მილტონ ჰეიგი: შეცდომას ვუშვებდით და გონზე რომ მოვდიოდით, უკვე...

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/ლევან ვერძეული

"ბორჯღალოსანთა" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, "მარიფილდზე" შოტლანდიასთან გამართული მატჩი (9:36) შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ისაა, რაც საქართველოს ნაკრებს განვითარებისთვის ესაჭიროება.

"ტიერ1-ის გუნდთან ზედიზედ ორი თამაში, მორაგბეებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩვენ მეტი ასეთი შესაძლებლობა გვჭირდება, რათა მეტად გავიზარდოთ. თამაშის პირველ ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და ეს ანგარიშზეც აისახა.

მიმაჩნია, რომ შოტლანდიამ ფიზიკურად ვერცერთ მატჩში ვერ გვაჯობა. უბრალოდ, ისინი გადაწყვეტილებებს ჩვენზე უკეთ ასრულებდნენ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მეტოქის შეტევა ბევრად უკეთესი იყო და ქულებს იღებდა. ეს სწორედ ისაა, რაც მსოფლიო
თასის წინ, გასახურებელ მატჩებში გვჭირდებოდა" - თქვა ჰეიგმა.

ახალ ზელანდიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ნაკრების პროგრესისთვის აუცილებელია ფრანჩაიზის შექმნა, რომელიც კვირიდან კვირამდე ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებს:

"გამოცდილებისთვის ეს თამაშები ძალიან კარგი იყო, მაგრამ განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ფრანჩაიზის შექმნა, რომელიც რეგულარულად ითამაშებს მაღალი დონის გუნდებთან. ნაკრების ის ბიჭები, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ.

წარმოიდგინეთ რამდენად დიდი იქნება გაუმჯობესება, თუ ისინი კვირიდან კვირამდე მაღალი დონის მატჩებს ჩაატარებენ. ფრანჩაიზის სახით დიდ ტურნირებში მონაწილეობით, ყველა ვითარდება.

მაგალითად შოტლანდიელები, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ, მუდმივად ახერხებდნენ წნეხის შექმნას. ჩვენ ვუტევდით, ფაზებს ვკინძავდით, ამ დროს პატარა შეცდომას ვუშვებდით და გონზე რომ მოვდიოდით, უკვე კარს უკან ვიდექით გარდასახვის მოლოდინში და იმაზე ვფიქრობდით, რატომ მოხდა ასე".

2019 წლის მსოფლიო თასის წინ, "ბორჯღალოსნებმა" სამი მოსამზადებელი მატჩი გამართეს - პრო 14-ის სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზ "საუზერნ კინგსთან" და ორი შოტლანდიის ნაკრებთან.

გუნდი შოტლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში მიდის, სადაც მსოფლიო თასი 20 სექტემბერს დაიწყება, ხოლო "ბორჯღალოსნები" პირველ მატჩს 23 სექტემბერს, უელსის ნაკრებთან გამართავს; 29 სექტემბერს ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს ფიჯის ვხვდებით; ჯგუფურ ეტაპს კი 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან ჯახით ვასრულებთ.

altdailymail: გრეგორ ტაუნსენდის გუნდს ჯიუტი ქართველების ძლევა ძვირად დაუჯდა

altშოტლანდიელებმა მატჩის წინ საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს [VIDEO]

altმხოლოდ 1 ტაიმი მარიფათიანად "მარიფილდზე" - "ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან დამარცხდნენ [VIDEO]

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
ორივე ტაიმს პირველი ტაიმის მსგავსად რომ ითამაშებენ და რაც სამხრეთ აფრიკის გუნდთან გააკეთეს, ბოლო 15 წუთი მოწინააღმდეგე დაღლილი იყო და თამაში შემოაბრუნეს, ამის შემდეგ სერიოზულ წარმატებაზეც შეიძლება ფიქრი. ამის სწავლა შეიძლება და ამ გაზაფხულზე "ყოჩებმა" ეს შეძლეს და დამსახურებულად გადავიდნენ უმაღლეს ლიგაში. ვისაც არ სჯერა, რომ ამის სწავლება შემიძლია ვეტყვი, რომ არც "ყოჩების" რაგბისტებს სჯეროდათ როდესაც შევთავაზე, მაგრამ მთავარ მწვრთნელს და ხელმძღვანელობას სჯეროდა და ბოლოს სპორტსმენებიც კმაყოფილები დარჩნენ.
გუჯა კახაძე
07 სექტემბერი 2019 14:48
0
დიდი ხანია ევეუბნები ყველას ვისთანავ კავშირი მაქვს რომ მთელი გუნდი არასწორად დარბის, რაც უფრო მეტ ენერგიას ახარჯვინებს და ასევე არ აძლევს საშუალებას რომ საჭირო დროს სისწრაფე აკრიფონ. უკანა ხაზი სტატიკაშI იღებს ბურთს და ამის გამო ვერ ჭრიან ხაზს., დაცვაშიც სულ. მოშიშვლებულია ფლანგები და გუშინ კი მთელი შერკინება დალასლასობდა მეორე ტაიმში და დროულად არ ეხმარებოდა უკანა ხაზს დაცვაში რადგან ენერგია გამოცლილი ჰქონდათ.
niko
07 სექტემბერი 2019 17:57
0
სწორედ ეგ არის ის, რასაც ამდენი ხანია ვერ დავაყენეთ საშველი - მუდმივად შეტევაში ბურთის წინ გადავარდნა. იმიტომაცაა, ამდენ წვალებას ერთი შეცდომით ვყრით წყალში, რომელსაც ძლიერი მეტოქე ქულად აქცევს. მეტოქის ასეთივე შეცდომას კი ჩვენ ვერ ვიყენებთ. აურაცხელი ენერგია იხარჯება ტყუილად და როგორ უძლებენ მოთამაშეები ფიზიკურად ამდენს, ძალიან მიკვირს
!!!!
07 სექტემბერი 2019 14:47
2
ეს უცხოელი ნაკრების მწვრთნელები სულ აბრალებენ ჩვენი სპორტსმენების დაბალ კლასს მარცხებს.. ვერ გავიგე კონტრაქტს ხელს რომ აწერენ გონიათ ბრაზილიებს და ახალ ზელანდიებს აბარებენ?! ასე ფული იფლანგებოდეს და შედეგი 0 იყოს არ ვიცი რა.. აი გინდ ფეხბურთი და გინდ რაგბი.. ნუ ზუროსზე ვერაფერს ვიძახი კაცია კაცური
ქართველი
07 სექტემბერი 2019 14:35
17
პირიქით, ეს ჩვენ, ზოგიერთებს გვგონია, რომ თითქოს ვართ უკვე ახალი ზელანდიის დონეზე და ვითხოვთ პრეტენზიულად - რატომ არ დავდეთ ბეჭებზე შოტლანდია და ვლანძრვთ მწვრთნელებს.
.
07 სექტემბერი 2019 17:50
1
პოლიტიკა იცით რა არის?შესაძლებლობის გამოყენების ხელოვნება.ჰეიგამდე ერთი ციკლი ქართველმა მწვრთნელებმა მოამზადეს ნაკრები.მანამდე კი ნაკრების სათავეში კლოდ სორელი იდგა.სორელმა შესძლო და ქართველი რაგბისტები საფრანგეთის კლუბებში გაიყვანა,ნაკრები კი მსოფლიოს თასზე.ეს მაშინ გმირობაზეც მეტი იყო,რადგან საქართველოში მაშინ სულ 200 მოქმედი მორაგბე,მაშინ როცა ბრიტანეთის ქვეყნებში,საფრანგეთში, ჯერ მხოლოდ სარაგბო კლუბები იყო ათასები.ამ 200 ქართველ მორაგბეს სათამაშო მოედანიც არა ჰქონდათ,საფეხბურთო მოედნებზეც არ უშვებდნენ და ასფალტზე ან სადმე ხრიოკ მინდორზე ვარჯიშობდნენ.ამ ფანატიკოსებმა შესძლეს და მსოფლიო თასის ფინალურ სტადიაზე გააღწიეს.მას შემდეგ 20 წელიც არ გასულა და ახლა სად ვართ,სხვაობას ვერ ხედავთ?ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ სადღაც სამოციოდე კაციდან ირჩეოდა და რა კლასში ნახტომზე უნდა ყოფილიყო ლაპარაკი?ახლაც კი,როცა საკმაოდ ბევრი მოზარდი ვარჯიშობს რაგბიში,ბობოლა ქვეყნებს 100 ჯერ და მეტჯერ დიდი კონტიგენტიდან უწევთ ნაკრების შერჩევა.იქ ხომ თამაშის კულტურაც გაცილებით ძველი და მაღალია.რა ქნას მწვრთნელმა?კლოდ სორელმა საკუთარი ფულით იყიდა ნაკრებისათის ვიდეომაგნიტოფონი,შესაძლოა სხვა ტექნიკაც.არ ვიცი.ამ ფინანსებით ევროპის გათამაშებაზე ყველა კლუბს ძალიან უჭირს გასვლა,გზის ფულსაც ვერ შოულობენ და ყოველ კვირა ევროპაში თამაში რამდენჯერ მეტი დაჯდება,ის ფული საიდან?არა ასე მარტივად საქმე.ეს სტადიონები და დაფინანსება ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღო და მზად იყო 6 ერზე მიღების შემთხვევაში იქაც დაეფინასებინა ნაკრები,მაგრამ იმათ არ ქნეს,ფრნაჩიზი ალბათ გაცილებით უფრო ძვირი დაჯდება,რაკი თამაშები გაცილებით მეტი იქნება და ესეც პრობლემაა.დაბალ კლასს აბრალებენო რომ ამბობ,სწორედ მათი ძალისხმევით ამაღლდა ჩვენი კლასი რაგბიში და ამაზე საყვედური,უმადურობა იქნება.
სოსო
07 სექტემბერი 2019 17:48
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული