2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

23 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასის პირველ შეხვედრაში უელსს შეხვდა და ანგარიშით 14:43 დამარცხდა.

უელსელებმა 3 ლელო საწყის 19 წუთში დადეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, საქართველომაც შეუტია, თუმცა ქართველებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უელსელებმა მე-4 ლელო დაგვიდეს და უკვე გაინაღდეს ბონუს-ქულა.

საბოლოოდ უელსმა პირველი ტაიმი 29:0 მოიგო. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე "ბორჯღალოსნებმა" შეუტია და ლელოს დადებაც მოახერხა. ქართველებმა ტრადიციულად მოლი გამოიყენეს
და მეტოქის საჯარიმოში ბურთი შალვა მამუკაშვილმა დაამიწა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში შემცირდა - 7:29.


სამწუხაროდ, ლელოს შემდეგ ჯაბა ბრეგვაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდს 10 წუთით დააკლდა, რა დროსაც უელსმა "ბორჯღალოსნებს" შეუტია და ქართველები თავს კარგად იცავდნენ, ხოლო შემდეგ მათ ნახევარზეც გადავიდნენ, თუმცა ყოველი ჩვენი შეტევა შეცდომით სრულდებოდა.

64-ე წუთზე ტომას უილიამსმა დაალელოვა და უელსმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 36:7.

69-ე წუთზე გელა აფრასიძემ კარგად წაიღო ბურთი და შეტევა საბოლოოდ ლევან ჩილაჩავას ლელოთი დასრულდა. აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 14:36 გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩილაჩავასა და აფრასიძის შემოსვლის შემდეგ "ბორჯღალოსნების" თამაში აშკარად გაუმჯობესდა.


თუმცა 71-ე წუთზე უელსელებმა საკმაოდ მარტივად გადალახეს "ბორჯღალოსნების" დაცვა და კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 43:14 დააფიქსირეს.

მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 29 სექტემბერს ურუგვაისთან, ჩვენი დროით 14:15 საათზე გამართავს.

D ჯგუფი. "ტოკიო სთედიუმი"
უელსი-საქართველო 43:14 (29:0)
ლელოები: დევისი (3), ტიპურიკი (13), ადამსი (19), ლ. უილიამსი (40), თ. უილიამსი (65), ნორთი (76) -  მამუკაშვილი (42), ჩილაჩავა (69)
რეალიზაცია: ბიგარი (14, 20, 40, 66), ჰალფენი (77) - აბჟანდაძე (44, 70)
ყვითელი: ბრეგვაძე (48)

უელსი - საქართველო 43:14

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altმიხეილ ნარიაშვილი: მომდევნო შეხვედრებში შერკინებით და მოლით უნდა მივაღწიოთ წარმატებას

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

altბექა გორგაძე: ორი ლელოს გატანა კარგია - იმედია, მომავალში მეტს გავიტანთ

altმილტონ ჰეიგის პირველი კომენტარი "ბორჯღალოსნების" უელსთან წაგების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 98 /
ისევ ღირსეულად წავაგეთ, თანაც უშანსოდ,დიდი ანგარიშით.სულ ეგა ხართ?რომ ბაქი ბუქობთ ექვსიერიო და .........
me.
23 სექტემბერი 2019 17:17
14
ვისაც არ მოგწონთ ჩემი კომენტარი ნუ კითხულობთ.სწორედაც ჩაჯმული ბავშვით დადიოდა მთელი თამაში ჩვენი ნაკრები.მადლობა ბიჭებს გმირები არიან და ეგეთი სისულეების მე არ მჯერა და რავი თქვენ თუ გინდა ჩაყავით თავი მიწაში.
Buxrika
23 სექტემბერი 2019 17:16
23
ვინც აქ კიდე გულის ამრევ კომენტატებს დებთ, მოდებაში რო არ ხართ რაგბის, რას ითხოვთ აბა, უნდა მოეგოთ უელსისთვის დღეეს? უელსი რო 6 ერის გამარჯვებულია წლევანდელი ხო არ გავიწყდებათ??? და ჩვენ ჯერ კიდევ ვისთან გვიწევს თამაშები...მაგას ჯობია ვისი "დამსახურებაცაა" ეს ყველაფერი იმას მოჰკითხოთ....
ფედერაციას ქონიანი ნიჩაბი და ნ..უი სასწრაფოდ...
დროზე დააბრუნეთ ნიჟარაძე თორე ეს შედეგები სანატრელი გაგვიხდება მალე...
მიროსან
23 სექტემბერი 2019 17:16
13
რაც შეეხება საიდუმლო ხერხს და დამალულ კარტებს, ვისურვებდი ფიჯისთან და ურუგვაისთან გამოვიყენოთ. უელსი და ავსტრალია, ეს ოცნების საგანია და არა რეალური ქომაგის წარმოსახვა
დემე
23 სექტემბერი 2019 17:13
3
როგორც ყოველთვის ჩაძინება პირველ ტაიმში და პოზიტიური მეორე ტაიმი...
ხოო, კიდე რი იძახიან ფიზიკაში 125%არიან მომზადებული ბიჭებიო , სადაა ეგ 125%?? მე რაღაც ვერსად დავინახე....
მოკლედ, იმედი ვიქონიოთ რო პირველი თამაშის სინდრომი იყო , როგორც ყოველთვის და მოსაგებ თამაშებს მოიგებენ, თუმცა ასეთი თამაშით ფიჯისთან რა ვიცი.. რა ვიცი...
ფედერაცია გაასხით...სასწრაფოდ გაამსერეთ სვანაძე!!!
დროზე დააბრუნეთ ნიჟარაძე!!!
მიროსან
23 სექტემბერი 2019 17:11
2
ვინერვიულე და გული მწყდება ძალიან, მაგრამ სულ ასე იქნება, ვიდრე უსამართლობა რაგბიში არ დასრულდება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

გვაკლია გამოცდილება დიდ გუნდებთან თამაშისა და მორჩა რა!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გია
23 სექტემბერი 2019 17:08
6
პირველი ტაიმი იყო "ჭ" კლასი. ეს არ გვეკადრება ჩვენ. რომ გაიძახიან არ დაგავიწყდეთ ვისთან წავაგეთო, რა იყო ასეთი უელსი 2-3 ფაზაში გვიდებდნენ ლელოებს, ენერგიაც არ დაუხარჯავთ, პირველი 4 ლელო ლანგარზე მივართვით შეიძლება ითქვას. და კიდევ ვისაც არ უნდა ეთამაშებოდე რომელი გუნდი აცუდებს თამაშში 5 დერეფანს მსოფლიო ჩემპიონატზე?
L85
23 სექტემბერი 2019 17:05
0
პირველი ტაიმი ცუდად ვითამაშეთ და მეორე უკეთესადო - აი, ამის დაწერა არ გეზარებათ?
გელა
23 სექტემბერი 2019 17:02
10
არაფერი ტრაგედია არ არის ასეთ უელსთან წაგება.მით უმეტეს მეორე ტაიმი ურიგოთ არ ვითამაშეთ.მესამე ადგილის შანსი ჯგუფში აშკარად გვაქვს
giorgi
23 სექტემბერი 2019 17:02
21
უელსათან წაგება კი არ არის ტრაგედია, ჩვენი ნაკრების უხეში შეცდომები და უდისციპლინობაა ტრაგედია.
ანესთეზეოლოგი
23 სექტემბერი 2019 17:17
1
გასაგებია რომ უფრო მეტს ველოდით, და შთაბეჭდილება რჩება წინა მსოფლიოს მერე წინ არ წავწეულვართ, მაგრამ ნუ გვავიწყდება ისიც, რომ ზოგადად რაგბია ისეთი სპორტის სახეობა, კუს ნაბიჯებითაც კი ძნელია წინ წახვიდე, გადახედეთ მსოფლიო თასების სტატისტიკას, უელსს და ირლანდიას მაგალითად ფინალიც კი არასოდეს უთამაშიათ, მოგებით კი სამხრეთ ნახევარსფეროს სამ ქვეყანას, ოდენ ერთხელ აჯობა ინგლისმა...მხოლოდ და მხოლოდ არგენტინა გამოვიდა მოჯადოებული მეორე ეშელონის ზონიდან, დანარჩენები წლებია ყველა ერთ ადგილს ტკეპნის...
დემე
23 სექტემბერი 2019 17:01
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული