უშანსო მარცხი და გაკვეთილი შოტლანდიისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10:44 დამარცხდა.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლაიდლოუმ
საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ლელო და გარდასახვა იქით მიიღო.

შემდეგ ბორჯღალოსანთა ხანგრძლივ იერიშს ასეიშვილის ლელო და აბჟანდაძის ლელო მოჰყვა. ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ცუდი პირველი ტაიმის მერე თამაშის სურათი შედარებით შეიცვალა.

თუმცა, შოტლანდიელებმა ამას ორი ლელო მოაყოლეს ორ გარდასახვასთან ერთად და 10:44 წავაგეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს გუნდს უკეთაც შეუძლიათ თამაში და იმედია, მათთან ერთი კვირის შემდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში თავს უკეთ წარმოაჩენენ.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კარგად დაინახა გუნდის ნაკლოვანებები, რაზეც მსოფლიო თასამდე დარჩენილ მცირე დროში მოუწევს სერიოზულად მუშაობა.

altმილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

altშოტლანდიელთა მწვრთნელი: ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით

altშოტლანდიელთა კაპიტანი: ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად? - პასუხი გასაგებია

altმიხეილ ნარიაშვილი: ვეცდებით, შოტლანდიაში უკეთეს შედეგს მივაღწიოთ

altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 105 /
ბიჭებს არ ეწყინოთ მაგრამ ორი გაკვეთილი იყო.. იტალია გასვლა და დღეს აქ.. როგორც არ უნდა გვწყდებოდეს გული ახლოსაც არ ვყოფილვართ.. თუ ვცდები გამიხარდება
გიგა
31 აგვისტო 2019 22:51
1
წინაზე დავწერე, ჰეიგი თუ ფიზიკურად მომზადებას ეძახის საიმედოს, ეს არ არის საკმარისი მეთქი და აგერ მაგალითიც. მოგებას ნაღდად არ ველოდი და არც მეორე თამაშისას ველი, მაგრამ ეს რაც ვნახეთ, ნამდვილად შორსაა ტოპ გუნდებთან სათამაშოდ. ზუსტად იგივე შეცდომები გვქონდა, რაც კინგზთან. სამწუხაროდ ესაა მაქსიმუმი და თავს ვერ გადავახტებით ფაქტია
: )))))))
31 აგვისტო 2019 22:47
1
ნუ დაიძაბებით! გაიხსენეთ, რა შედეგები ვაჩვენეთ ტესტებში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ და შემდეგ, უშუალოდ ჩემპიონატზე. როგორც ჩანს, რომ ჩვენი მელიტონი ისევ თავისი გეგმით ამზადებს გუნდს. შევაფასოთ იაპონიის შემდეგ! წარმატებები ჩვენს კიცებს!!!
N
31 აგვისტო 2019 22:45
4
არაფერი გუნდი არ ვყოფილვართ, მარტო რუსებთან ვართ მაგარი, იმიტო არ შევყავართ 6 ერის შემადგენლობაში
irakli
31 აგვისტო 2019 22:36
7
ისედაც დაფლეთილ ნერვებს მთლად ნუ მაგლიჯავთ,გამოაქვეყნეთ ეს დედააფეთქებული
ბათუმის ფანი
31 აგვისტო 2019 22:34
1
არც გაივსო დინამო, და დროზე ადრეც დაიცალა. გაუტანელი მაყურებელისთვის ფუფუნებაა ჩვენი რაგბი.
ირაკლი
31 აგვისტო 2019 22:31
3
თოდუას რო 2019 წელს ნაკრებში ეძახი და მასზე უკეთეს კრაინს ვერ პოულობ ნაკრებისთვის უნდა ადგე და წახვიდე.
haig out
31 აგვისტო 2019 22:31
5
არაა საჭირო პანიკა და თავში ხელების რტყმევა

ჩვენზე ძლიერი გუნდია, ეს ისედაც ვიცოდით. სამწუხარო ისაა, რომ მხოლოდ ასეთი ამხანაგურების და 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიო თასის ანაბარა ვართ კლასის ამაღლების ამბავში, დანარჩენი კი - ცოტა სივრცე განვითარებისთვის
rasa
31 აგვისტო 2019 22:27
4
იმათ რაგბს რომ ვთამაშობთ იმიტომ გვიჭირს. თუმცა მე ბოლომდე ვერ ვერკვევი რაგბის ნიუანსებში.შოტლანდიელებმა უფრო ჩვენი რაგბი ითამაშეს მე მგონი.
ddgfdf
31 აგვისტო 2019 22:27
2
დაცვაში რეგრესი. არა მილტონა ვეღარ ქაჩავს იმ დონისთვი რაც ჩვენ გვჭირდება, ბიჭებიც დაიღალნენ. მსოფლიოს მერე ბევრია საფიქრალი ვის მოიწვევენ.
ddgfdf
31 აგვისტო 2019 22:24
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული