრაფი რაგბი აღარ ითამაშოთ მეტი,ისევ თქვენებურად ჯაჯგურ ჭიდაობით,ასე საძაგლად მაინც აღარ წავაგებთ...ისე ფეხბურთელებს თქვენი ჯანი მისცა და თქვენ მათი აზროვნება პირველები ვიქნებით ორივე სპორტში
მოგების მოლოდინი არ მქონდა ცხადია მარა, ჩევისვარეთ. ამ გუნდით მივდივართ მსოფლიოზე ამბიციებით?))
გუჯი
უკეთესი შედეგის იმედი ყველას გვქონდა მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ არაფერი გასაკვირი არ მომხდარა. 2 წლის წინ გორგოძემ თქვა ინტერვიუში რომ ჯერ 6 ერისგან შორს ვართ თამაშის ხარისხით. სხვა გამოცდილი ლეგიონერებიც იგივეს ამბობენ და რა საჭიროა თავის მოტყუება. ასე რომ ყველაფერს დრო უნდა. თუ მსოფლიოზე ფიჯის მოვუგებთ და ავტომატურად გავალთ მომდევნო მსოფლიოზე ეგ იქნება ძაან დიდი წარმატება და იმედია მოვახერხებთ.
erevani1
ეს ქართველები სიმაღლეში არ ვიზრდებით? აზერებზე და სომხებზე მაღლები ვაართ? ჯიჯგვი და უკისრო მესმის 3-4 კაცი მარა 11-12 კაცი ? იმათი კვაჭები მგონი ჩვენ 4 და 5 ნომერზე მაღლები იყვნენ.... ლეიდლოუ ჯუჯა მეგონა სანამ გელა არ ამოუდგა გვერდით.... ჭიდაობა არაა რაგბია ოეე უთხარით ვინმემ რაგბის მამებს... 185 დაბალი არ უნდა მიიღოთ რაგბზე ბავშვებში... და არ მომწეროთ ნუ პანიკობო , შოტლანდიაში იმედია უკეთესად ითამაშებენ :))
გიგა
თარსი ბახტაძე რო დავინახე ტრიბუნაზე მაშინვე მივხვდი რო ძაან ცუდათ დავამთავრებდით ამ შეხვედრას. სორცმენების ხარჯზე უნდათ პიარის გაკეთება და ეგეც არ გამოდით და პირიქით თარსავენ ამ ბიჭებსაც.
giorgi
ასეთი განსხვავება კლასში მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო
ლევანი
იმაზე უარესი შედეგი დადგა ვიდრე 2011 და 2016 წლებში.
Tedo
Кvelas tavis adgili aqvs
Alika
Raoden samwuxaric arunda iyos aseti tamashit eqvs ershi shesvla didxans darcheba ocnebad,arada titqos bichebi tavsar zogavenda umagles doneze tamashoben klubebshi magram........ Marto miwola araa saqme,xazi uketesis survils tovebs
ჯემიკო
სხვა დონეა. მაგრამ თუ არ მიგვიშვეს და ხშირად თუ არ ვეთამაშეთ ტოპ ნაკრებებს, ისევ სხვა დონეაო ვიტყვით. იმიტომ ვაგებთ, რომ 3 წელიწადში ერთხელ ვეთამაშებით ასეთი დონის გუნდებს. ასე ვერ გაიზრდება კლასი და ოსტატობა.
Buxrika
კი არ დამარცხდნენ.განადგურდნენ
გია
თვალშისაცემი უპირატესობით მოიგო შოტლანდიამ...თავს ზემოთ ძალა არ არის,მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის...წარმატებები მსოფლიო ჩემპიონატზე
oto
სამარცხვინო იდიოტები. ჰეიგის გარდა კიდევ ბევრი პერსონაა წასასვლელი გუნდიდან და ეს რაც მალე მოხდება მით უკეთესი.მსოფლიოზე არანაირი შანსი არა გვაქ, ლელოს დადება პრიმიტიული,"მამაპაპური" მეთოდით,აიღე და მიეძალეთი ვცდილობთ,არანაირი თამაშის გაშლა.ელემენტარული ხელიდან ხელში გადაცემას ვერ ვაკეთებთ. რას გავს ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე ერთ მიტოვებულ "კუნძულზე" ყოფნა?!
გია
თვალშისაცემი უპირატესობით მოიგო შოტლანდიამ...თავს ზემოთ ძალა არ არის,მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის...წარმატებები მსოფლიო ჩემპიონატზე
ლევანი
როგორ უნდა მოუგო, როდესაც ყველა ჩვენი შეტევა წინასწარ გამოცნობადი იყო ჩანასახშივე. მაგრამ ეგ რაა, აი ჯარიმების რაოდენობა იყო მთავარი. ამდენი ფჯარიმა ნაკრების მოთამაშეებისგან უხერხულია.
ვაგლახ
ვაგლახ ვაგლახ ვაგლახ
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო
საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"