უშანსო მარცხი და გაკვეთილი შოტლანდიისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10:44 დამარცხდა.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლაიდლოუმ
საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ლელო და გარდასახვა იქით მიიღო.

შემდეგ ბორჯღალოსანთა ხანგრძლივ იერიშს ასეიშვილის ლელო და აბჟანდაძის ლელო მოჰყვა. ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ცუდი პირველი ტაიმის მერე თამაშის სურათი შედარებით შეიცვალა.

თუმცა, შოტლანდიელებმა ამას ორი ლელო მოაყოლეს ორ გარდასახვასთან ერთად და 10:44 წავაგეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს გუნდს უკეთაც შეუძლიათ თამაში და იმედია, მათთან ერთი კვირის შემდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში თავს უკეთ წარმოაჩენენ.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კარგად დაინახა გუნდის ნაკლოვანებები, რაზეც მსოფლიო თასამდე დარჩენილ მცირე დროში მოუწევს სერიოზულად მუშაობა.

altმილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

altშოტლანდიელთა მწვრთნელი: ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით

altშოტლანდიელთა კაპიტანი: ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად? - პასუხი გასაგებია

altმიხეილ ნარიაშვილი: ვეცდებით, შოტლანდიაში უკეთეს შედეგს მივაღწიოთ

altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 105 /
წაგებაც არის და წაგებაც, შენსავე მოედანზე რომ ასე დაგანგრევენ... იქ მეორე შემადგენლობით დაგვხვდებიან და ისევ მოგვიგებენ, დიდი ხანია ვიძახი წინა ჩემპიონატის შემდეგ ჰეიგისთვის მადლობა უნდა გვეთქვა და გაგვეშვა, ეს არის 50% პროცენტიანი უკეთესობა? და საერთოდ ექვს ერზე ოცნებას კარგა ხნით შევეშვათ, ნაკლები ნერვები აგვეშლება, მომავალი თაობა თუ იტყვის თავის სიტყვას
ალეკსანდრე
01 სექტემბერი 2019 11:11
5
Raoden samwuxaric arunda iyos aseti tamashit eqvs ershi shesvla didxans darcheba ocnebad,arada titqos bichebi tavsar zogavenda umagles doneze tamashoben klubebshi magram........ Marto miwola araa saqme,xazi uketesis survils tovebs
Alika
31 აგვისტო 2019 22:09
0
ზოგიერთმა ჩვენი ნაკრების მოთამაშემ ე.წ "ფეშენ" ცხოვრებას გაუგო გემო და სარკის გარეშე აღარ შეუძლია უკვე. ეგენი ისე უნდა გაყარო ნაკრებიდან, რომ კარებზე ხელის მოკიდებაც ვეღარ მოასწრონ. მამუკა უნდა დაბრუნდე თუ სამშობლო გიყვარს თუნდაც 80 წლის იყო უნდა დაბრუნდე. მამუკას წასვლის შემდეგ თითქოს გული ამოაგლიჯეს ჩვენს გუნდს, ესაა სამწუხარო ფაქტი.
იმერელი
01 სექტემბერი 2019 12:20
8
ამ რაგბის ყველა სტადიონი რაც ფეხბურთს ეკუთვნოდა უნდა ჩამოერთვას და ფეხბურთს დაუბრუნდეს,ამათი შედეგი სამარცხინოა,ვის უგებენ ნახეთ ესპანეთს და გერმანიას,,ფეხბურთი მთავარი სპორტი, ჩამოართვას მთავრობამ და გადასცეს ფეხბურთს
jiji
01 სექტემბერი 2019 10:56
17
აზრზე ხარ საერთოდ რას ამბობ?
????
02 სექტემბერი 2019 00:03
0
გეთანხმები,ითამაშონ მოყვარულების დონეზე რაგბი,ყველა მოედანი რომელიც ფეხბურთს ეკუთვნოდა დაუბრუნდეს ფეხბურთს,
იკა
01 სექტემბერი 2019 12:28
11
აი ვინმემ ამიხსენით რატო უნდა ეთამაშოს რომელიმე ტოპ ნაკრები საქართველოს.იქნება პორნოგრაფია და მეტი არაფერი.ფუ გული მერევა აი ასე სამარცხვინოდ ჩვენი ფეხბურთელები არ წააგებდნენ
Buxrika
01 სექტემბერი 2019 09:48
10
ჩვენი ეხბურთელების ამბავი თუ გაინტერესებს 5 სექტემბერს ნახავ კორეასთან! (((
aburjga
01 სექტემბერი 2019 11:01
0
ფიქრობ ქე მაინც, რასაც იძახი? არარატ არმენია მოიკითხე და მალტასთან ბღლარძუნი. ეტყობა სხვა გუნდების თამაშს უყურებ და ქართული გგონია.ქეციანი მალტის ტურნირის გარდა წარმატება არ იცის ბეჩავმა ფეხბურთის ნაკრებმა
: )))))))
01 სექტემბერი 2019 12:09
0
შემადგენლობები,ლელოები და გულშემატკივრის რაოდენობას რატომ არ წერთ ხოლმე,თამაშის შემდეგ მიმოხილვაში???
გულშემატკივარი
01 სექტემბერი 2019 06:39
0
დაცვაში რეგრესი. არა მილტონა ვეღარ ქაჩავს იმ დონისთვი რაც ჩვენ გვჭირდება, ბიჭებიც დაიღალნენ. მსოფლიოს მერე ბევრია საფიქრალი ვის მოიწვევენ.
ddgfdf
31 აგვისტო 2019 22:24
2
ბიჭებო ჩემი თხოვნა იქნება სწრაფი რაგბი აღარ ითამაშოთ მეტი,ისევ თქვენებურად ჯაჯგურ ჭიდაობით,ასე საძაგლად მაინც აღარ წავაგებთ...ისე ფეხბურთელებს თქვენი ჯანი მისცა და თქვენ მათი აზროვნება პირველები ვიქნებით ორივე სპორტში
ბათუმის ფანი
31 აგვისტო 2019 22:23
8
გამოდის ჩვენ მარტო ხმალში ვიყავით მაგრები.
gaga
01 სექტემბერი 2019 10:48
3
იმათ რაგბს რომ ვთამაშობთ იმიტომ გვიჭირს. თუმცა მე ბოლომდე ვერ ვერკვევი რაგბის ნიუანსებში.შოტლანდიელებმა უფრო ჩვენი რაგბი ითამაშეს მე მგონი.
ddgfdf
31 აგვისტო 2019 22:27
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული