2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

23 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასის პირველ შეხვედრაში უელსს შეხვდა და ანგარიშით 14:43 დამარცხდა.

უელსელებმა 3 ლელო საწყის 19 წუთში დადეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, საქართველომაც შეუტია, თუმცა ქართველებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უელსელებმა მე-4 ლელო დაგვიდეს და უკვე გაინაღდეს ბონუს-ქულა.

საბოლოოდ უელსმა პირველი ტაიმი 29:0 მოიგო. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე "ბორჯღალოსნებმა" შეუტია და ლელოს დადებაც მოახერხა. ქართველებმა ტრადიციულად მოლი გამოიყენეს
და მეტოქის საჯარიმოში ბურთი შალვა მამუკაშვილმა დაამიწა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში შემცირდა - 7:29.


სამწუხაროდ, ლელოს შემდეგ ჯაბა ბრეგვაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდს 10 წუთით დააკლდა, რა დროსაც უელსმა "ბორჯღალოსნებს" შეუტია და ქართველები თავს კარგად იცავდნენ, ხოლო შემდეგ მათ ნახევარზეც გადავიდნენ, თუმცა ყოველი ჩვენი შეტევა შეცდომით სრულდებოდა.

64-ე წუთზე ტომას უილიამსმა დაალელოვა და უელსმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 36:7.

69-ე წუთზე გელა აფრასიძემ კარგად წაიღო ბურთი და შეტევა საბოლოოდ ლევან ჩილაჩავას ლელოთი დასრულდა. აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 14:36 გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩილაჩავასა და აფრასიძის შემოსვლის შემდეგ "ბორჯღალოსნების" თამაში აშკარად გაუმჯობესდა.


თუმცა 71-ე წუთზე უელსელებმა საკმაოდ მარტივად გადალახეს "ბორჯღალოსნების" დაცვა და კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 43:14 დააფიქსირეს.

მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 29 სექტემბერს ურუგვაისთან, ჩვენი დროით 14:15 საათზე გამართავს.

D ჯგუფი. "ტოკიო სთედიუმი"
უელსი-საქართველო 43:14 (29:0)
ლელოები: დევისი (3), ტიპურიკი (13), ადამსი (19), ლ. უილიამსი (40), თ. უილიამსი (65), ნორთი (76) -  მამუკაშვილი (42), ჩილაჩავა (69)
რეალიზაცია: ბიგარი (14, 20, 40, 66), ჰალფენი (77) - აბჟანდაძე (44, 70)
ყვითელი: ბრეგვაძე (48)

უელსი - საქართველო 43:14

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altმიხეილ ნარიაშვილი: მომდევნო შეხვედრებში შერკინებით და მოლით უნდა მივაღწიოთ წარმატებას

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

altბექა გორგაძე: ორი ლელოს გატანა კარგია - იმედია, მომავალში მეტს გავიტანთ

altმილტონ ჰეიგის პირველი კომენტარი "ბორჯღალოსნების" უელსთან წაგების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 98 /
პირველ რიგში დიდი მადლობა ბიჭებს , და მერე თქვენ ვაი ჟურნალისტებო!!!! გამორჩეულად პირველი არხის ჟურნალისტებს თავი ხო არ მიგირტყიათ რამეზე ბიჭო???უელსს ეთამაშებით და არა რუსეთს ან პორტუგალიას და ნუ მიგყავთ რეპორტაჟი რაგაც ნაწყენი ხმით და უკმაყოფილოდ !!!!! მეტი შეგვეძლო მარა ამ თამაშისთვის მადლობა თქვენ ლომებო:*
Hhghh
23 სექტემბერი 2019 16:23
13
გასაგებია, რომ ექვსი ერიც მოიგეს და ჩვენზე მაგრებიც არიან, მაგრამ 17 წუთში თამაშის წაგება მეტისმეტია...
goga
23 სექტემბერი 2019 17:39
0
არ ვწერ ნიშნის მოგებით, ვწერ გულდაწყვეტილი, ვამბობდი ჰეიგი ამ მსოფლიოს ჩააგდებს მეთქი და ასეც არის, რომ წააგებდა ჩვენი ნაკრები ვიცოდი, მაგრამ არანაირი ტაქტიკა არანაირი ფანტაზია, ერთადერთი აფრასიძემ გამოანათა, ძაან უკან ვართ, ფიჯიმაც წააგო ავსტრალიასთან მაგრამ ითამაშა რაგბი, ეს ქართული ვაჟკაცური თამაშით ვითამაშეთ უკვე წინა მსოფლიოზე, სხვა გვინდა ახალი რამე, მოკლედ რომ ვთქვა დაგვახევენ ბურთს თავზე და ურუგვაის გაჭირებით მოვიგებთ, ჩვენ ვართ ჩასული მთავარია მონაწილეობა!!! მაგ სტატუსით! მადლობა ბიჭებს!
ჯონათან
23 სექტემბერი 2019 17:59
10
მდააა... მოკლედ რომ შევაფასოთ მოულოდნელი არაფერი მომხდარა, გაიმარჯვა უკეთესმა გუნდმა. სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს ნაკრებს არავითარი "საიდუმლო" იარაღი და "დამალული კარტები" არ აღმოაჩნდა. ვერ ვიხილთ ვერაფერი ისეთი, რისი იმედიც შესაძლოა გვქონოდა. ერთფეროვანი ტაქტიკა, ტექნიკური წუნი, იგივე შეცდომები, წაგებული დერეფნები, შეუკავებელი ბურთები, რგოლებს შორის დარღვეული კავშირი... საქართველოს ნაკრებმა ისევ ძველი, ქართული რაგბი ითამაშა. მილტონ ჰეიგის ტაქტიკური მონახაზი კი ისეთივე ძველმოდური აღმოჩნდა, როგორც მისი ჭაღარა ვარცხნილობა. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად და ტექნიკურად აღარ გაზრდილა 2017 წლის შემდეგ. უკანასკნელი ტესტების დროს უკვე აშკარა იყო, რომ ჰეიგს საკუთარი შესაძლებლობები ამოწურული ჰქონდა და გუნდს ახალს ვეღარაფერს სძენდა. მე პირადად მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია გარდა ერთისა: რის იმედი და მოლოდინი ჰქონდა თავად, როცა ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებს რეზერვში ექნებოდა "იარაღი" რომელსაც გუნდი მალავდა, არ ავლენდა თავს ბოლომდე და რომელიც გამოყენებული იქნებოდა მსოფლიო თასზე. საკითხი ძალიან მარტივად დგას - ჰეიგს პოტენციალი უკვე ამოწურული ჰქონდა საქართველოს ნაკრებში. აშკარაა, რომ გუნდს საერთოდ არაფერში არ აქვს მომატებული, ვერც იმას ვიტყვით, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში რამე შესამჩნევი პროგრესი განიცადა. სამწუხაროდ გამოჩნდა ის, რომ სამწვრთნელო შტაბი ტაქტიკა-სტრატეგიაზე მეტად მწვადსა და ხინკალზე ფიქრობდა. ელემენტარული წუნებისგან ვერ განთავისუფლდა გუნდი, უსიტყვო დისციპლინის საკითხი ვერ გადაიჭრა პროფესიონალურ კოლექტივში და რა კონტრ-სტრატეგიაზე უნდა ვიალაპარაკოთ? ზოგ მოთამაშეს კი მგონი სიტყვა "პროფესიონალის" გააზრებაში სერიოზული იაღლიში მოსდის. ეხლა რათქმაუნდა გამოჩნდებიან რაგბის "პრიფესიონალი" თეორიტიკოსები, რომლებიც ყვედრებას დაიწყებენ ჩვენების 2 ლელოს გამო და "დისლაიქებით" გაავსებენ იმ ადამიანებს რომლებიც არსებულ პრობლემას საღი თვლით უყურებენ და კრიტიკით გამოდიან. თამაშის წინ ზუსტად ასეთი მდგომარეობა იყო, მხოლოდ პოზიტიური აზრები და კომენტარები იყო მისაღები რაგბის ყველა თემაზე. და სწორედ ასეთმა "ურპატრიოტიზმმა" შექმნა ის განწყობა, რომ ჩვენ ასეთი რაგბით უელსს რაიმე წინააღმდეგობას გაუწევდით. მე არ ვიცი ასეთი დისციპლინით და ტემპით რა გველის შემდეგ თამაშებში. იქნებ ვინმემ იცის?
ანესთეზეოლოგი
23 სექტემბერი 2019 17:00
7
საქართველოს ნაკრები ვერ განვითარდა, ისევ ჭიდაობის ილეთით ვდებთ ლელოს. სისწრაფე ნოლი, ფანტაზია ნოლი. სწრაფი კომბინაციები არ შეგვიძლია. კიდევ კარგი რაგბი მსოფლიოში ჯერ კიდევ სამოყვარულო დონეზეა, პროფესიონალურ დონეზე რომ იყოს რაგბი ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი თამაშით ვერ გავიდოდით?
ერთ ადგილზე გაყინული რაგბი
23 სექტემბერი 2019 16:31
25
20 წლის უკან რუსეთზე მოგებაზე ვლოცულობდით,რუმინელებს პირველად რომ მოვუგეთ კინაღამ მსოფლიო რაგბის სენსაცია იყო,ეხლა?იმათი სარაგბო ტრადიციები,ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობა რომ გვქონდეს,შევჭამდით.ჩემი შვილის გუნდში, ნახევარს ბუცების ყიდვის საშუალება არა აქვს,ნორმალურ სპორტულ პირობებზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია.ამ ბოლოს აშენდა ბაზები,თორემ თებერვალში ოფლიანი ბავშვი რომ გარეთ გამოიცვლის ტანსაცმელს როგორია?ტრენაჟორების ფული კი არა, ნახევარი მშიერი დადიოდა ვარჯიშზე.მადლობა ბიჭებს, მაგათი დამსახურებაა, რომ მაგარი ახალი თაობა მოდის და ყველაფერი კარგად იქნება,გენაცვალეთ ჯიგარში ბიჭებო!!!!ღმერთი თქვენთან!
gurulo
23 სექტემბერი 2019 16:56
5
გურულო- აქ გეთანხმები საჭიროა სახელმწიფოს უსაფხოების განვამტკიცოთ , მით ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობის რადილალურად გაუმჯობესება, ,მით სერიოზული ფინანსები ჩაიდება რაგბში და ეროვნული ჩემპიონატი ერთ-ერთ- მძავრი ჩემპიონატი იქნება მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, მაღალშემოსავლიანი სპორტი და ახალგაზრდობის დასაქმების ძალიან კარგი საშუალებაც , მერე გრანდებიც დაიდება ბეჭებზე, მაგრამ ვაი რომ სწორად სახელმწიფოებრიობის განვითარება - განმტკიცების წინააღმდეგ იბრძვის ჩრდილელი მეზობელი, 100 მილიონიანი ქვეყ-ანა,თავისი გაუგონარი ცბიერებით, იარაღით თუ ფულით და ... ვერ ვითარდებით, თორემ ახალგაზრდა რაგბისტები ყველა საფრანგეთ-ბრიტანეთში არ წავიდოდა და მათ ჩემპიონატების ხარისხის გათანაბრებაზე იქნებოდა ორიენტირი აღებული და ნაკრებიც გაცილებით სრულყოფილი იქნება!


გლახუნა
23 სექტემბერი 2019 17:12
3
არ მინდა ცუდად გამოგვივიდეს მარა ეს რაც გვიქნა უელსმა საწყის 20 წუთში სხვას ვერაფერს უწოდებ თუ არა გაბახება გაფარჩაკება მერე რა რომ ის ძლიერი და ნომერ 3 წამყვანი ნაკრებია 20 წუთში საქმე დაამთავრეს და მეორე ტაიმი 30 პროცენტიც აღარ დახარჯენ ძალები დაგვინდენ თორემ ასტროლოგიულ ანგარიშს დაგვიფიქსირებდნენ რაგბი რომ პროფესიონალური იყოს და ერთი 10 ნაკრებიც დაახლოებით იმ დონეზე იყოს რაც იტალიაა მსოფლიოზე კიარა ბელგიასთან და რუსეთთან გაგვიჭირდებოდა მოგება რა ფეხბურთელებს თუ ლანძღავენ რაგბისტები გამონაკლისები არიან პარალელი რომ გავავლოთისინი ამაზე მეტით კი არ აგებენ სათამაშო დინამიკაში ეს იგივეა ფეხბურთში ძლიერმა ნარებმა 6:1 რომ მოგიგოს რეაკურად არ ვართ იმ დონესთან ახლოს მყოფიც კი ვიდრე ვტრაბახობთ 1 დონის ნაკრებებმა სადაც დაგვიჭირენ იქ გაგვაფინეს მიწაზე იპონით და რა არის წარმატება სამოყვარულო დონის გერმანიას რუსეთს და ბელგიას რომ მოუგებ ამ ქვეყნებშიც რომ რაგბი პროფესიონალურ დონეზე იყოს და ასე თუ ისე რღაც პოპულარობა იგრძნობოდეს ამ სპორტის მიმართ დიდი ეჭვი მაქ ისინიც ჩვენზე წინ იქნებოდნენ დიდი ხნის წინ იძახეთ ახლა რაგბი ჩვენი თამაშია რაგბი ჩვენი კი არა უელსის ინგლისის ზელანდიუდ ფა ავსტრალიის თამაშია წაგებას გამართლება არასიდეს არ უნდა მოუძებნო იბრძოლეს იომეს მეორე გუნდმა არ იბრძოლა თუ მაგაშიც ვერ ვაჯობებთ ზემოდჩამოთვლილ ნაკრებებს პროგრეს 000000000000
Seferoni
23 სექტემბერი 2019 17:22
14
ერთი რაღაც დაიმახსოვრეთ მსოფლიოს ორას რაღაცა ქვეყანაში რაგბი არის უმაღლეს დონეზე განვითარებული რეიტინგში პირველ 10ადგილზე მყოფ ქვეყნებში ხოლო მეორე ათი ადგილი თამაშობს ბევრად დაბალი დონის რაგბს ხოლო დანარჩენ ქვეყნებში ან არარსებობს ან სამოყვარულო დონეზეა განვითარებული ჰა ჰა 50 ქვეყანა თამაშობდეს რაგბს!ხოდა პრეტენზია გქონდათ აქამდე რომ დაფინანსება არ იყო საკმარისი ხოდა მიიღეთ დაფინანსება და ლოგიკურია შედეგს რომ ითხოვს ხალხი!მაგრამ ვერ დადებთ იმაზე მეტს რასაც ახლა გაქვთ მიღწეული!იმიტომ რომ თქვენ არ იცით რაგბის თამაში ეს ყველა თამაშზე ძლიერებთან განსაკუთრებით ჩანს ხელიდან თამაში არ იცით თორე ჯაჯგურში იცოცხლეთ!
მიშა
23 სექტემბერი 2019 17:53
21
რა დედამ გშობათ აქ ვინც ნეგატიურ კომენტარებს წერთ????გინდი კი არაა ჩაჯმული,ერი ვართ ჩაჯმული რო თქვენნაირი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში.შე კაი ადამიანო ცუდის დაწერას საერთოდ არ დაწერო ,ყველამ ერთ თამაშს ვიყურეთ მარა ნუ ავუშლით ერთმანეთს ნერვებს მითუმეტეს ბიჭებს რომლებიც ზუსტად ვიცი წაიკითხა ენ ამ "ჩაჯმულ" კომენტარებს
გგჰ
23 სექტემბერი 2019 16:34
28
რა ფული ჩაიდო ბიჯოოო ნუ მაცინებთ... სტადიონები რო აშენდა ეგაა ფულის ჩადებაააა? ფედერაციას რაც დაფინანსება აქ ,(33 მლნ ლარი) მაგაზე მეტი რუსეთის ერთ გუნდს ენისეის აქვს მარტო(50 მლნ დოლარი)...
სხვა საქმეა ეს ფედერაცია მთლიანად გასაყრელი როა სვანაძის თამადობით... მენეჯმენტი და ახალჯ კავშირების მოძიება ნიჟარაძის წასვლის მერე ნულია
niokoloz-s
23 სექტემბერი 2019 17:28
1
რა დედამგშობა შენ.თუ არ მოგწონს ნუ ვკითხულობ
Buxrika
23 სექტემბერი 2019 16:45
4
ყველა გამოხმაურება
აქ იმდენი დაიწერა უკვე ნეგატიურიც და პოზიტიურიც, ფიზიკაში არა უშავდა ჩვენ გუნდს ეს იყო დადებითი, ტაქტიკა არა ფანტაზია არა. ნუ რა ვქნათ ახლა უელსი რომ არის ჩვენზე ძლიერი არ უნდა ვეთამაშოდ თუ რა. ასეთი თამაშით ფიჯის ვერ მოვუგებთ და ვერც ურუგვაის. რაგბი ჭიდაობა არაა მარტო გამძლეობით ვერ გახვალ ფონს. გუნდს აშკარა რეგრესი აქვს, ნუ რუსებთან და და აშკარა რეგრესირებულ რუმინეთთან თამაშით ვერ ვიზრდებით ცხადია, მაგრამ ექვსი ერი ჩვენთვის ჯერ ადრეა მგონი. სასწრაფოდ ფედერაციაში უნდა მოვიდნენ ნამდვილი პროფესიონალები და ერთი კარგი მწვრთნელი თორემ ვიქნებით სულ ამ წრეზე...
Maximus
23 სექტემბერი 2019 17:37
5
თუ არა ექვს ერთან,აბა სად უნდა გავიზარდოთ?თვითონ ამბობ,რომ რუმინეთ რუსეთთან,ვერ გავძლიერდებით.სწორედ ეგაა დილემა და მაგის გადალახვას ცდილობდა ჰეიგი.20 წლამდელების ევროპის ჩემპიონატში ჩვენთან დამარცხების შემდეგ,ექვსი ერის გუნდებმა უარი თქვეს მონაწილეობაზე.უკანასკნელი,საფრანგეთი აღმოჩნდა,ვინც წავიდა და ნაკრებსაც შეეტყო.მსოფლიოს პირველობაზე,აქცენტი ისევ შერკინებაზე და მიწოლაზე გადავიტანეთ.ეს იძულებითი ნაბიჟი იყო,რადგან ადრე ექვსი ერის გუნდებთან ევროპაზე თამაშით სწრაფ რაგბის თამაშს ვსწავლობდით და გათამაშების დატოვებით,ეს საშუალება წაგვართვეს.დიდი ნაკრები კი მათ უნდა გააძლიერონ და უკვე დავბუქსავდით კიდეც.
სოსო
23 სექტემბერი 2019 17:57
4
დღეს, სამწუხაროდ პირველი ტაიმის განსაკუთრებით პირველი 20 წუთი საშინლად ვითამაშეთ.. ნერვიულობდნენ და შესაბამისად ბევრი შეცდომა დავუშვით... მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო.. არ დაგვავიწყდეს ვის ვეთამაშებოდით. 10-15 ნომერი სამწუხაროდ თავის სიმაღლეზე ვერ დადგა... 3 ჯერ დაუშვეს შეცდომა დასაწყისში და სამივეჯერ ლელო დაგვიდეს... ცენტრიდან რომ გაგვარღვიეს ეს კიდევ სხვა თემაა. წარმატებები!!!
zura
23 სექტემბერი 2019 16:24
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული