მხოლოდ 1 ტაიმი მარიფათიანად "მარიფილდზე" - "ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 სექტემბერს, მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 9:36 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ტოლ-სწორად მხოლოდ პირველი ტაიმი ეთამაშა.

პირველი შეხვედრის წინ, შოტლანდიელთა მწვრთნელმა გრეგორ ტაუნსენდმა არ დამალა, რომ მეტოქის თამაში კარგად შეისწავლა და მისი ნაკლოვანებები ჩინებულად გამოიყენა კიდეც.

ამ მხრივ, საქართველოს ნაკრები მოუმზადებელი აღმოჩნდა, თორემ ანგარიში რეალურად ნამდვილად არ ასახავდა გუნდებს შორის კლასში რეალურ სხვაობას, რომელიც, რა თქმა უნდა, არსებობს.

პირველი ტაიმის პირველ ნახევარში დადებული ლელოს შემდეგ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ისევე როგორც მრავალ სხვა შეხვედრაში, ბოლოს სკოტებსაც გავტეხავდით, რაც არ მოხდა.

აქედან გამომდინარე, ედინბურგულ მატჩში პირველ რიგში მნიშვნელოვანი არა შედეგი, არამედ მილტონ ჰეიგის და მისი კრებულის შეცდომებზე სწორი რეაგირება გახლდათ და ის, აქვთ თუ არა ამის უნარი და მომატების პოტენციალი.

პირთამდე სავსე 67-ათასიან "მარიფილდზე" პირველ ტაიმში თანაბარი თამაშისას მე-17 წუთზე პრაისმა სწრაფი კონტრშეტევისას ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს. საპასუხო იერიშისას ჩვენმა გუნდმა საჯარიმო მოიპოვა და აბჟანდაძემ ანგარიში 3:5 გახადა. ამას მასპინძელთა ლელო და გაცუდებული გარდასახვა მოჰყვა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

საქართველოს ნაკრები წინა შეხვედრისგან განსხვავებით, გაცილებით დისციპლინირებულად თამაშობდა (ნაკლებად ჯარიმდებოდა), მეტოქეც აქედან გამომდინარე, შეცდომებს უშვებდა და პირველი ტაიმი 9:10 დასრულდა.

მეორე ტაიმში შოტლანდია უპირატესობას დაეუფლა, ჩვენი გუნდის შეცდომების შედეგად ოთხი ლელო და სამი გარდასახვა მიითვალა, საქართველოს ნაკრებმა სახიფათოს შეტევაც ვერ შეძლო, ლელოს შანსიც არ ჰქონია და 9:36 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები იაპონიაში მსოფლიო თასზე საასპარეზოდ ლონდონიდან 8 სექტემბერს გაემგზავრება, სადაც პირველ მატჩს 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავს. ლონდონში გუნდს მამუკა გორგოძე შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 68 /
ანგარიში მეტყველებს მეტოქის უპირატესობაზე. ხშირად არის საჭირო ასეთებთან თამაში და მერე უნდა მოვითხოვოთ შედეგიც. ფაქტია, ჯერ ძალიან შორს ვართ ტიერ 1- ის გუნდებისაგან, არადა ცოდოა გუნდი ამ რაგბი ევროპაზე თამაშით.
: )))))))
07 სექტემბერი 2019 01:41
0
საფეხბურთო სამყაროსავით გაჭუჭუპუჭუება არის აშკარა საფრთხე დღევანდელი ქართული რაგბისთვის.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 01:33
11
ერთი ეს სიტყვა ამიხსენი და შენი მადლიერი ვიქნები
grani
07 სექტემბერი 2019 01:43
0
არ ვთხოვ შოტლანდიასთან, უელსთან ან ავსტრალიასთან მოგებას,ოღონდ მსოფლიოზე ურუგვაისთან და ფიჯისთან მოვიგოთ ეს იქნება ამ გუნდის გმირობა
giorgi
07 სექტემბერი 2019 01:28
1
მორჩა ბაირამობები, საქმეებია გასაკეთებელი გუნდურ სპორტებში.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 01:28
1
ბიჭებმა როგორ ყოველთვის იომეს. მადლობა. მილტონი მიდის გადაწყვიტილია. ყველანი ვინც იძახით რომ დროა წავიდეს ვინ უნდა იყოს ახალი მწვრთნელი ნუ მოგერიდებათ დაწერეთ.
გია
07 სექტემბერი 2019 01:27
0
ძალიან ადვილია მეგობრებო. გადაიტანა ჯარიმა აუტზე. მოიგო დერეფანი , მიაწვა, ლელო. 7 ქულაა ნაცვლად 3ისა.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 01:26
3
ყველაფერი რომ გაქვს და ერთი და იგივე შეცდომებს უშვებ 30 წელი ეგ უკვე მენეჯმენტის ბრალია.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 01:23
1
ეჭვი მაქვს,რომ მეორე ტაიმში ჩვენმა ბიჭებმა თავისი თამაში არ ითამაშეს,წინ ხომ მძიმე
და დაძაბული მსოფლიო თასის მატჩები გველის.შოტლანდილებთან ამ თამაშს მაინც კი წავაგებდით,ანგარიშს ხომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.ალბათ არ იყო საჭირო ჩვენი მომავალ მსოფლიო თასის მეტოქეებს დაენახათ,რომ შოტლანდიის დონის ნაკრებთანაც კი ტოლ-სწორად შეგვიძლია თამაში მთელი მატჩის მანძილზე.
+
07 სექტემბერი 2019 01:02
15
ავოეეე, რა დაძაბვა, რის თამაშები. სირბილი ამათ არ იციან, ხელით თამაში და დაიზლაზნებიან. 20-წლამდელები უნდა გაუშვა მსოფლიოზე და ჰეიგს პაკა დასვიდანია.
D.N.
07 სექტემბერი 2019 01:36
11
ფიზიკურად ძლიერი სპრინტერები არ გვყვავს.ვინმე გუნდში ას იარდს 10,5 წამში გარბის? ურუგვაის მოვუგებთ, ურუგვაის მოვუგებთ,უელსი შოტლანდიელებზე ძლიერებია,ავსტრალიაც.ფიჯიში ძალიან სწრაფი ბიჭები თამაშობენ.შერკინებით ვაჯობებთ?....
London
07 სექტემბერი 2019 01:01
3
ფეხბურთის მოედნები რომლებიც რაგბს გადაეცა ყველა უკლებლივ ფეხბურთს უნდა დაუბრუნდეს,
eke
07 სექტემბერი 2019 01:01
40

სიახლეები პოპულარული