6 სექტემბერს, მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 9:36 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ტოლ-სწორად მხოლოდ პირველი ტაიმი ეთამაშა.
პირველი შეხვედრის წინ, შოტლანდიელთა მწვრთნელმა გრეგორ ტაუნსენდმა არ დამალა, რომ მეტოქის თამაში კარგად შეისწავლა და მისი ნაკლოვანებები ჩინებულად გამოიყენა კიდეც.
ამ მხრივ, საქართველოს ნაკრები მოუმზადებელი აღმოჩნდა, თორემ ანგარიში რეალურად ნამდვილად არ ასახავდა გუნდებს შორის კლასში რეალურ სხვაობას, რომელიც, რა თქმა უნდა, არსებობს.
პირველი ტაიმის პირველ ნახევარში დადებული ლელოს შემდეგ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ისევე როგორც მრავალ სხვა შეხვედრაში, ბოლოს სკოტებსაც გავტეხავდით, რაც არ მოხდა.
აქედან გამომდინარე, ედინბურგულ მატჩში პირველ რიგში მნიშვნელოვანი არა შედეგი, არამედ მილტონ ჰეიგის და მისი კრებულის შეცდომებზე სწორი რეაგირება გახლდათ და ის, აქვთ თუ არა ამის უნარი და მომატების პოტენციალი.
პირთამდე სავსე 67-ათასიან "მარიფილდზე" პირველ ტაიმში თანაბარი თამაშისას მე-17 წუთზე პრაისმა სწრაფი კონტრშეტევისას ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს. საპასუხო იერიშისას ჩვენმა გუნდმა საჯარიმო მოიპოვა და აბჟანდაძემ ანგარიში 3:5 გახადა. ამას მასპინძელთა ლელო და გაცუდებული გარდასახვა მოჰყვა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.
საქართველოს ნაკრები წინა შეხვედრისგან განსხვავებით, გაცილებით დისციპლინირებულად თამაშობდა (ნაკლებად ჯარიმდებოდა), მეტოქეც აქედან გამომდინარე, შეცდომებს უშვებდა და პირველი ტაიმი 9:10 დასრულდა.
მეორე ტაიმში შოტლანდია უპირატესობას დაეუფლა, ჩვენი გუნდის შეცდომების შედეგად ოთხი ლელო და სამი გარდასახვა მიითვალა, საქართველოს ნაკრებმა სახიფათოს შეტევაც ვერ შეძლო, ლელოს შანსიც არ ჰქონია და 9:36 წავაგეთ.
საქართველოს ნაკრები იაპონიაში მსოფლიო თასზე საასპარეზოდ ლონდონიდან 8 სექტემბერს გაემგზავრება, სადაც პირველ მატჩს 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავს. ლონდონში გუნდს მამუკა გორგოძე შეუერთდება.
ნაკრებოი აშკარად პროგრესს განიცდის: 2011 წ მსოფლოზე შოტლანდიასთან სულ 9 ქულით წავაგეთ, ხოლო 2007 წელს ირლანდიას კინაღამ მოვუგეთ (მგონი 4 ქულით წავაგეთ). ის გუნდი ჯობდადღევანდელს