2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

23 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასის პირველ შეხვედრაში უელსს შეხვდა და ანგარიშით 14:43 დამარცხდა.

უელსელებმა 3 ლელო საწყის 19 წუთში დადეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, საქართველომაც შეუტია, თუმცა ქართველებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უელსელებმა მე-4 ლელო დაგვიდეს და უკვე გაინაღდეს ბონუს-ქულა.

საბოლოოდ უელსმა პირველი ტაიმი 29:0 მოიგო. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე "ბორჯღალოსნებმა" შეუტია და ლელოს დადებაც მოახერხა. ქართველებმა ტრადიციულად მოლი გამოიყენეს
და მეტოქის საჯარიმოში ბურთი შალვა მამუკაშვილმა დაამიწა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში შემცირდა - 7:29.


სამწუხაროდ, ლელოს შემდეგ ჯაბა ბრეგვაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდს 10 წუთით დააკლდა, რა დროსაც უელსმა "ბორჯღალოსნებს" შეუტია და ქართველები თავს კარგად იცავდნენ, ხოლო შემდეგ მათ ნახევარზეც გადავიდნენ, თუმცა ყოველი ჩვენი შეტევა შეცდომით სრულდებოდა.

64-ე წუთზე ტომას უილიამსმა დაალელოვა და უელსმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 36:7.

69-ე წუთზე გელა აფრასიძემ კარგად წაიღო ბურთი და შეტევა საბოლოოდ ლევან ჩილაჩავას ლელოთი დასრულდა. აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 14:36 გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩილაჩავასა და აფრასიძის შემოსვლის შემდეგ "ბორჯღალოსნების" თამაში აშკარად გაუმჯობესდა.


თუმცა 71-ე წუთზე უელსელებმა საკმაოდ მარტივად გადალახეს "ბორჯღალოსნების" დაცვა და კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 43:14 დააფიქსირეს.

მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 29 სექტემბერს ურუგვაისთან, ჩვენი დროით 14:15 საათზე გამართავს.

D ჯგუფი. "ტოკიო სთედიუმი"
უელსი-საქართველო 43:14 (29:0)
ლელოები: დევისი (3), ტიპურიკი (13), ადამსი (19), ლ. უილიამსი (40), თ. უილიამსი (65), ნორთი (76) -  მამუკაშვილი (42), ჩილაჩავა (69)
რეალიზაცია: ბიგარი (14, 20, 40, 66), ჰალფენი (77) - აბჟანდაძე (44, 70)
ყვითელი: ბრეგვაძე (48)

უელსი - საქართველო 43:14

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altმიხეილ ნარიაშვილი: მომდევნო შეხვედრებში შერკინებით და მოლით უნდა მივაღწიოთ წარმატებას

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

altბექა გორგაძე: ორი ლელოს გატანა კარგია - იმედია, მომავალში მეტს გავიტანთ

altმილტონ ჰეიგის პირველი კომენტარი "ბორჯღალოსნების" უელსთან წაგების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 98 /
პირველი ტაიმი კატასტროფა რომ იყო ამაზე მგონი ყველა თანხმდება. მეორეში ორი აზრი არაა გამოასწორეს თამაში, თუმცა ნამდვილად უნდა გავითვალისწინოთ ის რომ აღარც უელსს მოუკლავს თავი (პირველი ტაიმის ანგარიშის გათვალისწინებით). მათიაშვილი არის აბსოლიტური ნოლი (უკვე მერამდენე თამაშში). რაქიდან ბურთი ძალიან გვიან გამოგვაქვს, ძალიან! ზოგადად კრიტიკულად თუ არ მივუდექით საქმეს, ისე არ გამოვა არაფერი. ამ ბოლო დროს სულ მიდის ეს ყიჟინი და გულზე მჯიღის რტყმა რომ რაგბი ჩვენი თამაშია და არიქა, მიაწექი და მიდით ბიჭებოოოო, მერე რა რომ შოტლანდიასთან 44:10 წააგეთ, დაიკიდეთ, მაგრები ხართ! და ბოლოს გამოდის რომ ერთ ადგილას ვბუქსაობთ. არავინ ელის უელსთან მოგებას და არავინ ელის ავსტრალიასთან მოგებას, თუმცა დრო ნამდვილად არის რომ ესეთი ანგარიშებით არარ ვაგებდეთ. მილტონა ისედაც მიდის მსოფლიოს შემდეგ, თუმცა მგონი აქამდეც უნდა წასლიყო (ან გაგვეშვა). ძალიან დიდი მადლობა უნდა მოგვეხადა მართლაც დიდი დამსახურებისთვის და გაგვეშვა. სამწუხაროდ ამ მწვრთნელის ხელში ვეღარ მივდივართ წინ.
hhhhhh
23 სექტემბერი 2019 17:43
5
ხო მელიტონას შეტენეთ ახლა ყველაფერი და ფედერაციას გამოუწმინდეთ.... მელიტონას უნდა მოეძიებია ალტერნატიული ტურნირები, თუ ფრანჩიზი უნდა გაეჩარხა ერთი ძმურად ჰაა??????
მიროსან
23 სექტემბერი 2019 21:19
2
გასაგებია, რომ ექვსი ერიც მოიგეს და ჩვენზე მაგრებიც არიან, მაგრამ 17 წუთში თამაშის წაგება მეტისმეტია...
goga
23 სექტემბერი 2019 17:39
0
აქ იმდენი დაიწერა უკვე ნეგატიურიც და პოზიტიურიც, ფიზიკაში არა უშავდა ჩვენ გუნდს ეს იყო დადებითი, ტაქტიკა არა ფანტაზია არა. ნუ რა ვქნათ ახლა უელსი რომ არის ჩვენზე ძლიერი არ უნდა ვეთამაშოდ თუ რა. ასეთი თამაშით ფიჯის ვერ მოვუგებთ და ვერც ურუგვაის. რაგბი ჭიდაობა არაა მარტო გამძლეობით ვერ გახვალ ფონს. გუნდს აშკარა რეგრესი აქვს, ნუ რუსებთან და და აშკარა რეგრესირებულ რუმინეთთან თამაშით ვერ ვიზრდებით ცხადია, მაგრამ ექვსი ერი ჩვენთვის ჯერ ადრეა მგონი. სასწრაფოდ ფედერაციაში უნდა მოვიდნენ ნამდვილი პროფესიონალები და ერთი კარგი მწვრთნელი თორემ ვიქნებით სულ ამ წრეზე...
Maximus
23 სექტემბერი 2019 17:37
5
თუ არა ექვს ერთან,აბა სად უნდა გავიზარდოთ?თვითონ ამბობ,რომ რუმინეთ რუსეთთან,ვერ გავძლიერდებით.სწორედ ეგაა დილემა და მაგის გადალახვას ცდილობდა ჰეიგი.20 წლამდელების ევროპის ჩემპიონატში ჩვენთან დამარცხების შემდეგ,ექვსი ერის გუნდებმა უარი თქვეს მონაწილეობაზე.უკანასკნელი,საფრანგეთი აღმოჩნდა,ვინც წავიდა და ნაკრებსაც შეეტყო.მსოფლიოს პირველობაზე,აქცენტი ისევ შერკინებაზე და მიწოლაზე გადავიტანეთ.ეს იძულებითი ნაბიჟი იყო,რადგან ადრე ექვსი ერის გუნდებთან ევროპაზე თამაშით სწრაფ რაგბის თამაშს ვსწავლობდით და გათამაშების დატოვებით,ეს საშუალება წაგვართვეს.დიდი ნაკრები კი მათ უნდა გააძლიერონ და უკვე დავბუქსავდით კიდეც.
სოსო
23 სექტემბერი 2019 17:57
4
თურმე მსოფლიო არის გადარეული ეს დაუმარცხებელი გუნდი სად შეკრიბეთოო
Buxrika
23 სექტემბერი 2019 17:26
31
ბიჭებს მადლობა - თავდადებისთვის. გასაკეთებელი და გამოსასწორებელი კი ჯერ ძალიან ბევრია და ეს ბიჭების არც ბრალია და არც მათზეა დამოკიდებული. გამგებმა გაიგოს...
პავლე
23 სექტემბერი 2019 17:24
15
რაგბი იმგვარი თამაშია რომ წაგებული გუნდი ყველანაირად იჯაბნება,სისწრაფითაც, ტექნოკურადც,ფოზიკურადაც.წაგება სრულფასოვანია რაგბიში,ყველა კომპონენტში.სხვა კონტაქტურ თამაშენში,შემთხვევითობის დიდი ალბათობაა, ჭიდაობების გარდა ჭიდაობებშიც როგორც რაგბიში, შემთხვევითობა მოგება-წაგებისა მცირედია, სხვა, ვოთომ კონტაქტურ ორთაბრძოლებთან შედარებაში, ხალხო! ფიზიკურ დაპირისპირებაში ვერ დაგვჯაბნეს, ვაჯობეთ ვაჟკაცობაში. ამგვარი "წაგება",დიდი იმედების მომასწავლებელია მომავალში,ახლო მომავალში თუ რაგბის სხვა კომპონენტებსაც გავაუმჯობესებთ,ნებისმიერ რაგბის დონის ნაკრებს-კაცობაში,დახვედრაში ერთი ერთზე, არ დახევაში უკან ,არ დათმობაში ,ვჯობვართ! ყველას,რაგბიში ეს თვისება მოთამაშისა, უმთავრესია,მოგებები კი სულ მალე მოვა, უსათოოდ!მე დავარქმევდი ვალიელების ამ გამარჯვებას "შიშნარევ გამარჯვებას" ეშინიათ ჩვენი ხალხო, ეს კი საწინდარია ყველასძლევისა სულ მალე.მინდოდა ჩემი მესიჯი,დალაგებულად ქართულად მომეწვდინა , შევძელი?მიმიხვდით სათქმელს ....
ღვთაებრივი ქარი
23 სექტემბერი 2019 17:23
26
რას ნიშნავს ვაჟკაცობაში ვაჯობეთ? რა შუაშია აქვ ვაჟკაცობა:) რა დაჩაგრული დავიცავით თუ ვინმესათვის რამე წართმეული დავაბრუნებინეთ? ვაჟკაცური თამაში არც უელსელებს დაეწუნება და საქმე იმაშია სწორედ, რომ საერთოდ ვერაფერში ვერ ვაჯობეთ, ვერც ჩვენ ძლიერ კომპონენტებში და არ გვინდა ეხლა "გულის დასამშვიდებელი ფხანა".
ანესთეზეოლოგი
24 სექტემბერი 2019 13:31
1
არ მინდა ცუდად გამოგვივიდეს მარა ეს რაც გვიქნა უელსმა საწყის 20 წუთში სხვას ვერაფერს უწოდებ თუ არა გაბახება გაფარჩაკება მერე რა რომ ის ძლიერი და ნომერ 3 წამყვანი ნაკრებია 20 წუთში საქმე დაამთავრეს და მეორე ტაიმი 30 პროცენტიც აღარ დახარჯენ ძალები დაგვინდენ თორემ ასტროლოგიულ ანგარიშს დაგვიფიქსირებდნენ რაგბი რომ პროფესიონალური იყოს და ერთი 10 ნაკრებიც დაახლოებით იმ დონეზე იყოს რაც იტალიაა მსოფლიოზე კიარა ბელგიასთან და რუსეთთან გაგვიჭირდებოდა მოგება რა ფეხბურთელებს თუ ლანძღავენ რაგბისტები გამონაკლისები არიან პარალელი რომ გავავლოთისინი ამაზე მეტით კი არ აგებენ სათამაშო დინამიკაში ეს იგივეა ფეხბურთში ძლიერმა ნარებმა 6:1 რომ მოგიგოს რეაკურად არ ვართ იმ დონესთან ახლოს მყოფიც კი ვიდრე ვტრაბახობთ 1 დონის ნაკრებებმა სადაც დაგვიჭირენ იქ გაგვაფინეს მიწაზე იპონით და რა არის წარმატება სამოყვარულო დონის გერმანიას რუსეთს და ბელგიას რომ მოუგებ ამ ქვეყნებშიც რომ რაგბი პროფესიონალურ დონეზე იყოს და ასე თუ ისე რღაც პოპულარობა იგრძნობოდეს ამ სპორტის მიმართ დიდი ეჭვი მაქ ისინიც ჩვენზე წინ იქნებოდნენ დიდი ხნის წინ იძახეთ ახლა რაგბი ჩვენი თამაშია რაგბი ჩვენი კი არა უელსის ინგლისის ზელანდიუდ ფა ავსტრალიის თამაშია წაგებას გამართლება არასიდეს არ უნდა მოუძებნო იბრძოლეს იომეს მეორე გუნდმა არ იბრძოლა თუ მაგაშიც ვერ ვაჯობებთ ზემოდჩამოთვლილ ნაკრებებს პროგრეს 000000000000
Seferoni
23 სექტემბერი 2019 17:22
14
როდის დადგება კომენტატორების და ჟურნალისტების კომპეტენტურობის საკითხი? ეს უფრო საინტერესოა
თემო
23 სექტემბერი 2019 17:21
2
რას აიჩემეთ ეს მეორე ტაიმი არგად ვითამაშეთ? ჯერ ერთი ფრე დამთავრდა და თანაც იმის ფონია საყურადღებო, რომ უელსს აშკარად ეტყობოდა შესვენებაზე მწვრთნელის დარიგება თავი აღარ მოიკლათ წინ ფიჯი და ავსტრალია გველისო.ზალდაუტანებლად დაგვიდეს ორი ლელო ჩვენების გამალებული თამაშის საპირწონედ.ავსტრალია და ფიჯიც მოგვიგებს და ურუგვაისთან მოვიგებთ წვალებით,როგორც ნამიბიასთან.აი ეგაა დღევანდელი რაგბი,იძახეთ ახლა ლელო ლელო..!
გაუმარჯოს ქართულ კალათბურთს
meore tamielebs
23 სექტემბერი 2019 17:18
17
Afrasidze. kveseladze.
Iva
23 სექტემბერი 2019 17:18
1
და ჩილაჩავა
გიორგი
24 სექტემბერი 2019 10:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული