ექიმების რჩევა, კიდევ 1 ტრავმა და შოტლანდიასთან გამართული 2 მატჩით მიღებული პროგრესი

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

ბორჯღალოსნების ინგლისელი დაცვის მწვრთნელი ჯო ვურზლი დარწმუნებულია, რომ მოსამზადებელ ეტაპზე შოტლანდიასთან გამართული ორი მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდი მსოფლიო თასზე ბევრად უკეთეს თამაშის ხარისხის აჩვენებს

საქართველოს ნაკრები იაპონიაში მიმდინარე მე-9 მსოფლიო თასზე პირველ მატჩს ხვალ, უელსის წინააღმდეგ გამართავს. უელსელების თავკაც უორენ გეთლანდს ვურზლი ჯერ კიდევ "უოსპსში" თამაშიდან იცნობს:

"უორენ გეთლანდთან მუშაობის გამოცდილება "უოსპსში" ყოფნის დროს მაქვს და მას თვალს შორიდან შემდგომ პერიოდშიც ვადევნებდი. მან უელსის ნაკრები, რომელიც 2007 წლის მსოფლიო თასზე ფიჯიმ ჯგუფში ჩატოვა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებად აქცია
და ექვსი ერი "დიდი სლემით“ მოაგებინა. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. გეთლანდით მოხიბლული ვარი. მისი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, რადგან მოედანზე ორგანიზებულად მოქმედებენ. უორენი ყოველ დღე, მთელი წლის განმავლობაში და წლიდან წლამდე მუშაობს, რაც უელსს ასეთ ძლიერ გუნდად აქცევს"

ჯო საქართველოს ნაკრების და ზოგადად ტიერ2-ის ნაკრებების თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ტიერ1-ის ნაკრებებთან ხშირ თამაშში ხედავს და ამბობს, რომ მოსამზადებელ ეტაპზე შოტლანდიასთან ჩატარებული ორი შეხვედრა, ამის ნათელი მაგალითი იქნება:

"როდესაც ტიერ1-ის გუნდთან მაღალი ინტენსივობის თამაშს ატარებ, კარგად უნდა შეძლო თამაშის მართვა და მიიღო სწორი გადაწყვეტილებები. თუ მიჩვეული ხარ ისეთ თამაშებს, სადაც მთელი სათამაშო დროის განმავლობაში არ გიწევს 100%-ით დახარჯვა და მერე ასეთი ინტენსივობის თამაშის ჩატარება გიწევს, აწყდები პრობლემებს და ვერ იღებ სწორ გადაწყვეტილებებს. აი ესაა მთავარი, რაც მატჩის შედეგს განაპირობებს"

"რაც უფრო ხშირად თამაშობენ ტიერ2-ის გუნდები ტიერ1-ის ნაკრებებთან, მით უფრო უახლოვდებიან მათ დონეს და ნაკლებ შეცდომებს უშვებენ. ამრიგად, წვრთნა ამ პროცესის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, ხოლო მოთამაშის გამოცდილება, რომელსაც ის უმაღლეს დონეზე რეგულარული თამაშით იღებს, მისი მეორე ნაწილი. ამიტომ, რაც უფრო მეტს ითამაშებენ ეს ბიჭები ტიერ1-ის გუნდებთან, მით მეტი იქნება გაუმჯობესება."

Sportall.Ge

ფოტო:Hagiwara Yasuo

"საქართველოს ნაკრების შემთხვევაში, გაუმჯობესებას შოტლანდიასთან ორი მატჩის შემდეგ ვნახავთ და თუ ასეთი დონის თამაშები რეგულარულად ექნება, მაშინ მისი თამაშის ხარისხი ბევრად უფრო მაღალი იქნება."

ვურზლი ამბობს, რომ 3-თვიანი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, ცდილობდა ბორჯღალოსნებისთვის საკუთარი გამოცდილება გადაეცა და დარწმუნებულია, რომ მსოფლიო თასზე მუშაობით თავადაც გაიზრდება:

"ჩემი მიზანია, რომ 7-წლიანი გამოცდილება მცირე დროში გადავიტანო გუნდში, რომელთანაც 3 თვის განმავლობაში ვიმუშავებ. ამავდროულად, მსოფლიო თასზე მუშაობით, სხვა კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენლებთან მუშაობით, გავაღრმავებ საკუთარ ცოდნას"

ის აღფრთოვანებულია ბორჯღალოსნების მონდომებით, რომელიც მათ შეკრებების დროს გამოავლინეს:

"სასიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ როგორი ინტენსივობით და მონდომებით ვარჯიშობდნენ ეს ბიჭები მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში. ასეთი ინტენსივობა და მონდომება არსად მინახავს"


"ექიმებმა გარისკვა არ მირჩიეს"


ბორჯღალოსანტა კაპიტანი მერაბ შარიქაძე პირველ თამაშს ტრავმის გამო ტოვებს, რომელიც მან აგვისტოს ბოლოს "საუზერნ კინგსთან" მატჩში მიიღო, თუმცა იმედოვნებს, რომ ურუგვაისთან უკვე მოედანზე იქნება

"მუხლის ტრავმა შარშან მაწუხებდა და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს აღარ განმეორებულიყო, მაგრამ მაინც განმეორდა. საბედნიეროდ, მე ჯერ კიდევ შემიძლია მსოფლიო თასზე თამაში. ამ თამაშისთვის თითქმის მზად ვიყავი და ძალიან მსურდა მოედანზე გასვლა, მაგრამ ექიმებმა გარისკვისგან თავის შეკავება მირჩიეს. ჯერ კიდევ მაქვს მცირე პერიოდი გასავლელი იმისათვის, რომ თამაშს დავუბრუნდე. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო შეხვედრისთვის მწყობრში ვიქნები."

Sportall.Ge

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი


გიორგი ბეგაძე - "საშიში არაფერია"

დაღლილობის ფონზე ტკივილები აწუხებს 9 ნომერ გიორგი ბეგაძეს, თუმცა საშიში არაფერია და მომდევნო მატჩისთვის ისიც მზად იქნება:

"სერიოზული არაფერია. მყესები და კუნთები მთელია, უბრალოდ გადაღლილობის ფონზე ტკივილები მაქვს. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო შეხვედრისთვის მზად ვიქნები. გუნდთან ერთად სამი თვის განმავლობაში ვემზადებოდი და რა თქმა უნდა საწყენია პირველი მატჩის გამოტოვება."

Sportall.Ge

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ბიჭებო
Best
22 სექტემბერი 2019 19:53
0
წარამეტებები ბორჯგალოსნებს
აშორდია
22 სექტემბერი 2019 18:05
0
https://www.facebook.com/QartuliRagbii/videos/732961063837467/
Jigaro
22 სექტემბერი 2019 20:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული