ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასი 2019-ის პირველ მატჩში უელსთან 14:43 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. პირველ ნახევარში თამაში ვერ ავაწყვეთ. განსაკუთრებით, დაცვაში გაგვიჭირდა, რითაც კარგად ისარგებლა უელსის ნაკრებმა, რომელსაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.
ვიხილეთ ტიპური ქართული, მებრძოლი სული, ოღონდ... მეორე ტაიმში. დაცვაშიც დავლაგდით და უელსს არ მივეცით ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელების საშუალება. შეტევაში კი თამამად ვმოქმედებდით.
მომდევნო მატჩისთვის გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს, უპირველესად კი, დაცვის სიმწყობრე", - თქვა ჰეიგმა.
ბესიკ ჯანგავაძე იაპონიიდან