გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

AutoSharing Option
ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.

მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 79 /
ის მოვლენა, სამწუხაროდ ჩვეული გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც ჩემს უდიდეს პატივისცემას იმსახურებდნენე როგორც სპორსტმენები, ახლა მხოლოდ სინანულის და სირცხვილის გრძნობას იწვევენ რადგანაც მოინდომეს პოლიტიკოსობა, პარალმენტარობა,
ფედერაციის თავჯდომარეობა და მათი უნამუსო და ქვენისთვის მხოლოდ ცუდის მომტანი მოღვაწეობა მავიწყებინებს მათ მართლაც დიდ სპორტულ წარსულს.
ამ ბოლო პერიოდში, პირადადა ჩემთვის მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ვაჟკაცური სპორტის
რაგბის მოთამაშეებიც სულ უფრო ხშირად არასასიამოვნოდ მაკვურვებენ...ირაკლი აბუსერიძეს არაკაცური საქციელები, ჩაწერები და ა.შ ახლა ჩხაიძის სიტყვები...ჰეიგი მართლაც სულ რომ უვარგისი იყოს, გადამწყვეტი ბრძოლების წინ მხედართმათავარის ლანძღვა გინება, თანაც არა პირში , არამედ პრესაში.... თანაც უბედურება ის არის რომ ჩხაიძის სიტყვეს ნაკლრების წევრები კითხულობენ და ჩხაიძეს პატივს სცემენ და მის სიტყვებზე ბევრი დაფიქრდება...ეს კი ნიშნავს რომ იფიქრებს ჩხაიძის სიტყვებზე და არა ჰეიგის დარიგებებზე... ხალხნო სპორტსმენები ხართ თუ ვინ?
ქართველი ადამიანი
03 სექტემბერი 2019 11:15
2
შე გრძელო და ჭკუა მოკლე კაცო, კვირიკაშვილს მე-5 მსოფლიო ჩემპიონატი კი არა, გლდანის მე-5 საკანი მოუხდებოდა და რადგან არ ასრულდა, იქნებ ცოტა ხნით მაინც, ვიღაც ვიღაცეების თვალსაწიერიდან გამქრალიყო. გთხოვთა უცვლელად დადოთ, ჰეიგი არ არის ასე უმოწყალოდ გასაწირი კაცი.
ალალე
03 სექტემბერი 2019 14:32
2
მელიტონა ბევრად გჯობიათ კაცობაში ქართველობაში თქვე ჭორიკანა კაცებო. მამუკ დაალაგე სიტუაცია თორა მაგრა აიშვეს
Racha
03 სექტემბერი 2019 14:24
2
ეს ფხიზელზე დაწერილს არ ჰგავს!
ირაკლი
03 სექტემბერი 2019 17:15
2
ეს საწყალი ბინგო არაუშავს რაგბისტი იყო მარა ცოტა ჭკუაში უჭირს, ყველას ვისაც რაგბი ესმის ვიცით რო მილტონა არ არის მაღალი დონის მწვრთნელი მაგრამ ... ცოტა დაინახეთ რაღაცა რა ??? დისციპლინა დააყენა გუნდში პირველ რიგში დაახვევინა ისეთ მორაგბეებს სპორტსმენობას ძველბიჭობას რო უთავსებენ და ა. შ. მეკოს რაც შეეხება დაბერდა კაცი რა რათ უნდა მაგს ბინგო და მილტონა ვერ ატყობთ , თუ ვერ ატყობთ გორგოძეს შეეკითხეთ და არ გინდათ ეს ბიგოსნაერებთან ჭორაობა ფასებუკში)))
Burdzgla
03 სექტემბერი 2019 16:43
2
სიმბოლური თვალსაზრისით კარგი იქნებოდა კვირიკაშვილის წაყვანა, მაგრამ ჩემი აზრით მისი ადგილი არც არასდროს არ ყოფილა ძირითადში.
შეტევა
03 სექტემბერი 2019 09:07
6
ისე, ერთი სამსოფლიოთასო ვინმე უნდა გვყავდეს. არ არის აუცილებელი, თამაში იცოდეს - უბრალოდ, ყველა მსოფლიო თასზე უნდა ვატაროთ და - ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს - სიცოცხლის ბოლოსთვის კი იქნება ერთადერთი კაცი მსოფლიოში, ვინც 15 მსოფლიო თასში მიიღებს მონაწილეობას... მარა მილტონას ამას შეაგნებინებ?! ))
გელა
03 სექტემბერი 2019 15:16
3
multonis mimart zalian bevri kitxva da pretenzia mak rogorc gulshematkivars, magram chxaizis sakcielze erti es shemizlia vtkva SAMARCXVINO xar!
giorgiT
03 სექტემბერი 2019 17:46
1
ამდენი წელი ეს კაცი ეროვნული ნაკრების მწვრთნელია ნაკრების სადაც შენც თამაშობდი თუ მთელი ეს დრო არაკაცი იყო აქამდე სად იყავი?თუ ეხლა შეეშალა (ჩემი აზრით არ შეშლია) ამის გამო როგორ ლაპარაკობ ესე შე კარგო კაცო?
dat
03 სექტემბერი 2019 13:22
2
სანამ საქართველოს ნაკრებში აიღი მიეძალეს პრინციპი არ დაიმსხვრევა მანამდე არაფერი გვეშველება.მოკიდებენ ამ ბურთს ხელს და აწვებიან ჯიქურ უნდათ მთელი მოწინააღმდეგის გუნდი გადაჯეგონ.სწრაფი მოთამაშეები ძალიან ცოტა გვყავს.
misha
03 სექტემბერი 2019 06:33
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული