უელსელი მორაგბე: საქართველოსთან სულელური და ველური რაგბი არ უნდა ვითამაშოთ

AutoSharing Option
უელსის ნაკრების მორაგბემ, მესამეხაზელმა ჯასტინ ტიპურიკმა უელსის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ გვერდს საქართველოსთან გასამართის თამაშის შესახებ ესაუბრა.

"საქართველოს ნაკრები დიდი და ძლიერი ბიჭები თამაშობენ. ისინი აიღებენ ბურთს და ძალის გამოყენებით ეცდებიან წინსვლას. მათ უყვართ თავიანთი ძლიერი ფორვარდების საქმეში ჩართვა და დაცვაში თამაშის დროსაც გამოიყენებენ თავიანთ ძალას.

როცა ბურთს ავიღებთ, ისინი ჩვენს დამსხვრევას შეეცდებიან, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, როგორ ვითამაშებთ საქართველოს წინააღმდეგ და რა ბუნებრივ პირობებში ჩატარედება მატჩი. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი როგორი ამინდი იქნება თამაშის დროს, ამიტომ არ გვინდა
სულელებივით მოვიქცეთ და ველური რაგბი ვითამაშოთ, რომელიც ძალიან ბევრ შეცდომას დაგვაშვებინებს. ეს კი, მათ შერკინებას ჩართავს თამაშში და ეს ჩვენს გეგმებში არ შედის. ყველაფერი თამაშის დღეს გამოჩნდება, თუმცა გეგმა აუცილებლად უნდა გვქონდეს."

ჯასტინ ტიპურიკი ძალიან კარგად იცნობს გიორგი ნემსაძეს, რომელიც მასთან ერთად "ოსპრისში" თამაშობდა.

"გიორგის საქართველოს ნაკრების თამაშში დიდი წვლილი ექნება. ის მათი ერთ-ერთი მთავარი თავდამსხმელია. ის ნამდვილი ათლეტია, ფიზიკურად ძალიან ძლიერია და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იქნება. კარგ მორაგბეობასთან ერთად, გიორგი ძალიან კარგი კაცია. ნემსაძეს ძალიან უყვარს საქართველო და ისე თამაშობს, თითქოს ბოლო შეხვედრა იყოს. ჩვენ გიორგი ნემსაძის და მისი თანაგუნდელების შეჩერება მოგვიწევს, თუ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ."

მსოფლიო თასზე საქართველოსა და უელსის ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა ხვალ, 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯან-ღონიანი ველურები გვიწოდა დიპლომატიურად ამ ჩემისამ)))
ბათუმის ფანი
16:43 22-09-2019
16
სულაც არ არის რაგბი ველური თამაში. ან, სად გვიწოდა ამ კაცმა ველურები. რაღაც მენტალური პრობლემები გვაქვს.
Giorgi
23:48 22-09-2019
2

სიახლეები პოპულარული