ბორჯღალოსანთა მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე ფიქრობს, რომ უკანასკნელ 4 წელიწადში „ჩვენი გუნდი ბევრად უფრო გაზრდილია და უფრო კარგ რაგბს თამაშობს“, რაც იაპონიაში წარმატების საწინდარი უნდა გახდეს.

ჩვენი გუნდი 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას ორ დღეში, 23 სექტემბერს ჩაატარებს და ნემსაძე ფიქრობს, რომ ნაკრები უელსთან მატჩს მომზადებული ხვდება:

„ხანგრძლივი და დამღლელი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, თავს ყველანი კარგად ვგრძნობთ და მოუთმენლად ველით პირველი თამაშის დაწყებას“ - ამბობს ვეტერანი მორაგბე, რომელსაც 26 სექტემბერს 35 წელი უსრულდება და დასკვნით მოსამზადებელ პერიოდზე გვიყვება:

„ტოკუშიმაში ცხელი ამინდები დაგვხვდა. ვარჯიშებზე ძირითადი აქცენტი ტექნიკური და ტაქტიკური ელემენტების დახვეწაზე კეთდებოდა. შევეცადეთ ჩვენი თამაშის ხარისხი უფრო მაღალ საფეხურზე აგვეწია. ამავდროულად, სასტუმრო, რომელშიც ვცხოვრობდით, ზღვის პირას იყო და თავისუფალი დროც კარგად გავატარეთ“.

„მზადების პროცესში გვქონდა ერთობლივი ვარჯიში ადგილობრივ გუნდთან. გამოვცადეთ ახალი კომბინაციები, როგორც დერეფანში, ასევე მთელს სისტემაში. დეტალების დახვეწისას გამოჩნდა მცირედი პრობლემები დაცვაშიც და შეტევაშიც, დარჩენილი დრო კი მათ გამოსწორებას დავუთმეთ. ‘ჰონდა ჰით’-თან ერთობლივი ვარჯიში იყო ჩვენი მოსამზადებელი ეტაპის დამაგვირგვინებელი ფაზა“.

უელსთან განსაკუთრებული მონდომებით

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა შემადგენლობა უელსთან მატჩისთვის და ნემსაძე თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს. ეს მისთვის 93-ე სანაკრებო კეპი და მესამე მსოფლიო თასი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე მრისხანეთა კატეგორიას განეკუთვნება, გიორგი ფიქრობს, რომ საქართველო უშანსოდ არ იქნება:

„უელსს განსაკუთრებული მონდომების და ამბიციის ხარჯზე უნდა ვაჯობოთ. ჩვენი პირველი მეტოქე დღესდღეისობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუ საუკეთესო არა! მაგრამ მიმაჩნია, რომ მათთან ბრძოლა შესაძლებელია. უნდა შევძლოთ ჩვენი უპირატესობების გამოყენება, თითოეული მცირედი შანსიც კი ქულებში ავსახოთ, მატჩში ბოლომდე დავრჩეთ და მეტოქე წნეხის ქვეშ მოვაქციოთ“.

ნემსაძის აზრით, კარგი თამაშის იმედს მოსამზადებელ ეტაპზე ექვსი ერის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, შოტლანდიასთან ორი მატჩის გამართვა იძლევა:

„აქამდე არასდროს გვქონია შესაძლებლობა, შოტლანდიის დარ გუნდთან მიყოლებით ორჯერ გვეთამაშა. ამ ორმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ პირველისგან განსხვავებით, მეორე მატჩში ბევრი რამ უკეთ გამოგვივიდა და დავინახეთ ისიც, რომ კიდევ უფრო უკეთ თამაში შეგვიძლია“.

უელსთან მატჩში, თითქმის სამწლიანი შესვენების შემდეგ, ბორჯღალოსნების კვართით ითამაშებს მამუკა გორგოძე. გიორგი ნემსაძე თვლის, რომ ეს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს:

„მამუკა გორგოძე ავტორიტეტია არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო რაგბისთვისაც. ის მაგალითია ბევრი ახალგაზრდა მოთამაშისთვის და ვფიქრობ, მათთვის დიდი პატივი, სტიმული და მოტივაცია იქნება მამუკას მხარდამხარ თამაში. პირადად მე ამაყი ვარ, რომ მის გვერდით ძალიან ბევრჯერ მითამაშია. გორგოძე ჩვენი ნაკრებისთვის უდიდესი ძალაა და დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Alex
მიდით ძმებო... საქართველო თქვენს გვერდითაა!!!!
გიგი
ბრძოლა ყველასთან შესაძლებელია !!!! :|
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
"სპორტინგი" ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლას აფერხებს - რა ხდება ტრანსფერთან დაკავშირებით?
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ლეო, უბრალოდ წადი სახლში..." - დი მარიას ემოციური წერილი მესის
პსჟ-მა სუძუკის ტრანსფერი შეათანხმა - იაპონელის ამ სეზონის მომავალი შევალიეს გადაწყვეტილებაზე გადის
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა