უშანსო მარცხი და გაკვეთილი შოტლანდიისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10:44 დამარცხდა.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლაიდლოუმ
საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ლელო და გარდასახვა იქით მიიღო.

შემდეგ ბორჯღალოსანთა ხანგრძლივ იერიშს ასეიშვილის ლელო და აბჟანდაძის ლელო მოჰყვა. ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ცუდი პირველი ტაიმის მერე თამაშის სურათი შედარებით შეიცვალა.

თუმცა, შოტლანდიელებმა ამას ორი ლელო მოაყოლეს ორ გარდასახვასთან ერთად და 10:44 წავაგეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს გუნდს უკეთაც შეუძლიათ თამაში და იმედია, მათთან ერთი კვირის შემდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში თავს უკეთ წარმოაჩენენ.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კარგად დაინახა გუნდის ნაკლოვანებები, რაზეც მსოფლიო თასამდე დარჩენილ მცირე დროში მოუწევს სერიოზულად მუშაობა.

altმილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

altშოტლანდიელთა მწვრთნელი: ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით

altშოტლანდიელთა კაპიტანი: ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად? - პასუხი გასაგებია

altმიხეილ ნარიაშვილი: ვეცდებით, შოტლანდიაში უკეთეს შედეგს მივაღწიოთ

altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 105 /
ამათი სიძლიერე გამოჩნდა დღეს,რა რაგბი რის რაგბი,ფეხბურთს მივხედოთ,ესპანეთს,რუსეთის და ვიღაცა ჭე კლასის სარაგბო ნაკრებს უბანის ბიჭებიც მოუგებენ
jiji
01 სექტემბერი 2019 00:56
17
მეტი ფულია რაგბში საჭირო, მეტი მასობრიობა, ფრანჩაიზინგი 2 გუნდის, რომ საერთაშორისო ტურნირები ითამაშონ ყოველ წელს და კლუბებში უცხოური მწვრთნელებია საჭირო, და ქართველი მწვრთნელების გაზრდა-გადამზადება
ხომ აუცილებელზე აუცილებელი, დღეს ჩემპიონატში 1-2 მწვრთნელია მხოლოდ მართლა თაობებს რომ ზრდის და ტაქტიკას ხაზავს მეცადინეობებიბას..
zviads
01 სექტემბერი 2019 00:37
3
თანამედროვე რაგბს უფრო სხვა რიტმში თამაშობენ მარტო მიძალების და ჯანის ხარჯზე ფონს გასვლა ასეთი გუნდების წინააღმდეგ ძალზე ადვილად გასაშიფრია. თანამედროვე რაგბს უფრო მაღალი მოთხოვნები აქვს : მაღალი სათამაშო ტემპში და ლაღად თამაში , რაქის სწრაფი გასუფთავება, სათამაშო დისციპლინა, ყოველი წვრილმანის გათვალისწინება. რაც უფრო ხშირად შევხდებით ასეთ გუნდებს ,მე მჯერა რომ გაცილებით უკეთ ვითამაშებთ და გამარჯვებაც მოვახერხებთ!
andri
01 სექტემბერი 2019 00:36
0
ძალიან სუსტები ვართ.არანაირი განსხვავებაა ფეხბურთელებისგან ისინიც მოხვდნენ D ლიგაში და გავიდნენ ფრენა ფრენით მაგრამ რო მოხვდნენ ძლიერ გუნდში ჩაიკუკეეს და ასეა რაგბშიც ეს რეიტინგი გვაქ რუსეთთან და რუმინეთის ხარჯზე .ასე რომ რაგბი ჩვენი თამაშია და სისულეელეებს მორჩით
Buxrika
01 სექტემბერი 2019 00:28
8
ბევრად მეტ მაყურებელს ველოდი სტადიონზე და ბიჭებისგანაც უფრო მაღალი დონის თამაშს ველოდი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დიდი ხანია თამაში არ გვქონია, აფრიკელებთან კი მხოლოდ 4 დღის წინ ვითამაშეთ და ისიც ექსპერიმენტული შემადგენლობით. შოტლანდიაში გამოჩნდება რეალურად რა შეგვიძლია, მაგრამ ამ თამაშმა ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუა, ვნახოთ..
zviads
01 სექტემბერი 2019 00:28
3
ეს გაფანჩრული თავ პირი რა პონტია!? სახე გაიპარსეთ იქნებ სწრაფად ირბინოთ,ხომ ხედავთ გამძიმებთ
სვანი
01 სექტემბერი 2019 00:13
7
შორს ვართ 6 ერისგან... სტადიონს გავავსებთო და ვერ გავავსეთ... ძალიან ბევრი გვაქვს მოსამატებელი, ბევრ კომპონენტში. ბოლო 2 წელია პროგრესის მაგივრად ადგილზე გავჩერდით (არ მინდა სიტყვა რეგრესი ვიხმარო)... შოტლანდია ნამდვილად არაა გრანდი რაგბში და ასე არ უნდა ვაგებდეთ.
მესხი
31 აგვისტო 2019 23:47
6
ჰა რა იყო...დაგემსხვრათ ილუზიები?
გელა ნუგზარაშვილი
31 აგვისტო 2019 23:44
22
15 წუთში წააგეს თამაში, იქამდე იტალიაში უშანსოდ და 6 ერზე ლაპარაკობენ.
dato
31 აგვისტო 2019 23:38
3
რაგბივ, ფეხბურტიც და კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ჩვენ რისი ღირსიც ვართ ვაი გულშემატკივრები მაგას ვიღებთ, ყველა სპორტში. შიდა ჩემპიონატს სანამ არ დავაფასებთ და არ ვივლით ესე იქნება მუდამ. და მეტის ღირსებიც არავართ. გინება არ შველის. დაფასება შველის და შეყვარება იმის რაც გაქ და როგორიც გაქ.
ragbi chveni tamashia xalxs
31 აგვისტო 2019 23:27
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული