გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

AutoSharing Option
ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.

მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 79 /
დავიღუპეთ,

დავით ხოჭოლავას მხარი ამოუგდია და ნაკრებს ვერ დაეხმარება.
ddgfdf
03 სექტემბერი 2019 02:42
11
კომენტარების ნაწილი წავიკითხე და გაოცება ჯანდბას ევროპულად აღვფოშდი თუ როგორაა შევშფოთდი .... რა ღვაწლი რის დამსახურება აბა მიდით და მაგ თქვენ მელიტონას ( გურულოოო) სცადეთ და ხელფასი დაუგვიანეთ 3-4 დღით სტრასბურს არ გაკმარებთ პირდაპირ ჰააგაში გექნებათ საქმე როგორც სამხედრო დამნაშავეებს ....და როდის მერე გახდა სპოტსმენის ეს თუ ის მიღწევა მისი საკუთრება ... კალაძეს ორჯერ ლიგა ან ზაზას ორი ბეჭედი რაც ძველ საბჭოთა სივრცეში მხოლოდ ქართველებს აქვთ ....რა მხოლოდ მაგათი პირადი მიღწევააა ...თუ რა ეს კაციც მესამე იქნებოდა მსოფლიოში ვინც ხუთჯერ ითამაშა არ იქნებოდა საამაყო ...და ზოგიერთს კიდევ რას ეძახით ძველ დროში დაბრუნებას ....ან ვინ ხართ ამას რომ წერთ ჩადით სტამბოლში და მათ პირში უთხარით მე ვარ ბატონო ახალი დროს წარმომადგენელი სადაც ყველგან და ყველაფერში უსამართლობაა ქუჩის ერთ მხარეს ცისფერების პარადია მეორე მხარეს კი ვითომ “ვაჟკაცები” ნაცისტების სიმბოლიკებით მამლებიცით ყოყოჩობენ იგინებიან მაგრამ სინმდვილეში ორივე მხარე ერთი ჯიბიდან ფინანსდებიან ...ასევე ისინიც სადაც ნარკომანების მიტინგი რომ არის არც ის დაგავიწყდეს თუ ვინები გყავთ ამ ახალ დროში ტელევიზიებში და როგორ გასწავლალიან @სწორად “ ცხოვრებას ბუჩქებში შეძრომას როგორ აცილებს ზოგიერთები თავიანთ დაიკოებს ირანულ კლუბებში და მათ შესვლის .......იც არ აქვს ან როგორ ცხოვრობთ ქეიფობთ და მერსედეს-ბმვ-ებით შემდეგ კისერს იტეხავთ დედიკოს ან მამიკოს ნაწვალებ-ნატანჯ ნაშოვნ გზავნილებზე თუ როგორ ჩეხავენ დანებით ერთმანეთს სკოლის მოსწავლეები და მერე მიტინგობენ ჭირისუფლები ...ეს ყვალეფერი მოუყევით იმ ხალხს ასიანი ვიცი რომ შეეცოდებით და იმის მაგივრად რომ პასუხი მოგთხოვოს ახა უკანა გზის ფული შე საცოდავო და აქ მაინც შეგვეშვითო !!!! ისე აქცენტის გაკეთება ადამიანის ფიზიკურ ნაკლზე მართლაც მიუღებელია მაგრამ დანარჩენში მართალია ეს კაცი !!!! ხომ რა ღვაწლიო ვისაც ახლა ვუგებთ მაგამდისაც ვუგებდით ვისაც ვერა ვერც ახლა ვუგებთ ...ხოლო უმადურობაზე ადამიანს იჭირავენ და ასამართლებენ მაშინ როდესაც რამეს დააშავებს და არა აკვანში როდესაც ჩაიდინა უსამართლობა მაშინ მიმართეს და თქვენ რა იცით ადრე უთხრა თუ არა ...ვფიქრობ რომ ბევრჯერაც ეტყოდა მანამდისაც არ გავს ჩვენი რაგბისტები უვაჟკაცოებს რომ მელიტონასი შეშინებოდათ და არ ეთქვათ თუ კი იყო სათქმელი რა თქმა უნდა...იმედია არ დაბლოკავთ დემოკრატია იმის არის რო ყველამ გამოთქვას თავისი აზრი ამა თუ იმ თამაზე თორემ რა გამოვა ზოგიერთს აქვს თქმის უფლება და ზოგიერთს არა ..? თან ჯაბაასში იბადება სიმართლე ...
რა გჭირთ ხალხნოოოო
03 სექტემბერი 2019 15:38
42
თან დემაგოგობ და თან რაღაცეები არ იცი. ზაზას ორი ბეჭედი აქვსო, ამბობ და ეს ძველ საბჭოთა სივრცეში არავის უქნიაო... შენ უკრაინელი მედვედენკოს შესახებ გაგიგია რამე, რომელმაც "ლეიკერსთან" ერთად ორჯერ იჩემპიონა ?
vaxo
03 სექტემბერი 2019 16:01
2
ჩხაიძე-100%!
გივი-გია
03 სექტემბერი 2019 12:56
46
მეხუთე და მეათე არ ვიცი, მაგრამ მეკო ბარე ორს სჯობს მაგ ნაკრებიდან როგორც მოთამაშე.
D.N.
03 სექტემბერი 2019 10:40
30
აქაც კიდევ ერთი უსამართლობაა ...იქ ხარაიშვილი აქ კი კვირიკაშვილი ...თუ კი მართლაც არ უმკურნალეს თუ კი მართლაც ისტორიულ მომენტთან გვაქვს საქმე თუ კი ამ კაცს ძირითადად ჯარიმები და გარდასახვები ავალია რასაც მშვენიარად აკეთებდა და გააკეთებდა კიდევ ...რა უბედურება გახდა 31 კაცში რომ მისი ადგილი არ მოიძებნა ...მითუმეტეს როდესაც ჯგუფში ისეთი მეტოქეები გყავს ძირითადად რომ თითქმის ტურისტებად მიდიხართ იქ ...ერთ ისტორიული შედეგის დადება შეგეძლოთ და ისიც დაკარგეთ სპეციალურად ...აბა ვისთან ვართ მომგები უელსს თუ ავსტრალიას ...ფიჯი დძააან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის და კანადასთან კი თუ კი ითამაშებდა ეს კაცი რა დაშავდებოდა ამით ...მაგრამ ვიღაცას არ აწყობდა რომ ქართველიც ყოფილიყო ხუთჯერ მსოფლიო თასის მონაწილე ეს ხომ მესამე შემთხვევა იქნებოდა ისტორიაში ...რა გვჩირს ნეტავ ასეთი რომ ყველგან და ყველაფერში უსამართლობა ხდება და თანაც მართლმადიდებელ ქვეყანაში ...!!!
რა გვჩირს ნეტავ
03 სექტემბერი 2019 13:45
29
გეთანხმები თურმე ჯოჯოხეთში კრება იყო ეშმაკების და გაიგეს რომ მეკო მე-5 მსოფლიოზე მიდიოდა რითაც ჩრდილი მიადგებოდა კათოლიკე რაგბისტების მიღწვებს და მასონებს დაავალეს რომ ჩაეშალათ ეს ყველაფერი, იმათმა ბიძოს იმან კიდე ბახტოს დააავალა. ბახტაძეც ადგა გორგოძეს დაურეკა ნაკრებში დაბრუნებაზე დაითანხმა და მელიტონა იძულებული გახდა მეკოსთვის გაეჩალიჩებინა. ასე იყო ერთმა წმინდა კაცმა ნახა სიზმარში.
semi
03 სექტემბერი 2019 17:27
2
თავად "რა გვჩირს ნეტავ"? ნორმალურია მტკიცება, რომ მსოფლიო შეთქმულებაა ქართველი რაგბის წინააღმდეგ?
დავითი
03 სექტემბერი 2019 15:41
1
ყველა გამოხმაურება
მელიტონი ახლა არ მოგწონთ?მან საქართველოს ნაკრები ძალიან მაღლა აწია და უძლიერესებამდე მიიყვანა,კი არ მიიყვანა მათ გააჯიბრა ,რომელზეც რამდენიმე წლის წინ ვერც ვიოცნებებდით,დაუნახავებო,საკუთარი კუჭფაშის მონებო,თვალახვეულებო,შეიძლება აწი უფრო მეტი განვითარება ჭირდება ჩვენ ნაკრებს,მაგრამ რაც მელიტონმა გააკეთა ჩვენი ნაკრებისათვის მადლობას რატომ არ უხდით?უმადურობა გჭირთ?
ზასტაველი
08 სექტემბერი 2019 12:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული