ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge
23 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასის პირველ შეხვედრაში უელსს შეხვდა და ანგარიშით 14:43 დამარცხდა.
უელსელებმა 3 ლელო საწყის 19 წუთში დადეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, საქართველომაც შეუტია, თუმცა ქართველებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უელსელებმა მე-4 ლელო დაგვიდეს და უკვე გაინაღდეს ბონუს-ქულა.
საბოლოოდ უელსმა პირველი ტაიმი 29:0 მოიგო. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე "ბორჯღალოსნებმა" შეუტია და ლელოს დადებაც მოახერხა. ქართველებმა ტრადიციულად მოლი გამოიყენეს
და მეტოქის საჯარიმოში ბურთი შალვა მამუკაშვილმა დაამიწა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში შემცირდა - 7:29.
სამწუხაროდ, ლელოს შემდეგ ჯაბა ბრეგვაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდს 10 წუთით დააკლდა, რა დროსაც უელსმა "ბორჯღალოსნებს" შეუტია და ქართველები თავს კარგად იცავდნენ, ხოლო შემდეგ მათ ნახევარზეც გადავიდნენ, თუმცა ყოველი ჩვენი შეტევა შეცდომით სრულდებოდა.
64-ე წუთზე ტომას უილიამსმა დაალელოვა და უელსმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 36:7.
69-ე წუთზე გელა აფრასიძემ კარგად წაიღო ბურთი და შეტევა საბოლოოდ ლევან ჩილაჩავას ლელოთი დასრულდა. აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 14:36 გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩილაჩავასა და აფრასიძის შემოსვლის შემდეგ "ბორჯღალოსნების" თამაში აშკარად გაუმჯობესდა.
თუმცა 71-ე წუთზე უელსელებმა საკმაოდ მარტივად გადალახეს "ბორჯღალოსნების" დაცვა და კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 43:14 დააფიქსირეს.
მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 29 სექტემბერს ურუგვაისთან, ჩვენი დროით 14:15 საათზე გამართავს.
D ჯგუფი. "ტოკიო სთედიუმი"
უელსი-საქართველო 43:14 (29:0)
ლელოები: დევისი (3), ტიპურიკი (13), ადამსი (19), ლ. უილიამსი (40), თ. უილიამსი (65), ნორთი (76) - მამუკაშვილი (42), ჩილაჩავა (69)
რეალიზაცია: ბიგარი (14, 20, 40, 66), ჰალფენი (77) - აბჟანდაძე (44, 70)
ყვითელი: ბრეგვაძე (48)
უელსი - საქართველო 43:14
მამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]
მიხეილ ნარიაშვილი: მომდევნო შეხვედრებში შერკინებით და მოლით უნდა მივაღწიოთ წარმატებას
უელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით
ბექა გორგაძე: ორი ლელოს გატანა კარგია - იმედია, მომავალში მეტს გავიტანთ
მილტონ ჰეიგის პირველი კომენტარი "ბორჯღალოსნების" უელსთან წაგების შემდეგ
როდესაც გუნდიდან წასული"პენსიონერი" გორგოძის დაბრუნების ამბავი გავიგე მივხვდი რომ ახალი თაობა არ არსებობს და ქართული რაგბი კრიტიკულ მდგომარეობაშია პროგრესის მაგივრად,,,,
მოგვიგო იმიტომ, რომ ქვეყანა ათასჯერ განვითარებულია ყველაფრით, მათ შორის რაგბით და დიდი ხნის წინ გაიარა, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ. თან თვითონაც ვითარდებია, გუშინდელს კი არ თამაშობენ.
აბა შოტლანდიამ რა თქვას - ლელო ვერ დადაე და პირიქით - ოთხჯერ დაულელოეს ირლანდიელებმა.
ცუდი ის არის, რომ მიდის რარძლიანი ლანძღა მწვრთნელის თუ მოთამაშეების. აბა ერთი გაიხსენეთ ტქვენ რაში ჩადეთ ამდენი შრომა და გული, რომელ თქვენს საზოგადო საქმეში?
იცით რაგბი,, ... - რომ ხმარობენ -ეს ჩვეულებრი ქართული ენის მცოდნე, ან გვარებგადმოკეთებული საქართველოს სახელმწიფოს მტრები არიან, შეიძლება ვლადიკავკაზიდანაც - ნუ ვიქნებით ბრიყვები - ასეთი სიბრიყვე უკვე დაუშვა ერმა 2012 წელს და მე-7-ე ,,სუპერ წელს -რა დღეში არის ქართველობა და ,,სახელმწიფო,, უკვე 700 000 ქართველი გავიდა საქართველოდან, 1500 000 ბავშვი შიმშილობს, უკიდურესად დაუსუსურებული სახელმწიფო ინსტიტუტები, ჩამოშლილი ყოველგვარი სახელმწიფო უსაფრთხოება, მით მოშლილი ეკონომიკა და ... სრული უპერსპექტივობა. სწორად დაუსუსურებულ - დაკნინებული რაგბი ჭირდება-თ ამათ ,რადგან რაგბი ხომ შემართებაა, თავისუფლება, პასუხისმგებლობა, ენერგია, ინტელექტი , გუნდურობა ...ერის პოტენციის მაგალითია, რაც ერს მხოლოდ აძლიერებს და ამტკიცებს და ეს ა რ ჭირდებათ - მტრებს და უკვე ,,მუშაობენ,, ჩვეული რუსული დემაგოგია- პროპაგანდით. პ.ს. დღეს ეს დასკვნა შეიძლება გადამეტებულად მოგეჩვენო-თ, მაგრამ -აბათუნდაც - რ ო გ ო რ ახსნი - ბოლო დროს ამოქმედებულ არსებულ ღ ვ ა რ ძ ლ ს ქართული რაგბის სამყაროს, რაგბისტების წინააღმდეგ (?!) - კრიტიკა, თან ძალიან მწვავე მისაღები და აუცილებელია, მაგრამ ღვარძლი- სიძულვილი ?! აბა რ ა ტ ო მ - რა მიზეზით და მიზნით ?!
პანაცეას ვერ შემოვთავაზებ ვერავის, რაგბში ბევრად ჩახედული ხალხი გვყავს საქართველოში, მაგრამ მწვრთნელი და ფედერაციის ხელმძღვანელი შესაცვლელია. ნაკრების რეგრესი სახეზეა. სამწუხაროდ!!!
ირლანიამ ოთხი ლელო დაუდო შოტლადიას ფა შოტლანდიამ ვერცერთი - სხვაობა 4 ლელო ნულის წილ. ჩVენ უელსს დავუდეთ 2 ლელო (რაც ვერ გააკეთა შოტლანდიამ) და აქაც სხვაონაა 4 ლელო.
აქედან დასკვნა - შედეგით გავუტოლდით შოტლანდიას და არ არის საჭირო პანაშვიდების გამოცხადება. წინ გველოდება წარმატებებიც.
პატივისცემით