მიხეილ ნარიაშვილი: თქვენ ფიქრობთ, საქართველომ 10 შერკინებიდან 10-ვე უნდა მოიგოს?!...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა, შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში დამარცხების (10:44) შემდეგ ისაუბრა:

"მიუხედავად ანგარიშისა, უფრო დიდი მოლოდინი გქვონდა ამ თამაშის მიმართ და გვეგონა, უკეთესი შედეგი გვექნებოდა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვითამაშეთ პირველი შეხვედრა და დამღლელი საწვრთნელი პროცესის შემდეგ. შოტლანდიამაც პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო საფრანგეთში, თუმცა 1 კვირის წინ სახლში დაამარცხა ფრანგები.

ეს თამაში მალე უნდა დავივიწყოთ და შემდეგ შეხვედრაზე გადავერთოთ. თქვენ ფიქრობთ, საქართველომ 10 შერკინებიდან 10-ვე უნდა მოიგოს? გმაადლობთ, თუ ასეთი კარგი წარმოადგენა გაქვთ ჩვენზე,  ჩვენც საკუთარი თავიდან
ამას მოველით. თუმცა, მეტოქე უნდა გავითვალისწინოთ, შეუძლებელია ყველა შერკინება მოვიგოთ. შეხვედრებზე სხვადასხვა მსაჯები არიან, განსხვავებულად გვიდგებიან შერკინების მორაგბეებს. დღევანდელ მატჩში, მოსამზადებელი ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი შერკინება ჰქონდა. თამაშის მერე საუბარი დეტალებზე ძალიან ძნელია, თუმცა აშკარად გვქონდა კარგი მომენტები და უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო.

უბედნიერესი ვიქნებოდი, რომ დღეს კაპიტანი მერაბ შარიქაძე ყოფილიყო, თუმცა ისე მოხდა, რომ გუნდი დღეს მე გავიყვანე მოედანზე. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელებს, რომლებმაც დამაფასეს, რადგან 6-თვიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი. მე ვეცადე დადებითი მუხტი შემეტანა ბიჭებთან გასახდელში. სამწუხაროდ, შედეგზე ეს არ აისახა, თუმცა როგორც მილტონმა თქვა, ვეცდებით შოტლანდიაში გასამართი შეხვედრა ჩვენთვის უკეთესი ანგარიშით დასრულდეს."


altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 40 /
ოპტიმალური , კარგი შემადგენლობაა.. ცუცქირიძეზე ყველაზე მეტად დამწყდა გული თუმცა კი გირგოძის დაბრუნება ალბათ ზე მოტივაციაა გუნდისთვის.. ფულბეკი ფაქტიურად არ გვყავს მათიაშვილი არ არის სანაკრებო დონის, თუმცა კი სხვა შემცვლელი არ გვყავს.. წარმატებები გუნდს და დიდი იმედებით მსოფლიო თასზე.
მამაქალაქელი
02 სექტემბერი 2019 22:13
0
უფრო სწრაფი თამაში და დისციპლინა გვჭირდება! სხვაგვარად უკეთეს მომავალზე ფიქრი ჯერ ნაადრევია,თანამედროვე რაგბში რაიმე წარმატების მიღწევა ამის გარაეშე შეუძლებელია.წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს შოტლანდიის ნაკრების დონის გუნდს ტოლსწორად რომ ეთამაშები და არა ასე...იაპონელებმა თუ შეძლეს ამის მიღწევა ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ?
+
02 სექტემბერი 2019 04:49
0
1-დღესვე უნდა გადადგეს ჰეიგი
2-დროებით მსოფლიოს ბოლომდე დაინიშნონ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები რადგან მათი რაგბისადმი ბევრად პროგრესულია ვიდრე მელიტონის!!
ჩვენი ნაკრები თამაშობს მეოცე საუკუნის რაგბს...ახალგაზრდულები კი თანამედროვეს!!!
3-მწვრთნელის ფუნქცია: არ არის მარტო ზამენების კეთება მატჩის დროს, და 10 წლის მაძილზე ერთიდაიგუვე ხალხის გამოძახება!!!...პატარა აზროვნებაც მოეთხოვება..
4-იგივე ითქმის ზოგიერთ მოთამაშეზეც...
თანამედროვე რაგბი არის-- სწრაფი აზროვნება და სწრაფი თამაში რაც ჩვენ არაგვაქ...
5-ამიტომ სანამ დროა გადადგეს ჰეიგი მოვიდნენ ახალგაზრდების მწვრთნელები და მოახდინონ ის ოდნავი ცვლილებები რაც მესწრება ასე მცირე დროში...თორე მსოფლიოზე გველის მართალია ბიჭების თავდაუზოგავი თამაში მაგრამ ტაქტიკური ჩამორჩენულობის გამო ყველა თამაშის მარცხით დამთავრება!!!
დროა სასწრაფო ცვლილებების!!!
ამაზე ცუდად ვაბშე უმწვრთნელოდ რო ვიყოთ მაინც არ ვითამაშებთ!!! ამიტომაც ჰეიგი არის დღესვე მოსახსნელი!!!
სპორტ ფაზა
გამოხმაურება
31 აგვისტო 2019 23:14
getanxmebi yvelafershi 1 garda.melitona msoflioze unda iyos.bevrad uketesad itamasheben vidre amxanagurebshi.
beduini
01 სექტემბერი 2019 23:39
7
ა) პირველი და მეხუთე მუხლები - მეორდება და შინაარსით ტავტოლოგიაა
ბ) მეორე მუხლში წინადადებას აკლია ზმნა (სავარაუდოდ გამოტოვებულია სიტყვა "ნიდგომა" ან სხვა მოქმედების გამომხატველი სიტყვა)
გ) მესამე მუხლში არის გამოყენებული ბარბარიზმი - "ზამენა" (რაც ქართულად ნიშნავს"შეცვლას")
დ)მეოთხე და მეხუთე მუხლები შედგენილია არასწორად (წინადადებები არ გამოხატავენ დასრულებულ აზრს).
ე) ტექსტში უხვად გვხვდება ბარბარიზმები და ენობრივი დარღვევები. მაგალითად: "ზამენის კეთება", "არაგვაქ", "მესწრება", "თორე", "ვაბშე" "რო ვიყოთ" და სხვა.

ვისწავლოთ ქართული ენა და მოვუფრთხილდეთ ჩვენს ამ აუწონავ საგანძურს
აკაკი შანიძე
02 სექტემბერი 2019 02:05
0
საქართველოში რაგბის განვითარება მხოლოდ იმიტომ მოხდა რომ რუსებს მოუგონ, აბა სხვა ვერაფერში უგებენ და რა ქნან?
ვერა
01 სექტემბერი 2019 19:44
9
მიშა ხარ?
kote
01 სექტემბერი 2019 23:24
0

სიახლეები პოპულარული