2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

23 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასის პირველ შეხვედრაში უელსს შეხვდა და ანგარიშით 14:43 დამარცხდა.

უელსელებმა 3 ლელო საწყის 19 წუთში დადეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, საქართველომაც შეუტია, თუმცა ქართველებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უელსელებმა მე-4 ლელო დაგვიდეს და უკვე გაინაღდეს ბონუს-ქულა.

საბოლოოდ უელსმა პირველი ტაიმი 29:0 მოიგო. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე "ბორჯღალოსნებმა" შეუტია და ლელოს დადებაც მოახერხა. ქართველებმა ტრადიციულად მოლი გამოიყენეს
და მეტოქის საჯარიმოში ბურთი შალვა მამუკაშვილმა დაამიწა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში შემცირდა - 7:29.


სამწუხაროდ, ლელოს შემდეგ ჯაბა ბრეგვაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდს 10 წუთით დააკლდა, რა დროსაც უელსმა "ბორჯღალოსნებს" შეუტია და ქართველები თავს კარგად იცავდნენ, ხოლო შემდეგ მათ ნახევარზეც გადავიდნენ, თუმცა ყოველი ჩვენი შეტევა შეცდომით სრულდებოდა.

64-ე წუთზე ტომას უილიამსმა დაალელოვა და უელსმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 36:7.

69-ე წუთზე გელა აფრასიძემ კარგად წაიღო ბურთი და შეტევა საბოლოოდ ლევან ჩილაჩავას ლელოთი დასრულდა. აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 14:36 გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩილაჩავასა და აფრასიძის შემოსვლის შემდეგ "ბორჯღალოსნების" თამაში აშკარად გაუმჯობესდა.


თუმცა 71-ე წუთზე უელსელებმა საკმაოდ მარტივად გადალახეს "ბორჯღალოსნების" დაცვა და კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 43:14 დააფიქსირეს.

მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 29 სექტემბერს ურუგვაისთან, ჩვენი დროით 14:15 საათზე გამართავს.

D ჯგუფი. "ტოკიო სთედიუმი"
უელსი-საქართველო 43:14 (29:0)
ლელოები: დევისი (3), ტიპურიკი (13), ადამსი (19), ლ. უილიამსი (40), თ. უილიამსი (65), ნორთი (76) -  მამუკაშვილი (42), ჩილაჩავა (69)
რეალიზაცია: ბიგარი (14, 20, 40, 66), ჰალფენი (77) - აბჟანდაძე (44, 70)
ყვითელი: ბრეგვაძე (48)

უელსი - საქართველო 43:14

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altმიხეილ ნარიაშვილი: მომდევნო შეხვედრებში შერკინებით და მოლით უნდა მივაღწიოთ წარმატებას

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

altბექა გორგაძე: ორი ლელოს გატანა კარგია - იმედია, მომავალში მეტს გავიტანთ

altმილტონ ჰეიგის პირველი კომენტარი "ბორჯღალოსნების" უელსთან წაგების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 98 /
ზოგიერთებს გავიწყდებათ რომ,რომ განვითარდე ძლიერ გუნდებთან უნდა თამაშობდე,შენზე სუსტებს ეთამაშები მთელი ცხოვრება და მსოფლიოზე გრანდებს რომ ხვდები დამარცხდება აბა რა იქნება. საამაყო ბიჭები ხართ,ნაღდი ქართველები და თქვენ გაგიმარჯოთ ბორჯღალოსნები!
უსაშველო
23 სექტემბერი 2019 16:42
9
მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის! ჩვენ ნაკრებს მწვრთნელი არ ყავს !!!!!
იმედია ფედერაცია გაითვალისწინებს დაშვებულ შეცდომებს და მომოვალი მწვრთნელი იქნება რ ა გ ბ ი ს ს პ ე ც ი ა ლ ი ს ტ ი !!!!
Best
23 სექტემბერი 2019 16:40
8
პირველი წუთები ნერვიულობდნენ ბიჭები, პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩაატარეს, მაგრამ მეორე ტაიმში სულ სხვა ნაკრები გამოვიდა მოედანზე. მეორე ტამის ნათამაშევით მე მაქვს იმედიი, რომ ურუგვაის მოვუგებთ და ფიჯისთანაც ბოლომდე ვიომებთ ქულა ქულაში, იმედია გაარჩევენ თამაშს , და მინუმუმამდე დაიყვანენ შეცდომებს. პირველ ტაიმში რაც მოხდა , აღარ უნდა განმეორდეს.
gio
23 სექტემბერი 2019 16:38
3
რა დედამ გშობათ აქ ვინც ნეგატიურ კომენტარებს წერთ????გინდი კი არაა ჩაჯმული,ერი ვართ ჩაჯმული რო თქვენნაირი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში.შე კაი ადამიანო ცუდის დაწერას საერთოდ არ დაწერო ,ყველამ ერთ თამაშს ვიყურეთ მარა ნუ ავუშლით ერთმანეთს ნერვებს მითუმეტეს ბიჭებს რომლებიც ზუსტად ვიცი წაიკითხა ენ ამ "ჩაჯმულ" კომენტარებს
გგჰ
23 სექტემბერი 2019 16:34
28
რა ფული ჩაიდო ბიჯოოო ნუ მაცინებთ... სტადიონები რო აშენდა ეგაა ფულის ჩადებაააა? ფედერაციას რაც დაფინანსება აქ ,(33 მლნ ლარი) მაგაზე მეტი რუსეთის ერთ გუნდს ენისეის აქვს მარტო(50 მლნ დოლარი)...
სხვა საქმეა ეს ფედერაცია მთლიანად გასაყრელი როა სვანაძის თამადობით... მენეჯმენტი და ახალჯ კავშირების მოძიება ნიჟარაძის წასვლის მერე ნულია
niokoloz-s
23 სექტემბერი 2019 17:28
1
Karoche vafshe arvwer cuds arapers magram simartles tvalebshi cjaxede da mitxariii romel normalur gundat mogebaze armak laparaki itamashe naravniii italiaikooo gadagiara,shotlandia iko ki naxavdiii rac qna tu zma xarr cota chaxede simartles tvalebshiii aravinarisss mteriii brat magram fuli chido dq shedegi 0000000
Nikoloz
23 სექტემბერი 2019 16:52
2
ყველა გამოხმაურება
საქართველოს ნაკრები ვერ განვითარდა, ისევ ჭიდაობის ილეთით ვდებთ ლელოს. სისწრაფე ნოლი, ფანტაზია ნოლი. სწრაფი კომბინაციები არ შეგვიძლია. კიდევ კარგი რაგბი მსოფლიოში ჯერ კიდევ სამოყვარულო დონეზეა, პროფესიონალურ დონეზე რომ იყოს რაგბი ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი თამაშით ვერ გავიდოდით?
ერთ ადგილზე გაყინული რაგბი
23 სექტემბერი 2019 16:31
25
გურულო- აქ გეთანხმები საჭიროა სახელმწიფოს უსაფხოების განვამტკიცოთ , მით ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობის რადილალურად გაუმჯობესება, ,მით სერიოზული ფინანსები ჩაიდება რაგბში და ეროვნული ჩემპიონატი ერთ-ერთ- მძავრი ჩემპიონატი იქნება მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, მაღალშემოსავლიანი სპორტი და ახალგაზრდობის დასაქმების ძალიან კარგი საშუალებაც , მერე გრანდებიც დაიდება ბეჭებზე, მაგრამ ვაი რომ სწორად სახელმწიფოებრიობის განვითარება - განმტკიცების წინააღმდეგ იბრძვის ჩრდილელი მეზობელი, 100 მილიონიანი ქვეყ-ანა,თავისი გაუგონარი ცბიერებით, იარაღით თუ ფულით და ... ვერ ვითარდებით, თორემ ახალგაზრდა რაგბისტები ყველა საფრანგეთ-ბრიტანეთში არ წავიდოდა და მათ ჩემპიონატების ხარისხის გათანაბრებაზე იქნებოდა ორიენტირი აღებული და ნაკრებიც გაცილებით სრულყოფილი იქნება!


გლახუნა
23 სექტემბერი 2019 17:12
3
20 წლის უკან რუსეთზე მოგებაზე ვლოცულობდით,რუმინელებს პირველად რომ მოვუგეთ კინაღამ მსოფლიო რაგბის სენსაცია იყო,ეხლა?იმათი სარაგბო ტრადიციები,ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობა რომ გვქონდეს,შევჭამდით.ჩემი შვილის გუნდში, ნახევარს ბუცების ყიდვის საშუალება არა აქვს,ნორმალურ სპორტულ პირობებზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია.ამ ბოლოს აშენდა ბაზები,თორემ თებერვალში ოფლიანი ბავშვი რომ გარეთ გამოიცვლის ტანსაცმელს როგორია?ტრენაჟორების ფული კი არა, ნახევარი მშიერი დადიოდა ვარჯიშზე.მადლობა ბიჭებს, მაგათი დამსახურებაა, რომ მაგარი ახალი თაობა მოდის და ყველაფერი კარგად იქნება,გენაცვალეთ ჯიგარში ბიჭებო!!!!ღმერთი თქვენთან!
gurulo
23 სექტემბერი 2019 16:56
5
გადაგვიარეს რასაც ჰქვია, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ფაქტია, რომ ძალიან ბევრი უკლია ჩვენს გუნდს ექვსი ერის დონემდე.
ზურა
23 სექტემბერი 2019 16:27
8
კი ბატონო, ბევრი გვიკლია,რამდენი გადაიხდის ბილეთში 20-50 ევროს,იყიდი, წახვალ სტადიონზე?15 ლარი ღირდა ბილეთი და რა ამბავიაო ისიც წელიწადში 1 ჯერ, 6-7 ჯერ იყიდი 60 ლარიან ბილეთს:)):)):)) ან იმათი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა ნახე!მსაჯების და მწვრთნელების
კვალიფიკაცია?სამედიცინო მომსახურება? რომელი გვაქვს იმათთან ოდნავ მიახლოვებული? მიდით საღამოს ბავშვთა ვარჯიშზე და რომ დაინახავთ როგორი ჟინით და გულით ვარჯიშობენ და თამაშობენ პატარები,თან უკვე სხვა სტილით, დარწმუნდებით ,რომ ყველაფერი კარგად იქნება!
gurulo
23 სექტემბერი 2019 17:19
0
დღეს, სამწუხაროდ პირველი ტაიმის განსაკუთრებით პირველი 20 წუთი საშინლად ვითამაშეთ.. ნერვიულობდნენ და შესაბამისად ბევრი შეცდომა დავუშვით... მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო.. არ დაგვავიწყდეს ვის ვეთამაშებოდით. 10-15 ნომერი სამწუხაროდ თავის სიმაღლეზე ვერ დადგა... 3 ჯერ დაუშვეს შეცდომა დასაწყისში და სამივეჯერ ლელო დაგვიდეს... ცენტრიდან რომ გაგვარღვიეს ეს კიდევ სხვა თემაა. წარმატებები!!!
zura
23 სექტემბერი 2019 16:24
2
პირველ რიგში დიდი მადლობა ბიჭებს , და მერე თქვენ ვაი ჟურნალისტებო!!!! გამორჩეულად პირველი არხის ჟურნალისტებს თავი ხო არ მიგირტყიათ რამეზე ბიჭო???უელსს ეთამაშებით და არა რუსეთს ან პორტუგალიას და ნუ მიგყავთ რეპორტაჟი რაგაც ნაწყენი ხმით და უკმაყოფილოდ !!!!! მეტი შეგვეძლო მარა ამ თამაშისთვის მადლობა თქვენ ლომებო:*
Hhghh
23 სექტემბერი 2019 16:23
13
სამწუხაროა რეალობაა, მაგრამ 6 ერისგან შორს ვართ ჯერ კიდევ.
გიორგი
23 სექტემბერი 2019 16:22
25
100% მართალი ხარ
ანესთეზეოლოგი
23 სექტემბერი 2019 17:02
3
გულის ამრევი გუნდი გვყავს.ისე დარბიან გეგონება ჩაჯმული აქვთ და ვერ ძრავენ.
Buxrika
23 სექტემბერი 2019 16:19
72
ეს ტიპი ჩვეულებრივი პროვოკატორია და პირველად არ წერს. არარატმა გაამწარა და რა ქნას, არ იცის
????
26 სექტემბერი 2019 09:32
0
კრიტიკა მისაღებია, დარწმუნებული ვარ პირველი ტიმი არავის მოწონებია და ცუდზეც უნდა ვთქვათ რომ ცუდია, შეცდომაზე შეცდომაა, სუსტზე სუსტია და უსუსურზე კიდევ უსუსურია, მაგრამ თქმის ფორმას აქვს დიდი მნიშვნელობა. ასეთი მიმართვის ფორმა არასწორია ყველანაირი გაგებით. მხოლოდ კლავიატურის ვირთხას შეუძლია ასეთი რამის დაწერა.
fraternity
23 სექტემბერი 2019 17:35
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული