მილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში დამარცხების (10:44) შემდეგ ისაუბრა:

"მესმის გულშემატკივართა იმედგაცრუებისა, რადგან ჩვენც ასე ვგრძნობთ თავს. პირველი 30 წუთი ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ეს გასაანალიზებელია. გამოსასწორებელი გვაქვს დაშვებული შეცდომები, სათამაშო დისციპლინა, განსაკუთრებით თამაშგარეებთან დაკავშირებით. როგორც მიშამ (ნარიაშვილი) თქვა, ეს მატჩი მალე უნდა დავივიწყოთ და განვაგრძოთ წინსვლა.

მეტოქემ წნეხის ქვეშ მოგვაქცია, დავუშვით შეცდომები. პირველ 20 წუთში თმაშგარედან დაშვებული შეცდომების გამო მივიღეთ ქულები ჩვენს ჩათვლაში. ამ თამაშიდან რაც უნდა გვესწავლა, ამას აუცილებლად ვისწავლით. თან, პირველად ხდება ჩვენს შემთხვევაში, რომ
ტიერ 1-ის ნაკრებს ვეთამაშეთ და 1 კვირაში ისევ ტიერ 1-ის გუნდს ვხვდებით და იმ შეხვედრაში ვაჩვენებთ, რაც მოგვცა დღევანდელმა შეხვედრამ.

პირველი წუთების ჩაგდების მიზეზი ის არის, რომ ასეთი თამაშები გვაკლია. პირველი 20 წუთი ტიერ 1-ის გუნდი ეთამაშებოდა ტიერ 2-ის გუნდს. ბევრი ასეთი შეხვედრა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თამაშები გავათანაბროთ და ასეთი უპირატესობა მეტოქეებს აღარ ჰქონდეთ.

ჩვენ ვცდილობდით შეხვედრაში სიტუაციის გამოსწორებას. ვცდილობდით შეტევასა და დაცვაში კარგად თამაშს.

გორგოძესთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ სასელექციო შეხვედრა გვექნება, ვისაუბრებთ, გადავწყვეტთ და ორშაბათს გამოვაცხადებთ მსოფლიო თასზე გასამგზავრებელი გუნდის შემადგენლობას.

ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის საქართველოში გატარებული დრო შესანიშნავი პერიოდი იყო. ჩვენი ოჯახისთვის, საქართველო საკუთარი ქვეყანაა. არ მინდოდა ჩემი ბოლო შეხვედრა საქართველოში ასეთი ანგარიშით წაგვეგო. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში რაგბის საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს. მათ შრომის დაფასებაც იციან, პატივისცემაც. ჩემს მიმართ სულ დადებითად იყვნენ განწყობილები და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო".

მკითხველის კომენტარები / 50 /
მჯერა, რომ მსოფლიოზე დიდ სენსაციას გამოვაცხობთ და ამის ობიექტური საფუძველი მაქვს.ხალხო 22–25 წლის წინ საქართველოში 10 დან 9 ამ არ იცოდა რაგბი რა იყო დღეს იმაზე გვწყდება გული რომ შოტლანდიას თანაბრად ვერ ვეთამაშებით :))) რაგბი არის საქართველოში ერთადერთი სწრაფად განვითარებადი სახეობა, ყველაფერი მაგრად იქნება.
ნიკა
15:43 01-09-2019
5
ეგ არ ვიცი მაგრამ D სექტორის შესასვლელში რომ მარაზმი იყო და ხალხს წესიერად არ უშვებდნენ ეგ ფაქტია! თითქმის ერთი საათის მისული ვიყავით რომ თამაშზე ნახევარზე მეტი იყო გასული რომ შევედით როგორღაც.ჰიმნსაც კი ვერ მოვუსმინეთ და მიზეზი იყო ის რომ გაუმართავი იყო შესასვლელი კარები.ამაზე პასუხს არავინ აგებს,სტადიონზე კი გინდათ რომ მოვიდეს ხალხი.ჭყლეტვა და უბედურება იყო 40 წუთის განმავლობაში და მე პირადად მანდ მომსვლელი აღარც ვარ! დამავიწყდა,ეს ხომ საქართველოა!
გეგი
14:12 01-09-2019
1

სიახლეები პოპულარული