უშანსო მარცხი და გაკვეთილი შოტლანდიისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10:44 დამარცხდა.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლაიდლოუმ
საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ლელო და გარდასახვა იქით მიიღო.

შემდეგ ბორჯღალოსანთა ხანგრძლივ იერიშს ასეიშვილის ლელო და აბჟანდაძის ლელო მოჰყვა. ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ცუდი პირველი ტაიმის მერე თამაშის სურათი შედარებით შეიცვალა.

თუმცა, შოტლანდიელებმა ამას ორი ლელო მოაყოლეს ორ გარდასახვასთან ერთად და 10:44 წავაგეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს გუნდს უკეთაც შეუძლიათ თამაში და იმედია, მათთან ერთი კვირის შემდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში თავს უკეთ წარმოაჩენენ.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კარგად დაინახა გუნდის ნაკლოვანებები, რაზეც მსოფლიო თასამდე დარჩენილ მცირე დროში მოუწევს სერიოზულად მუშაობა.

altმილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

altშოტლანდიელთა მწვრთნელი: ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით

altშოტლანდიელთა კაპიტანი: ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად? - პასუხი გასაგებია

altმიხეილ ნარიაშვილი: ვეცდებით, შოტლანდიაში უკეთეს შედეგს მივაღწიოთ

altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 105 /
ერთადერთი რაც გულს მიკეთებს ეს შოტლანიელების კაცური, ჯიგრული საქციელია. ტოპ გუნდებიდან პირველად ამათ გეთამაშნენ ამხანაგური და ახლაც ორი თამაში გვაჩუქეს (დიახ გვაჩუქეს, სხვებისგან განსხვავებით).

უნდა დავუფასოთ ეს საქციელი. თუ დააკვირდით - ყველა მათგანი ხაზს ადრეც, და ახლაც - უსვამს ჩვენს პატივისცემას და ღირსეულ პარტიორებად გვაცხადებენ.

არავისგა არ მახსოვს ასეთი საქციელი,
ლევანი
01 სექტემბერი 2019 02:09
0
ძალიან სწორი კომენტარია. ამას გარდა, დღეს ვინც ვერ დაინახა, რომ შოტლანდია გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე ჩვენი ბორჯღალოსნები, იმან რაგბს და საერთოდ სპორტს არ უნდა უყუროს!
aburjga
01 სექტემბერი 2019 08:16
1
დედა რა იყო ეს ჰა? რავა წიწაკა წასმულებივით დარბოდნენ შეჩვენებული სქოთები. მათ ფონზე ჩვენი თამაში შენელებული კადრივით იყო და ეს უაზროდ აღებული ჯარიმები რა უბედურებაა კიდე. არა ძმაო 6 ერის დონემდე ჯერ შორია, მაგრამ თუ ამათ არ ვეთამაშედ ხშირხშირად იმ დონემდე როგორღა მივალთ?
irakli81
01 სექტემბერი 2019 01:15
2
ვაგლახ ვაგლახ ვაგლახ
ვაგლახ
31 აგვისტო 2019 22:00
9
ვაგლახ, ვაგლახ :d
დედაშენი
31 აგვისტო 2019 23:07
2
ყოჩაღ ვაგლახ
მამაშენი
01 სექტემბერი 2019 00:45
1
ყველა გამოხმაურება
რაგბივ, ფეხბურტიც და კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ჩვენ რისი ღირსიც ვართ ვაი გულშემატკივრები მაგას ვიღებთ, ყველა სპორტში. შიდა ჩემპიონატს სანამ არ დავაფასებთ და არ ვივლით ესე იქნება მუდამ. და მეტის ღირსებიც არავართ. გინება არ შველის. დაფასება შველის და შეყვარება იმის რაც გაქ და როგორიც გაქ.
ragbi chveni tamashia xalxs
31 აგვისტო 2019 23:27
2
ჰეიგიც მოსაშორებელია და ფედერაციის ხელმძღვანელობაც შესაცვლელი. 4 წელია რას აკეთებენ? სად არის წინსვლა (თუ უკუსვლა არა). მარტო ჟინით ვერ მიიღებ შედეგს, სად არის ტაქტიკა, კომბინაციები, მეტოქეს რას ვუპირისპირებთ და რა არის ჩვენი კოზირი? ხელით თამაშში გვინდა შოტლანდიას ვაჯობოთ? არ გამოგვივა და ამასობაში რაძიც ვიყავით მაგრები ისიც დავკარგეთ - რაქში თამაში, მოლი, დაცვის ჩაბეტონება - მორღვეულია ჩვენი დაცვა საერთოდ. და შემადგენლობა საერთოდ ერთმანეთი შეუსაბამოა. შოტლანდიამ მეორე ტაიმში რომ ლელო დაგვიდო ეგ ხომ ზეპირად გააკეთეს - ათასჯერ დამუშავებული ექნებოდათ, ბრმად კეთდებოდა პასები და ყველა შესაბამის სიჩქარეზე გარბოდა, ჩვენ რა კომბინაცია უნდა გავაკეთოთ მუდმივი როტაცია აქვს გუნდში რომელიც ქაოსში გადავიდა. მოკლედ აჰა 6 ერია ფაქტიურად - ირლანდია, იტალია, შოტლანდია მესამედ იქნება უკვე და ვნახოთ ერთი რას ვბაქიბუქობდით. ბოლო წლებია ფედერაციას არაფერი გაუკეთებია გუნდის გასავითარებლად - ფული აითვისეს უბრალოდ, გადააწყეს ვითომ გუნდი და ახლა ისევ გორგოძეს აბრუნებენ. მოიკითხავს იმედია ვინც ჩადო ფული და იქნებ დროზე გადავრჩეთ თორემ ჭაობში აღმოჩნდება ეს სახეობაც.
???
01 სექტემბერი 2019 02:07
3
ეს გაფანჩრული თავ პირი რა პონტია!? სახე გაიპარსეთ იქნებ სწრაფად ირბინოთ,ხომ ხედავთ გამძიმებთ
სვანი
01 სექტემბერი 2019 00:13
7
თამაში წავაგეთ წავაგეთ მაგრამ ვიპ ლოჟაში სპორტის მინისტრთან და უწყების თანამშრომლებთან ერთად რომ გოგა ხაინდრავა იჯდა რომელიც 90 იანების გმირია და გამსახურდიას ესროდა შეცდომაა თუ რითი ახსნის რაგბის კავშირი ამას ? :) სირცხვილი ქვეყნის და ერის იმენა :)
Tom
01 სექტემბერი 2019 10:16
9
ბიჯო, მიშა ხარ სააკაშვილი თუ სოკომ მოგწამლა?! რა ლოჟა, რის ხაინდრავა ესროდა, რას ბოდიალობ?! რაგბს უყურე ბიძიკო, რაგბს!
aburjga
01 სექტემბერი 2019 10:58
12
ერთი წინდახედული "მამაშას" სიტყვებს გავიმეორებ, თხუთმეტიოდე წლის მუწუკებიან ბიჭუნას ალერსიანად რომ უთხრა საროსკიპოს ზღურბლზე:
- ადრეა შვილო შენთვის ჯერ, ადრე...
korben dallas
31 აგვისტო 2019 23:24
4
ნუ დაიძაბებით! გაიხსენეთ, რა შედეგები ვაჩვენეთ ტესტებში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ და შემდეგ, უშუალოდ ჩემპიონატზე. როგორც ჩანს, რომ ჩვენი მელიტონი ისევ თავისი გეგმით ამზადებს გუნდს. შევაფასოთ იაპონიის შემდეგ! წარმატებები ჩვენს კიცებს!!!
N
31 აგვისტო 2019 22:45
4
ეს ქართველები სიმაღლეში არ ვიზრდებით? აზერებზე და სომხებზე მაღლები ვაართ? ჯიჯგვი და უკისრო მესმის 3-4 კაცი მარა 11-12 კაცი ? იმათი კვაჭები მგონი ჩვენ 4 და 5 ნომერზე მაღლები იყვნენ.... ლეიდლოუ ჯუჯა მეგონა სანამ გელა არ ამოუდგა გვერდით.... ჭიდაობა არაა რაგბია ოეე უთხარით ვინმემ რაგბის მამებს... 185 დაბალი არ უნდა მიიღოთ რაგბზე ბავშვებში... და არ მომწეროთ ნუ პანიკობო , შოტლანდიაში იმედია უკეთესად ითამაშებენ :))
erevani1
31 აგვისტო 2019 22:12
3
არ ვართ მაინცდამაინც მაღალი ერი ხლა და
rasa
01 სექტემბერი 2019 07:12
2

სიახლეები პოპულარული