მხოლოდ 1 ტაიმი მარიფათიანად "მარიფილდზე" - "ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 სექტემბერს, მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 9:36 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ტოლ-სწორად მხოლოდ პირველი ტაიმი ეთამაშა.

პირველი შეხვედრის წინ, შოტლანდიელთა მწვრთნელმა გრეგორ ტაუნსენდმა არ დამალა, რომ მეტოქის თამაში კარგად შეისწავლა და მისი ნაკლოვანებები ჩინებულად გამოიყენა კიდეც.

ამ მხრივ, საქართველოს ნაკრები მოუმზადებელი აღმოჩნდა, თორემ ანგარიში რეალურად ნამდვილად არ ასახავდა გუნდებს შორის კლასში რეალურ სხვაობას, რომელიც, რა თქმა უნდა, არსებობს.

პირველი ტაიმის პირველ ნახევარში დადებული ლელოს შემდეგ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ისევე როგორც მრავალ სხვა შეხვედრაში, ბოლოს სკოტებსაც გავტეხავდით, რაც არ მოხდა.

აქედან გამომდინარე, ედინბურგულ მატჩში პირველ რიგში მნიშვნელოვანი არა შედეგი, არამედ მილტონ ჰეიგის და მისი კრებულის შეცდომებზე სწორი რეაგირება გახლდათ და ის, აქვთ თუ არა ამის უნარი და მომატების პოტენციალი.

პირთამდე სავსე 67-ათასიან "მარიფილდზე" პირველ ტაიმში თანაბარი თამაშისას მე-17 წუთზე პრაისმა სწრაფი კონტრშეტევისას ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს. საპასუხო იერიშისას ჩვენმა გუნდმა საჯარიმო მოიპოვა და აბჟანდაძემ ანგარიში 3:5 გახადა. ამას მასპინძელთა ლელო და გაცუდებული გარდასახვა მოჰყვა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

საქართველოს ნაკრები წინა შეხვედრისგან განსხვავებით, გაცილებით დისციპლინირებულად თამაშობდა (ნაკლებად ჯარიმდებოდა), მეტოქეც აქედან გამომდინარე, შეცდომებს უშვებდა და პირველი ტაიმი 9:10 დასრულდა.

მეორე ტაიმში შოტლანდია უპირატესობას დაეუფლა, ჩვენი გუნდის შეცდომების შედეგად ოთხი ლელო და სამი გარდასახვა მიითვალა, საქართველოს ნაკრებმა სახიფათოს შეტევაც ვერ შეძლო, ლელოს შანსიც არ ჰქონია და 9:36 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები იაპონიაში მსოფლიო თასზე საასპარეზოდ ლონდონიდან 8 სექტემბერს გაემგზავრება, სადაც პირველ მატჩს 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავს. ლონდონში გუნდს მამუკა გორგოძე შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 68 /
აქ ზოგი ცუდს რატომ წერს ვერ გამიგია.. მსოფლიოზე რომ ვთამაშობთ ესეც კარგია..ზოგი რეგრესზე წერს.. როდესმე ვუგებდით შოტლანდიას და ახლა ვეღარ ვუგებთ? შოტლანდიას ბოლო 5 წელია უდიდესი პროგრესი აქვს.. ჩვენ 10 წლის წინ რუმინეთს ვერ ვუგებთით..ტონგას, სამოასა და ფიჯზე აღარაფერს ვამბობ..ზუსტად მილტონ ჰეიგის დროს მოვუგეთ ამ ნაკრებებს.. ახალი თაობაა და ბევრი კარგი ახალგაზრდა მორაგბე გვეზრდება.. ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.. ჯანსაღი კრიტიკა უნდა იყოს და არა ლანძღვა.. მხარდაჭერა რთულ მომენტებში და გულშემატკივრობა.. მსოფლიოზე ორი თამაში რომ მოვიგოთ ძალიან კარგი შედეგი იქნება!!! წარმატებები ბორჯღალოსნებს.. და იმედია კარგად და ღირსეულად ვეთამაშებით უელსს და ავსტრალიას!!!
zaali
07 სექტემბერი 2019 02:59
3
2 თამაშის მოგება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რომ არის და უელსთან და ავსტრალიასთან სამწუხაროდ სრული განადგურება მოსალოდნელი ასეთი თამაშით და ეგ გვაწუხებს. ეგ დიდი გზა შემოთ რომ არ მიდის კიდევ ეგ.
?
07 სექტემბერი 2019 08:31
3
არ ვარ რაგბში კომპეტენტური მაგრამ , იმხელა სხვაობა იგრძნობოდა თუნდაც ,,ტოლ-სწორ'' პირველ ნახევარში რომ რავიცი რაა.. იმათ 22 თან უკვე ბეტონის კედელი იყო აღმართული და ჩვენს ნახევარზე ტემპის ოდნავ მომატება ლელოთი მთავრდებოდა... არ ვაკრიტიკებ ჩვენს ნაკრებს ყოჩაღთ ბიჭებო მაინც.. ოღონდ 6 ერზე ბევრი აღარ ვილაპარაკოთ ხმამაღლა ტეხავს..
ქართველი
07 სექტემბერი 2019 00:27
8
სხვა რას და როგორ აგებს მკიდია,ჩვენ რომ ვაგებთ ეს არის ცუდი
იკო
07 სექტემბერი 2019 01:03
6
ტა რეხავს? სამხრეთ აფრიკამ იაპონიას 41-7 მოუგო, ინგლისმა იტალიას 37-0, რა ტეხავს?
ლევანი
07 სექტემბერი 2019 00:42
22
ვინც ფიქრობს, რომ რაგბის ყურებას აზრი არ გააჩნია,პუ;ტი აიღოს და სხვა არხზე გადართოს, ეს ხომ ძალიან მარტივია. რაც შეეხება წინწ და დღევანდელ მატჩებს, ბიჭებმა სული და გული ჩადეს, მოინდომეს, იბრძოლეს... ისე კი უნდა ვიცოდეთ, ბუხართან მსხდომო ნაცარქექიებო, სხვას ნიშნის მოგებით რომ ელაპარაკო, თავად უნდა წარმოადგენდე რამეს მაინც... ჩვენს ლომებს მინდა ვუსურვო წარმატებები! დარწმუნებული ვარ, არაერთ სიურპრიზს შემოგვთავაზებთ. ჭირიმე თქვენი!
დევნილი კოლხი
07 სექტემბერი 2019 00:53
16
ამათთან ამ ანგარიშით წაგება არაა კატასტროფა. ჩვენ იტალიას ვუტოლდებით და არა ამათ. ერთადერთი ხელმოსაჭიდი არგუმენტია იტალიის ექვს ერში ყოფნა და ჩვენი არა. ამიტო თუ რამის დამტკიცება გვინოდა მაკარონიკებისთვის უნდა მოგვეგო როცა გვქონდა შანსი. ახლა ერთადერთი გამოსავალია ასეთი დონის მეტოქეებთან რაც შეიძლება მეტი თამაში და მსოფლიოზე სენსაციების შეთავაზება. გული არ გაიტეხოთ ლომებო
ბაღდათსკი
07 სექტემბერი 2019 00:34
9
ფაქტია ვერ ვვითარდებით.ჰეიგი სწორედ რომ კარგ დროს მიდის,უფრო ადრედაც შეიძლებოდა.ნუ როცა მთელი ერი აჟიტირებულები ვართ ექვსი ერის ოჯახში შესვლაზე,სულ მცირე სირცხცვილი და შეურაცხყოფაა ესეთი ცალტვინური და პრიმიტიული თამაში და კატასტროფული ანგარიში
oto
07 სექტემბერი 2019 00:28
13
ანგარიში მეტყველებს მეტოქის უპირატესობაზე. ხშირად არის საჭირო ასეთებთან თამაში და მერე უნდა მოვითხოვოთ შედეგიც. ფაქტია, ჯერ ძალიან შორს ვართ ტიერ 1- ის გუნდებისაგან, არადა ცოდოა გუნდი ამ რაგბი ევროპაზე თამაშით.
: )))))))
07 სექტემბერი 2019 01:41
0
რას წუწუნებთ, აბა იტალიას ტავი არ გამოეყოფა და არც იაპონიას? 37-0 მოუგო დღეს ინგლისმა იტალიას? და სამხრეთ აფრიკამ იაპონიას მოუგო 41-7.

აბა იტალიამ და იაპონიამ რა უნდა თქვან? აღარ ითამაშონ? თქვენსავით ჰეიგს დააბრალონ?

ლევანი
07 სექტემბერი 2019 00:45
7
ასეთი სხვაობით წაგებები მსოფლიო თასის დაწყების წინ არაფერს ნიშნავს,ყველა ზემოთჩამოთვლილ წაგებულ ნაკრებებს შეუძლიათ სიურპრიზის შემოთავაზება,განსაკუთრებით მინდა გამოვყო იაპონიის ნაკრები-აღდგომაც და ხვალეო...!
....
07 სექტემბერი 2019 01:35
2
სიჩქარეები რო ჩევადაროთ ჩვენი და იმათი გამოდის ნოლშესტი და ფერარი, ამაშია მთავარი განსხვავება... მარტო აღება და მიძალება არაა რაგბი. თან მგონი ცოტა შიშიც აქვთ ტრავმა რომ არ მიიღონ. მერე ელოდე კიდევ ოთხ წელიწადი. ისე არაა ჩვენი საქმე ჯერ ეს ექვსი ერი, მაგრამ ამათ თუ არ ვეთამაშეთ ისე ვერ გაიზდება ჩვენი დონე, სხვა საქმეა თუ გვიკადრებენ...
Maximus
07 სექტემბერი 2019 02:39
2
არ ვთხოვ შოტლანდიასთან, უელსთან ან ავსტრალიასთან მოგებას,ოღონდ მსოფლიოზე ურუგვაისთან და ფიჯისთან მოვიგოთ ეს იქნება ამ გუნდის გმირობა
giorgi
07 სექტემბერი 2019 01:28
1
შევეშვათ ანგარიშსს და მხოლოდ თამაშზე ვკონცენტრირდეთ: პირველი ტაიმი კარგი იყო , თუ არ ჩავთვლით რომ ასეთი დონის გუნდებთან ხაზი რომ გაჭრილი გაქვს და 22-ში ხარ უკვე, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო, 15 ნომერი რომ ხაზს გაჭრის უნდა აყვე ძალიან სწრაფად და მათ 22-ში ფეხით გადაკიდებულზე ხაზი მწყობრად აწიო (შოტლანდია ისე სინქრონში წევდა თითქოს სუხიშვილების მოცეკვავეების ხაზი იყო) და არა ისე რომ კონტრშეტევა და ლელო მიიღო. შენს შეტევას პირდაპირ მეტოქეზე პასით არ უნდა ასრულებდე. შეცდომები ძალიან ბევრი გვაქვს როცა ბურთი ჩვენ გვაქვს და ეს არის ცუდი, ჩვენი თამაშის ხარისხი, გუნდურობა არ არის შესაბამის დონეზე თორემ ცალ-ცალკე თავს არ ზოგავენ და ცდილობენ ხელით თამაშსაც, მაგრამ ამ დროს რაღაც ქაოსურად ირევა გუნდი და მწვავე კონტრს ვიღებთ. ბურთს არ ვუფრთხილდებით და ისე ჩანს პასებს მხოლოდ პასებისთვის ვაკეთებთ და არა უპირატესობის მოსაპოვებლად. ჩვენი 22-ში მეტოქე თუ შემოდის ქულის გარეშე თითმის არ მიდის - დაცვის სიძლიერე რამ შეიწირა? 2015-ის პირველ თამაშში ტონგასთან ხომ ლამის ნახევარზე მეტი დრო ჩვენს 22-ში გავატარეთ და თავს მყარად ვიცავდით. რაღაც არ არის ისე რომ უნდა იყოს - შეთამაშება, გუნდურობა და რაღაცნაირად ერთიანობა აკლია გუნდს. ეს თამაში არ არის ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი და ამაზე მწყდება გული, თორემ ზელანდიასთან რომ წავაგეთ მაშინ არ ვყოფილვარ ასე - ჩვენი გუნდი იგრძნობოდა და დანარჩენი სუფთად კლასში სხვაობა იყო. იქნებ გორგოძენ დაუბრუნოს გუნდს ის სული, რაც ახლა ძალიან აკლია.
???
07 სექტემბერი 2019 02:19
2
დაადებილა ამ ზელანდიური სტილით მთლად გუნდი.ბანძ ნაკრებებს კი ვუგებთ ადვილად, მაგრამ ამათტან ხომ ხედავ უარესობაა. ამიტომ ჩვენი თამაში უნდა გვქონდეს. იმედია რაღაცას დავიტოვებთ და ჩვენს სტილს დავუბრუნდებით.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 02:32
7

სიახლეები პოპულარული