საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში დამარცხების (10:44) შემდეგ ისაუბრა:
"მესმის გულშემატკივართა იმედგაცრუებისა, რადგან ჩვენც ასე ვგრძნობთ თავს. პირველი 30 წუთი ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ეს გასაანალიზებელია. გამოსასწორებელი გვაქვს დაშვებული შეცდომები, სათამაშო დისციპლინა, განსაკუთრებით თამაშგარეებთან დაკავშირებით. როგორც მიშამ (ნარიაშვილი) თქვა, ეს მატჩი მალე უნდა დავივიწყოთ და განვაგრძოთ წინსვლა.
მეტოქემ წნეხის ქვეშ მოგვაქცია, დავუშვით შეცდომები. პირველ 20 წუთში თმაშგარედან დაშვებული შეცდომების გამო მივიღეთ ქულები ჩვენს ჩათვლაში. ამ თამაშიდან რაც უნდა გვესწავლა, ამას აუცილებლად ვისწავლით. თან, პირველად ხდება ჩვენს შემთხვევაში, რომ
ტიერ 1-ის ნაკრებს ვეთამაშეთ და 1 კვირაში ისევ ტიერ 1-ის გუნდს ვხვდებით და იმ შეხვედრაში ვაჩვენებთ, რაც მოგვცა დღევანდელმა შეხვედრამ.
პირველი წუთების ჩაგდების მიზეზი ის არის, რომ ასეთი თამაშები გვაკლია. პირველი 20 წუთი ტიერ 1-ის გუნდი ეთამაშებოდა ტიერ 2-ის გუნდს. ბევრი ასეთი შეხვედრა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თამაშები გავათანაბროთ და ასეთი უპირატესობა მეტოქეებს აღარ ჰქონდეთ.
ჩვენ ვცდილობდით შეხვედრაში სიტუაციის გამოსწორებას. ვცდილობდით შეტევასა და დაცვაში კარგად თამაშს.
გორგოძესთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ სასელექციო შეხვედრა გვექნება, ვისაუბრებთ, გადავწყვეტთ და ორშაბათს გამოვაცხადებთ მსოფლიო თასზე გასამგზავრებელი გუნდის შემადგენლობას.
გორგოძესთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ სასელექციო შეხვედრა გვექნება, ვისაუბრებთ, გადავწყვეტთ და ორშაბათს გამოვაცხადებთ მსოფლიო თასზე გასამგზავრებელი გუნდის შემადგენლობას.
ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის საქართველოში გატარებული დრო შესანიშნავი პერიოდი იყო. ჩვენი ოჯახისთვის, საქართველო საკუთარი ქვეყანაა. არ მინდოდა ჩემი ბოლო შეხვედრა საქართველოში ასეთი ანგარიშით წაგვეგო. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში რაგბის საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს. მათ შრომის დაფასებაც იციან, პატივისცემაც. ჩემს მიმართ სულ დადებითად იყვნენ განწყობილები და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო".
იმედია ფედერაცია სწორად შეაფასებს დაშვებულ შეცდომებს და მაღალი დონის სპეციალისტს მონახავენ ვისაც ექნება სანაკრებო გამოცდილება და პიარზე და მხოლოდ ლაყბობაზე არ იქნება გადასული!!!!
წარმატებები ჩვენს ბიჭებს :)
ან ამ კრიტიკას რა აზრი აქვს ან ქებას, იციან ტავისი საქმე და გააკეთებენ გასაკეთებელს. არ უნდა ეს უშინაარსო ბელეტრისტიკა.
რაც შეეხება 20 წლიანებს თუ სხვა მომავალ დიდ რაგბისტებს უთქვენოდაც მოვლენ ნაკრებში, თქვენს გარეშეც გააკეთებენ გასაკეთებელს.
თავს იბრმავებთ. მეცამეტე გუნდი ვართ რაგბის სამყაროში და ფეხბურთში ასეულს მიღმა. მეტი სიცხადე რა უნდა იყოს? რა მოედნების დაბრუნება და რა მწვრთნელის გამოცვლა? აუჰჰ, შოტლანდიამ როგორ მოგვიგო თურმე.
დაშოშმინდით. წავა ერთ თვეში ჰეიგი და მერე "ამტვრიეთ კაკალი" ვის ჩავაბაროთ გუნდიო და დააყრით კიდეც ერთმანეთს არა მე "ეს" მომწონს მწვრთელად და არა მე "ის"-ო. აგერ გნახავთ ქიშპობაში ჩაბმულებს - უკუ შედეგის მოლოდინში.
სერიზულად ამტკიცებთ, რომ სამართლიანია პასების ნაკრების მწვრთელის კრიტიკა? ქართველმა ლეგინერმა, ნაკრების წამყვანმა მოთამაშემ ჰეიგისგან უნდა ისწავლოს პასი და და ბურთის დაჭერა?
ლეგიონერი - პასს რომ ვერ აწვდის და გურთი უვარდება ჰეიგის გამოსასწორებელია? ასეთ რაგბისტებზე აგებენ ნაკრებებს ტოპ გუნდები?
მთავარ მწვრთელს რა ტაქტიკას თხოვთ, როც ბურთით ვერ მუშაობენ მოთამაშეები? ამათზე როგორ უნდა ააწყოს რამე სქემა - ნორმალური სქემა?
მითამაშია რაგბი და ამიტომ ზუსტად გებნებით - მთავარ მწვრთელს არ ევალება ელემენტების სწავლება, ეს უკვე უნდა იყოს მოთამაშის პრაქტიკაში.
აბა ფეზბურთელს უნდა ასწავლოს ბურთის ტრებამნაკრების მწვრთელმა? ამას ამტკიცებთ?