უშანსო მარცხი და გაკვეთილი შოტლანდიისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10:44 დამარცხდა.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლაიდლოუმ
საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ლელო და გარდასახვა იქით მიიღო.

შემდეგ ბორჯღალოსანთა ხანგრძლივ იერიშს ასეიშვილის ლელო და აბჟანდაძის ლელო მოჰყვა. ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ცუდი პირველი ტაიმის მერე თამაშის სურათი შედარებით შეიცვალა.

თუმცა, შოტლანდიელებმა ამას ორი ლელო მოაყოლეს ორ გარდასახვასთან ერთად და 10:44 წავაგეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს გუნდს უკეთაც შეუძლიათ თამაში და იმედია, მათთან ერთი კვირის შემდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში თავს უკეთ წარმოაჩენენ.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კარგად დაინახა გუნდის ნაკლოვანებები, რაზეც მსოფლიო თასამდე დარჩენილ მცირე დროში მოუწევს სერიოზულად მუშაობა.

altმილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

altშოტლანდიელთა მწვრთნელი: ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით

altშოტლანდიელთა კაპიტანი: ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად? - პასუხი გასაგებია

altმიხეილ ნარიაშვილი: ვეცდებით, შოტლანდიაში უკეთეს შედეგს მივაღწიოთ

altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 105 /
ერთი წინდახედული "მამაშას" სიტყვებს გავიმეორებ, თხუთმეტიოდე წლის მუწუკებიან ბიჭუნას ალერსიანად რომ უთხრა საროსკიპოს ზღურბლზე:
- ადრეა შვილო შენთვის ჯერ, ადრე...
korben dallas
31 აგვისტო 2019 23:24
4
ასეთი ტრიბუნებით "რაგბი ჩვენი თამაში" არ არის!
P.S. ბრიტანელების თამაშის დონე რომ უფრო მაღალია არავის უკვირს, მაგრამ ფსიქოლოგიურად წავაგეთ, ბრძოლა ვერ გავუმართეთ.
დიმა
31 აგვისტო 2019 23:16
0
მიწაზე თამაში, სისწრაფე, დისწიპლინა, ფეხით თამაში, სუსტი არაორგანიზებული შეტევა და ანგარიში სახეზეა. ძალიან სწორედ შეგვირჩიეს ტაქტიკა და ჩვენ საპასუხიდ ვერაფერი დავუკავშირეთ. იმედი მაქვს ვმალავთ თამაშს და ტაქტიკას(( უკეთესის მოლოდინში წარმატებები და მადლობა ბიჭებს წინ მსოფლიოა და იქ უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა!
Beeq.777
31 აგვისტო 2019 23:15
3
ხო ალბათ ვმალავთ, მაგრამ ისე ძალიან ვმალავთ, რომ როცა გვჭირდება თითონ ვეღარ ვნახულობთ!
aburjga
01 სექტემბერი 2019 08:23
1
1-დღესვე უნდა გადადგეს ჰეიგი
2-დროებით მსოფლიოს ბოლომდე დაინიშნონ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები რადგან მათი რაგბისადმი ბევრად პროგრესულია ვიდრე მელიტონის!!
ჩვენი ნაკრები თამაშობს მეოცე საუკუნის რაგბს...ახალგაზრდულები კი თანამედროვეს!!!
3-მწვრთნელის ფუნქცია: არ არის მარტო ზამენების კეთება მატჩის დროს, და 10 წლის მაძილზე ერთიდაიგუვე ხალხის გამოძახება!!!...პატარა აზროვნებაც მოეთხოვება..
4-იგივე ითქმის ზოგიერთ მოთამაშეზეც...
თანამედროვე რაგბი არის-- სწრაფი აზროვნება და სწრაფი თამაში რაც ჩვენ არაგვაქ...
5-ამიტომ სანამ დროა გადადგეს ჰეიგი მოვიდნენ ახალგაზრდების მწვრთნელები და მოახდინონ ის ოდნავი ცვლილებები რაც მესწრება ასე მცირე დროში...თორე მსოფლიოზე გველის მართალია ბიჭების თავდაუზოგავი თამაში მაგრამ ტაქტიკური ჩამორჩენულობის გამო ყველა თამაშის მარცხით დამთავრება!!!
დროა სასწრაფო ცვლილებების!!!
ამაზე ცუდად ვაბშე უმწვრთნელოდ რო ვიყოთ მაინც არ ვითამაშებთ!!! ამიტომაც ჰეიგი არის დღესვე მოსახსნელი!!!
სპორტ ფაზა
31 აგვისტო 2019 23:14
24
მართლაც, რომ ჩვენი ლომები ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდნენ, იყო მომენტები, სადაც ტოლსწორად ეთამაშებოდნენ სქოტებს, მაგრამ თუ საქართველოს ნაკრები გაიზარდა ამ 4 წელიწადში და ფიზიკურად 25% ღონიერი გახდა, "ეკლები" რა გაყინეს 4 წლით და არ უთამაშიათ? ისინიც ჰო ვითარდებიან და წინ მიიწევენ. შოტლანიელებზე გეტყვით უცებ რაც ვიცი - იმის გათვალისწინებით, რომ ლეგენდა შოტლანდიის ეკლის გარშემოა, მცენარე აშკარად მიუთითებს ვაჟკაცობას, სიმამაცეს და ერთგულებას, ღალატის წინაშე. ამ მცენარის ძლიერი, ვარდისფერი ან მეწამული ფერი წარმოადგენს დიდ პატივს და კეთილშობილებას, ასევე ხასიათის კეთილშობილებასაც. არა ნაკლებები არ არიან ჩვენზე, საერთოდ არაფერში. ვიცი და მწამს, რომ მოვა დრო როცა მათ დავამარცხებთ, ასევე მოვა იმის დრო, როდესაც 6 ერის კარებს მაინც შევამტვრევთ, მაგრამ არა დღეს და ხვალ.
P.S. მოდით აბსოლუტურად სხვა რამეზე გადავიდეთ. ნუთუ საქართველოში არ არიან ძლერი ფსიქოლოგები? ნუთუ ვერ ხედავთ, პატივცემულო ხელმძღვანელობავ, რომ ყველა თამაშის პირველი ( მე ბობოლებთან ვამბობ) ჩავაგდეთ იმიტომ, რომ გვერიდება, შებოჭილები ვართ. საკუთარ თავებს არ ჰგავდნენ პირველ ტაიმში. რაც იცოდნენ ისიც ვერ ითამაშეს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? რუმინეთთანაც ასე ვიყავით, გაიხსენეთ? მეორე ტაიმს ვთამაშობდით კარგად მხოლოდ, ხოლო როცა უკვე დავჯაბნეთ, პირველი ტაიმიც გადასარევი გამოგვდიოდა და გამოგვდის კიდევ.
TanoLife
31 აგვისტო 2019 23:10
6
მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. მხოლოდ შერკინების და მიძალების იმედად დღეს არათუ ელიტა საშუალო კლასის გუნდები აღარ არიან. ის რომ შეცდომები მეტოქეზე მეტი გვექნებოდა გადაცემებისას ეს თამაშის დაწყებამდე ნათელი იყო, თუმცა ხომ არ შეიძლება ამ სავარაუდო შეცდომებს მთელი თამაშები გადავაყოლოთ? თუ შერკინება ორი-სამი თავით მაღლა არ დგას მოწინააღმდეგის ანალოგიურ კომპონენტთან შედარებით გვექნება პრობლემები. დამისახელეთ ტოპ გუნდი რომელიც ხელდახელ არ თამაშობს, არგენტინა კი რომელსაც ალბათ საუკეთესო შერკინება ყავს მსოფლიოში ისიც კი ხელდახელ მშვენივრად თამაშობს. თუ "მარაოს" ნორმალურად გაშლა არ ვისწავლეთ თანამედროვე თამაშში მომავალი არ გვაქვს დროა ეს ყველამ გაიგოს და მარტო შერკინების, მოლოსა და მიძალების იმედად არ ვიყოთ.
აბუ
31 აგვისტო 2019 23:04
3
დიდი ხანია ვამბობ, რომ რეგრესია.მიუხედავად ჰეიგის პატივისცემისა,პროგრესი არ ჩანს.ახალგაზრდული უფრო თანამედროვე და კარგ რაგბს თამაშობს.ასეთი თამაშით და დონით ყველა თამასს წავაგებთ მსოფლიოზე
კახა
31 აგვისტო 2019 22:55
1
სტადიონის გავსებაზე მგონი პრეტენზია არ უნდა იყოს. ხალხს არ ერაგბება ახლა მაღდად.... ამასწინათ პატარა ბიჭი შემხვდა დეზერტირების ბაზართან და მურაბებს ყიდდა....:( როცა მურაბები კი არა სადმე საზღვარგარეთ უნდა ქონდეს სწავლის საშუალება. მანდვე დინამოსთან გაიარეთ და ნახავთ რა სიტუაციაა. მეეჭვება ვინმეს შეცვალოს რაგბისთვის
თემო
31 აგვისტო 2019 22:54
7
ბიჭებს არ ეწყინოთ მაგრამ ორი გაკვეთილი იყო.. იტალია გასვლა და დღეს აქ.. როგორც არ უნდა გვწყდებოდეს გული ახლოსაც არ ვყოფილვართ.. თუ ვცდები გამიხარდება
გიგა
31 აგვისტო 2019 22:53
2
ბიჭებს არ ეწყინოთ მაგრამ ორი გაკვეთილი იყო.. იტალია გასვლა და დღეს აქ.. როგორც არ უნდა გვწყდებოდეს გული ახლოსაც არ ვყოფილვართ.. თუ ვცდები გამიხარდება
გიგა
31 აგვისტო 2019 22:52
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული